სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.01.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1, 15/01/1998
matsne.gov.ge 1,023 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №14 1998 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს დებულება 1. ზოგადი ნაწილი 1.1. სახელმწიფო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციისა და ამ კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით. 1.2. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სახელმწიფო კანცელარიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 1.3. ბიუროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 1.4. ბიურო მის წინაშე მდგომი ამოცანების შესაბამისად ასრულებს სახელმწიფოს, როგორც საჯარო-სამართლებრივი იურიდიული პირის, უფლებებს სახელმწიფო კანცელარიის მეშვეობით. 1.5. ბიუროს აქვს საკუთარი ბლანკი წარწერით „სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო“. 2. ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 2.1. სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების დამუშავება და მათი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის. 2.2. სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისადმი მოხსენების წარდგენა. 2.3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია. 2.4. სახელმწიფო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საქმის კოორდინაცია და მეთოდური უზრუნველყოფა. 3. ბიუროს ფუნქციები ბიურო მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით: 3.1. ადგენს სახელმწიფო სამსახურის შიდა გარემოს ცვლილებებისა და სახელმწიფო სამსახურზე გარემო პირობების ცვალებადობის გავლენის პროგნოზებს. 3.2. ატარებს არსებული საორგანიზაციო სტრუქტურების ფუნქციონირების ანალიზს. 3.3. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურების ჩამოყალიბების ძირითად მიმართულებების, ამ სტრუქტურებში სახელმწიფო თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ. 3.4. მოსალოდნელ ცვლილებათა გათვალისწინებით ადგენს არსებული სტრუქტურების ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნისა და არსებულის გარდასაქმნელად. 3.5. შეისწავლის სახელმწიფო ორგანოთა დაკომპლექტების, მათი საქმიანობის ორგანიზაციის, სახელმწიფო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების საკითხებს. 3.6. შეიმუშავებს მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის წინადადებებს. მუშაობს სახელმწიფო მოსამსახურეთა შრომის მეცნიერული ორგანიზაციის საკითხებზე. 3.7. ატარებს ღონისძიებებს მოხელეთა და მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე. კოორდინაციას უწევს მათი მომზადებისა და გადამზადების სისტემისა და პროგრამის შექმნას. 3.8. შეიმუშავებს სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს სახელმწიფო სამსახურის სფეროში. 3.9. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა საკადრო პოლიტიკის საფუძვლების თაობაზე. 3.10. შეისწავლის მოხელეთა და მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, მათი უფლებებისა და გარანტიების დაცვის, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების, მოტივაციის, სამსახურებრივი დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, ატესტაციის, მომზადებისა და გადამზადების საკითხებში არსებულ მდგომარეობას, აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს. სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელთა წინადადებების საფუძველზე ბეჭდვით ორგანოებში აცხადებს კონკურსს მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე. 3.11. უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის სახელმწიფო სამსახურის საერთო სახელმწიფოებრივ ინფორმაციულ სისტემას. 3.12. უზრუნველყოფს საკადრო რეზერვის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას. 3.13. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო თანამდებობათა რეესტრის შექმნის შესახებ და უზრუნველყოფს მასში ცვლილებების შეტანის პროცესს. 3.14. აკონტროლებს სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებას. 3.15. შეისწავლის და განაზოგადებს სახელმწიფოს სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან. 3.16. იწვევს თათბირებს მმართველობის ცენტრალურ და რეგიონული ორგანოების საკადრო სამსახურების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. მართავს კონფერენციებსა და სამეცნიერო შეკრებებს სახელმწიფო სამსახურის სფეროში აქტუალური საკითხების განსახილველად. 4. ბიუროს მართვა 4.1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4.2. ბიუროს უფროსი შეიმუშავებს ბიუროს საშტატო განრიგს და წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად. 4.3. ბიუროს თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო კანცელარიის დებულებით განსაზღვრული წესით. 4.4. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 4.5. ბიუროს უფროსი: – ხელმძღვანელობს და აწესრიგებს ბიუროს გამგებლობის სფეროზე მიკუთვნებულ საკითხებს; – თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას თანამშრომელთა საქმიანობაზე; – წარმოადგენს ბიუროს სხვა პირებთან ურთიერთობაში ან, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დელეგირებას სხვა თანამშრომელზე; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს. 5. ბიუროს სტრუქტურა 5.1.ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: – სახელმწიფო სამსახურის სისტემის რეფორმების განყოფილება; – სახელმწიფო ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის ანალიზისა და კოორდინაციის სამსახური; – სახელმწიფო სამსახურის პერსონალის მომზადებისა და ატესტაციის განყოფილება. 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები 6.1. სახელმწიფო სამსახურის სისტემის რეფორმების განყოფილება: – აანალიზებს სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას, გამოცდილებათა განზოგადების საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო სამსახურის რეფორმების განხორციელებისათვის საჭირო წინადადებებს; – თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული გარდაქმნების საკითხებს, საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლის სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ამზადებს შესაბამისი მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტების პროექტებს. 6.2. სახელმწიფო ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის ანალიზისა და კოორდინაციის სამსახური: – შეისწავლის სახელმწიფო სამსახურის ორგანოების საკადრო სამსახურების საქმიანობას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სათანადო კონტროლსა და კოორდინაციას, ამუშავებს და უძღვება სახელმწიფო თანამდებობათა რეესტრს, ამზადებს შესაბამისი ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებს. 6.3. სახელმწიფო სამსახურის პერსონალის მომზადებისა და ატესტაციის განყოფილება: – ამუშავებს სახელმწიფო სამსახურის პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნის წინადადებებს, კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს სახელმწიფო მოხელეთა პერსონალის მომზადებისა და გადამზადების დაწესებულებების საქმიანობას, სახელმწიფო სამსახურის ორგანიზაციებისათვის შეიმუშავებს პერსონალის საატესტაციო მოთხოვნებს, სათანადო ტესტებსა და კითხვარებს, მოხელეთა საქმიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს, მონაწილეობს საატესტაციო პროცესების წარმართვაში. სახელმწიფო სამსახურის მოხელეთა რეზერვის ფორმირებისათვის ქმნის ძირითადი მონაცემების საინფორმაციო ბაზას, ამზადებს შესაბამისი ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებს. 7. ბიუროს რეორგანიზაცია 7.1. ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით დასაშვებია მისი რეორგანიზაცია. 7.2. ბიუროს რეორგანიზაცია ხდება სახელმწიფო კანცელარიის დებულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით.