რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №735

1997 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შესახებ

„საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის №468 ბრძანებულების რეალიზაციის მიზნით:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 ნოემბრის №835 დადგენილება და „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შესანახი ხარჯების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის №913 დადგენილება;

ბ) „ლ. ც. დევდარიანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 ნოემბრის № 836 დადგენილება.

2. შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგ ნორმატიულ აქტებში:

ა) „ქ. მოსკოვში, არბატის ქ. №42-ში მდებარე №1 და №4 შენობების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის №315 განკარგულების მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „_ აღნიშნული შენობის გადაცემა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის“.

ბ) „რუსეთის ფედერაციაში სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის გაუქმების გამო და მისი ქონების საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბალანსზე გადაცემასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მარტის №65 განკარგულების 1-ლი პუნქტის 1-ლი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის №468 ბრძანებულებისა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის გაუქმების გამო მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციის მიზნით შეიქმნას რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:“

3. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით ერთ კვირაში:

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ნ. ლეკიშვილმა უზრუნველყოს „ქ. მოსკოვში, არბატის ქ. №42-ში მდებარე №1 და №4 შენობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ქონების საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1997 წლის 12 იანვრის №3 ბრძანების ამ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ვ. ლორთქიფანიძემ უზრუნველყოს თავისი 1995 წლის 16 ივნისის №54 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.

4. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის სალიკვიდაციო კომისიამ:

ა) უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ქონების აღრიცხვა-გამოვლენა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის ბალანსზე გადაცემა დადგენილი წესით;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვიტოს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლებისა და მათთან საფინანსო ანგარიშსწორების საკითხი.

ე. შევარდნაძე