საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ეკონომიკა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №783

1997 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ

1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის (ყოფილი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს) ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობა (ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №12).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს განთავსების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 8 მარტის №144 დადგენილება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის №24 განკარგულება.

ე. შევარდნაძე