"ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დადგენილება №34
2010 წლის 19 ნოემბერი
ქ. ბათუმი
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებით დამტკიცებულ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესში (სსმ V, №46, 03.11.2010 წ., მუხ. 1352) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ,,ნებართვის გაცემის ფასი” – ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი;“.
ბ) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ნებართვის გაცემის საფუძველი
ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ორგანიზებულ კონკურსში ნებართვის მაძიებლის გამარჯვება და ნებართვის გამცემი ორგანოსათვის ნებართვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების წარდგენა.“.
გ) წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ნებართვა არ გაიცემა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც კონკურსისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშნული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დააგროვებს 20-ზე ნაკლებ ქულას.“.
ე) წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები და არანაკლებ 3 თვის ნებართვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის დროს არ არის სავალდებულო იმ დოკუმენტების ხელახლა წარდგენა, რომელიც მან წარადგინა კონკურსში მონაწილეობისას.“.
ვ) წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი ფასი განისაზღვრება ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მიღების მსურველი პირი ვალდებულია ნებართვის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.“.
ზ) წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად მიკროავტობუსებზე 1 წლის ვადით, ხოლო საქალაქო (მუნიციპალურ) ავტობუსებზე სამი წლის ვადით. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვა გასცეს ამ პუნქტისაგან განსხვავებული ვადით.
თ) წესში სიტყვა ,,შერჩევა” შეიცვალოს სიტყვით ,,კონკურსი“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე