📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგადახდო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის განხორციელების, საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში (GPSS) ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №145/01
სარეგისტრაციო კოდი 300050000.18.011.016012
გამოქვეყნების წყარო სსმ, 155, 29/11/2010
matsne.gov.ge 2,496 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საგადახდო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის განხორციელების, საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში (GPSS) ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {mso-style-link:"Title Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.TitleChar {mso-style-name:"Title Char"; mso-style-link:Title; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} .MsoChpDefault {font-size:11.0pt;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 56.75pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №145/01 2010 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი საგადახდო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის განხორციელების, საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში (GPSS) ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების  შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საგადახდო სისტემაში ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) საგადახდო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ დებულება (დანართი №1); ბ) საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში (GPSS)  ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ დებულება (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ.“. 3. ამ ბრძანების დაუყოვნებლივი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი საგადახდო სისტემის ჩამოყალიბებით, რაც საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების თვალსაზრისით წარმოშობს აუცილებლობას ახლებურად დარეგულირდეს საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების საკითხი. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 3 დეკემბრიდან.                                                                                                        გ. ქადაგიძე დანართი №1 დებულება საგადახდო სისტემაში  ელექტრონული საქმიანობის შესახებ     მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ამ დებულების მიზანია საგადახდო სისტემის მონაწილე სუბიექტებს (სისტემის ოპერატორი, სისტემის მონაწილეები) შორის ურთიერთობის მოწესრიგება და მათი უფლებების დაცვა. სისტემის მონაწილეთა წრე ყოველი კონკრეტული საგადახდო სისტემისათვის განისაზღვრება ინდივიდუალურად, სისტემის წესების მიხედვით. 2. სისტემის ოპერატორისა და მონაწილის იმ უფლებების დაცვას, რომელსაც არ აწესრიგებს ეს დებულება, არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.     მუხლი  2🔗.  ტერმინთა  განმარტება ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) საგადახდო სისტემა – ფულადი სახსრების გადარიცხვის სისტემა, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა, კლირინგის სისტემა; ბ) სისტემის ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად უფლებამოსილია და პასუხისმგებელია საგადახდო სისტემის ოპერირებაზე და სისტემის წესების შემუშავებაზე; გ)სისტემის მონაწილე – პირი, რომელიც უფლებამოსილია იყოს საგადახდო სისტემის მონაწილე; დ) ელექტრონული დოკუმენტი (ელექტრონული შეტყობინება) – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს; ე) საგადახდო სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევა –  სახელშეკრულებო პირობების და სისტემის წესების შესაბამისად განხორციელებული  მოქმედებები; ვ) საგადახდო სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები – პროგრამულ-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც სისტემის ოპერატორს ან მონაწილეებს აძლევს მომსახურების გაწევის ან მიღების საშუალებას.      მუხლი 3🔗. სისტემაში მონაწილე სუბიექტები საგადახდო სისტემების მონაწილე სუბიექტები არიან სისტემის ოპერატორი და სისტემის მონაწილე.     მუხლი 4🔗.  სტანდარტიზაცია 1. საგადახდო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საფუძველია ერთიანი სტანდარტები (ფორმატები, ტერმინოლოგია, ფონტები და სხვ.), რომლებმაც უნდა ასახოს გამოყენებული სისტემის თავისებურებები. აღნიშნულ სტანდარტებს განსაზღვრავს სისტემის ოპერატორი. 2. კონკრეტულ საგადახდო სისტემაში გამოყენებული პროგრამულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს ექსპლუატაციის პროცედურებს და სტანდარტიზაციის შესაბამის მოთხოვნებს. 3. საგადახდო სისტემების ელექტრონული საქმიანობის უნიფიცირების მიზნით შემუშავებულ ეროვნულ (ან შიდაუწყებრივ) სტანდარტებთან ერთად შეიძლება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებაც. 4. სისტემის ოპერატორსა და მონაწილეს შორის ელექტრონული ინფორმაციის გაცვლისას გამოყენებული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს (რეკვიზიტებს), რომლებიც მას ანიჭებს სამართლებრივ სტატუსს.  5. ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავებისას საჭიროა შეტყობინების ელემენტები განთავსდეს კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული სიგრძით და წარმოდგენილი იყოს ისეთი ფორმატით, რომ შეიძლებოდეს მათი დამუშავება კონკრეტულ საგადახდო სისტემაში.  6. საგადახდო სისტემაში შესაძლებელია არსებობდეს ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემის საშუალება თავისუფალი ფორმატითაც.     მუხლი 5🔗. სისტემის წვდომა სისტემის წვდომის ორგანიზებას ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სისტემის ოპერატორი მის მიერვე დადგენილი პროცედურების, წესების და რეგლამენტის ფარგლებში. სისტემის  ფუნქციონირებისას გამოყენებული პროგრამულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული სისტემისათვის დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.     მუხლი 6🔗. ელექტრონული ინფორმაციის დაცვის, შენახვის უზრუნველყოფა 1. ელექტრონული ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს სისტემის ოპერატორი. 2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს სისტემის, მასში არსებული ინფორმაციის დაცვა იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეთანხმებულია სისტემის მონაწილესთან. 3. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. შეთანხმება სისტემის ოპერატორსა და მონაწილეს შორის ელექტრონული  მომსახურების  შესახებ 1. სისტემის ოპერატორსა და მონაწილეს შორის მომსახურების  საფუძველია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სისტემის წესები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 2. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ერთი კონკრეტული საგადახდო სისტემის მიმართებაში. 3. ხელშეკრულება და/ან სისტემის წესები უნდა მოიცავდეს: ა)  მომსახურების სახეს (სახეებს); ბ) ოპერაციათა წარმოების წესს; გ) დოკუმენტბრუნვის წესს და ელექტრონულ შეტყობინებებზე დასტურების აუცილებლობას; დ) სახსრების გადარიცხვის დასრულებადობის საკითხს; ე) მოთხოვნებს პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების მიმართ; ვ) მხარეთა მოვალეობებსა და ვალდებულებებს; ზ) პასუხისმგებლობას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო; თ) მონაწილისა და ოპერატორის იდენტიფიკაციის საშუალებებს (ელექტრონული/ციფრული ხელმოწერები, პაროლები, გასაღებები და სხვ.); ი) მომსახურების დროს; კ) მონაწილის მოთხოვნებისა და პრეტენზიების განხილვის წესს; ლ) ხელშეკრულების შეჩერების (შეწყვეტის) და მისი განახლების საფუძვლებს. 4. ხელშეკრულება და/ან სისტემის წესები შეიძლება შეიცავდეს სხვა დამატებით პირობებს.     მუხლი 8🔗. სისტემის  ოპერატორის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) სისტემის მონაწილეს გაუწიოს მომსახურება ხელშეკრულებით და/ან სისტემის წესებით გათვალისწინებული პირობებით; ბ) შეასრულოს მხოლოდ სისტემის მონაწილის მიერ ინიციირებული ოპერაციები; გ) არ დაუშვას ოპერაციების შესრულება შემოწმებისა და კონტროლის პროცედურების გარეშე; დ) შესრულებული ოპერაციების შესახებ მონაწილეს წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით და წესით; ე) ინფორმაცია შეინახოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით; ვ) უზრუნველყოს არაუფლებამოსილი პირის მიერ ოპერაციების შესრულების გამორიცხვა; ზ) სისტემაში ან მომსახურების პირობებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროულად შეატყობინოს ეს მონაწილეს; თ) მონაწილეს გაუწიოს კონსულტაციები და რეკომენდაციები, გადასცეს სათანადო დოკუმენტაცია კონკრეტულ სისტემასთან დაკავშირებით (მათ შორის, სისტემაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში). 2. სისტემის ოპერატორი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (არასათანადოდ შესრულების) შემთხვევაში პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა (არასათანადოდ შესრულება) გამოწვეულია სისტემის მუშაობაში გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა გამო, პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემის ოპერატორს, თუ იგი არ დაამტკიცებს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობა (არასათანადოდ შესრულება) გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. 4. ზარალი, რომელიც მიადგება სისტემის მონაწილეს სისტემის ოპერატორის  არაუფლებამოსილი პირის გამო, დაეკისრება სისტემის ოპერატორს მისი ბრალეულობის   შემთხვევაში, თუ ამას დაამტკიცებს მხარეთა მიერ შექმნილი კომისია ან სასამართლო. 5. სისტემის ოპერატორი პასუხს აგებს მონაწილისადმი მიყენებული იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიშვა დოკუმენტების გაცვლისას არსებული შეცდომებით იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო ამ დებულებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება  ან გააგრძელა ელექტრონული მომსახურების გაწევა იმის მიუხედავად,  რომ სისტემის მონაწილემ შეატყობინა არსებული შეცდომები. 6. ეროვნული ბანკის, როგორც სისტემის ოპერატორის, უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები განისაზღვრება მონაწილეებთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და სისტემის წესების მიხედვით.     მუხლი 9🔗.  სისტემის მონაწილის ვალდებულებები მონაწილე ვალდებულია: ა) შეასრულოს ხელშეკრულებით, სისტემის წესებით და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები; ბ) აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის საკომისიო გადასახადები; გ) ოპერაციების შესრულებისას აღმოჩენილი შეცდომები დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის ოპერატორს.     მუხლი 10🔗.   სისტემის მონაწილის პასუხისმგებლობის საფუძვლები პასუხისმგებლობა იმ ზარალისათვის, რომელიც მომსახურებისას შეიძლება მიადგეს სისტემის ოპერატორს, დაეკისრება მონაწილეს მისი ბრალეულობის შემთხვევაში, თუ ამას დაამტკიცებს მხარეთა მიერ შექმნილი კომისია ან სასამართლო.     მუხლი 11🔗. ელექტრონული შეტყობინებების  დამუშავების ზოგადი პრინციპები 1. სისტემაში მონაცემების დამუშავების პირველი ეტაპი უნდა იყოს ელექტრონული შეტყობინების ნამდვილობისა და ანგარიშების მდგომარეობის შემოწმება, რის შემდეგაც სრულდება ჩარიცხვების ან ჩამოწერის ოპერაციები. 2. ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებში ელექტრონული შეტყობინებების დამუშავების პრინციპები და პროცესი რეგულირდება შესაბამისი სისტემის წესების მიხედვით.     მუხლი 12🔗.  გადამხდელის მიერ ელექტრონული შეტყობინების უკან გამოთხოვა ნებისმიერ სისტემაში მონაწილეს უფლება აქვს უკან გაითხოვოს ან გააუქმოს თავისი შეტყობინება შესაბამისი სისტემის წესებით განსაზღვრულ მომენტამდე.  ამ მომენტის შემდგომ შეტყობინება ხდება გამოუთხოვადი.     მუხლი  13🔗.  ანგარიშსწორების საბოლოობა მომენტი, როდესაც ანგარიშსწორება არის საბოლოო, ყოველი კონკრეტული საგადახდო სისტემისათვის განისაზღვრება ინდივიდუალურად და აისახება სისტემის წესებში.     მუხლი  14🔗.   ელექტრონული ინფორმაციის გადატანა ქაღალდზე ელექტრონული ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ქაღალდზე ამონაბეჭდის სახით. ელექტრონული ინფორმაციის ქაღალდზე ამონაბეჭდი უნდა გააფორმოს და დაამოწმოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა.      მუხლი  15🔗.   პრეტენზიის წარდგენა  და  დავის განხილვა კომისიის მიერ 1. ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის დროს სისტემის ოპერატორსა და  მონაწილეს ან მონაწილეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ მეორე მხარეს უნდა წარუდგინოს სათანადოდ გაფორმებული პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.  2. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, პრეტენზიის განსახილველად შეიძლება შეიქმნას საექსპერტო კომისია, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით. 3. კომისიის მუშაობის რეგლამენტს ადგენენ მხარეები. დანართი №2 დებულება საგადახდო და ფასიანი ქაღალდების  სისტემაში (GPSS)  ელექტრონული დოკუმენტისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ამ დებულების მიზანია საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში (GPSS) (შემდგომში – სისტემა) მონაწილე სუბიექტებს შორის ელექტრონული ურთიერთობის (ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტების გაცვლისას წარმოქმნილი ურთიერთობა) მოწესრიგება, ელექტრონულ დოკუმენტში ციფრული ხელმოწერის გამოყენების პირობებისა და წესების უზრუნველყოფა, რომელთა დაცვის შემთხვევაში ციფრულ ხელმოწერას გააჩნია მატერიალურ დოკუმენტზე  ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 2. ურთიერთობის მოწესრიგება ხდება როგორც ამ დებულებით, ისე საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის წესებით (შემდგომში – სისტემის წესები), მონაწილეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, საგადახდო სისტემებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით და მოქმედი კანონმდებლობით. 3. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება  სისტემის მონაწილე სუბიექტებზე. 4. მონაწილეთა იმ უფლებების დაცვას, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს დებულება, არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.     მუხლი 2🔗.   ტერმინთა განმარტებები ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემა (GPSS) – საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც მოიცავს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემებს; ბ) GPSS სისტემის წესები (სისტემის წესები) – RTGS სისტემის  და  CSD სისტემის წესები; გ) ელექტრონული დოკუმენტი (ელექტრონული შეტყობინება) – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს; დ) ციფრული ხელმოწერის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი და ამ დებულების და სისტემის წესების მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ციფრულად აწერს ხელს; ე) ციფრული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერის ნაირსახეობა, რომელიც მიღებულია ელექტრონულ მონაცემთა კრიპტოგრაფიული გარდაქმნის შედეგად, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების გამოყენებით, ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: დაკავშირებულია მხოლოდ ხელმომწერთან, მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმომწერის ვინაობის დადგენა, იგი შექმნილია ხელმომწერის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი დახურული გასაღების მეშვეობით, ისეა დაკავშირებული მონაცემებთან, რომ იძლევა იმის აღმოჩენის საშუალებას, მოხდა თუ არა ცვლილება ამ მონაცემებში; ვ) კრიპტოგრაფიული გარდაქმნა – ელექტრონულ მონაცემთა შიფრაცია და დეშიფრაცია მათემატიკური და ლოგიკური გარდაქმნების გამოყენებით; ზ) გასაღების წყვილი – ასიმეტრიულ კრიპტოსისტემაში დახურული და მასთან მათემატიკურად დაკავშირებული ღია გასაღები. გასაღების წყვილი იქმნება ხელმომწერის მიერ ან/და მისი მოთხოვნის საფუძველზე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიერ; თ) დახურული გასაღები – ელექტრონულ მონაცემთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც გენერირდება ავტომატურ რეჟიმში, ცნობილია მხოლოდ ხელმომწერისათვის და გამოიყენება ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად; ი) ღია გასაღები – ელექტრონულ მონაცემთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის და გამოიყენება ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად; კ) ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების კომპრომეტირება – ნებისმიერი შემთხვევა ან/და ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს დახურული გასაღების არასანქცირებული გამოყენება; ლ) არასანქცირებული წვდომა – ინფორმაციის ან სისტემაზე წვდომა იმ პირთა მიერ,  რომელთაც არა აქვთ ამის უფლება; მ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი – საქართველოს ეროვნული ბანკი; ნ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი – ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სერტიფიკატის გამცემის მიერ და შეიცავს ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს, იძლევა ციფრული ხელმოწერის  ნამდვილობის შემოწმებისა და ხელმომწერის ვინაობის დადგენის საშუალებას; ო) ციფრული ხელმოწერის საშუალებები – ელექტრონული (პროგრამული) საშუალებების და კრიპტოგრაფიული მეთოდების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება გასაღების წყვილის ან/და ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად და ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად; პ) ელექტრონული დოკუმენტის ნამდვილობა – ელექტრონული დოკუმენტი ნამდვილია, თუ მან წარმატებით გაიარა სისტემაში არსებული შემოწმების პროცედურები და მისი ციფრული ხელმოწერა ნამდვილია; ჟ) დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება  – ზუსტად დადგენა იმისა, რომ: ჟ.ა) ციფრული ხელმოწერა შექმნილია ხელმომწერის სერტიფიკატში მოცემული ღია გასაღების შესაბამისი დახურული გასაღების გამოყენებით; ჟ.ბ) დოკუმენტი არ შეცვლილა მასზე ციფრული ხელმოწერის შექმნის შემდეგ.     მუხლი 3🔗.    ელექტრონული დოკუმენტის იურიდიული ძალა ელექტრონულ დოკუმენტს ქაღალდის დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა აქვს, თუ მისი შედგენა, გადაცემა, დამუშავება და შენახვა ხდება ამ დებულებით, სისტემის წესებით, სისტემის ოპერატორსა და მონაწილეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, საგადახდო სისტემებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 4🔗.  ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი  1. ციფრული ხელმოწერის  სერტიფიკატს სისტემის მონაწილეებს აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკი (სისტემის ოპერატორი). 2. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: ა) სერტიფიკატის უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი; ბ) ციფრული ხელმოწერის მფლობელი; გ) მონაცემებს გამოყენებული კრიპტოგრაფიული ალგორითმისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებების შესახებ; დ) ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი, დრო; ზ) სერტიფიკატის გამცემი. 3. ციფრული ხელმოწერის  სერტიფიკატის გაცემა ხდება ელექტრონული სახით,  რომელიც დასტურდება სისტემის ოპერატორის ელექტრონული ხელმოწერით. 4. ციფრული ხელმოწერის  სერტიფიკატი რეგისტრირდება  რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სისტემის ოპერატორი.     მუხლი 5🔗. ციფრული ხელმოწერის  მფლობელის ვალდებულებები 1. ციფრული ხელმოწერის მფლობელი ვალდებულია: ა)  ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღებები შეინახოს საიდუმლოდ; ბ) ციფრული ხელმოწერისათვის არ ისარგებლოს დახურული გასაღებებით, თუ მან იცის, რომ ეს გასაღებები კომპრომეტირებულია; გ) დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხელმოწერის გასაღებების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების საიდუმლოების  დარღვევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.  2. ციფრული ხელმოწერის მფლობელს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს ციფრული გასაღებები, ინფორმაცია დამუშავების ტექნოლოგიების შესახებ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული  სხვა ინფორმაცია. 3. ციფრული ხელმოწერის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ოპერატორს დახურული გასაღებების კომპრომეტირება და შეწყვიტოს მათი გამოყენება. 4. ამ მოთხოვნების დაუცველობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება ციფრული ხელმოწერის მფლობელს. 5. სისტემის ოპერატორი გასაღებების კომპრომეტირების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებულია შეაჩეროს მონაწილის შესაბამისი მომხმარებლის შემდგომი მომსახურება ვითარების გამოსწორებამდე. 6. გასაღებების კომპრომეტირების თაობაზე სისტემის ოპერატორის ინფორმირებამდე ელექტრონული დოკუმენტის დამუშავებით გამოწვეული ზარალი დაეკისრება სისტემის მონაწილეს.     მუხლი 6🔗. ციფრული ხელმოწერის შექმნა 1. ციფრული ხელმოწერის გასაღებების შექმნა ხორციელდება სისტემის ოპერატორის/მონაწილის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. 2. მონაწილის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად  დამზადებული გასაღებებით მიყენებული  ზარალის ანაზღაურება  ეკისრება აღნიშნულ  მონაწილეს. 3. პირს, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა სხვისი ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღები და ისარგებლა მისი ციფრული ხელმოწერით, ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗.   ელექტრონული დოკუმენტების გაფორმება ქაღალდზე 1. ელექტრონული დოკუმენტი ან მისი მეშვეობით წარმოებული ოპერაციის შედეგი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ქაღალდზე ამონაბეჭდის სახით. ელექტრონული დოკუმენტის ქაღალდზე ამონაბეჭდი უნდა გააფორმოს და დაამოწმოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა.  2. ელექტრონული დოკუმენტის ქაღალდზე ამონაბეჭდი არის ოპერაციის შესრულების საფუძველი მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტის ნამდვილობის პირობებში.     მუხლი 8🔗.  ელექტრონული დოკუმენტების შენახვა 1. შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა ხორციელდება  კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აუცილებელია სისტემისა და ინფორმაციის დაცვა არასანქცირებული წვდომისაგან. 3. ელექტრონული დოკუმენტების შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი: ა) დაცვა განზრახ ან დაუდევრობით გამოწვეული დამახინჯებისაგან,  გაყალბებისა და არასანქცირებული განადგურებისაგან; ბ) უცვლელობა და ხელმისაწვდომობა, გამოყენება ან ასლების შექმნა.