"ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.158.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 30/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010წ ლის 25 ნოემბერი

ქ.ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                       2 ნოემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 15.11.2010, მუხ.1472 ), კერძოდ,

ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წინადადებას წარუდგენს გამგებელს. გამგებელი, თვითმმართველი ერთეული ს ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დასამტკიცებლად, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გამყიდველი, აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვ ე ლის სახელით ადგენს აუქციონში (პირობებით აუქციონში) გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს, რომელზეც გამყიდველის სახელით ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.”;

გ) დადგენილების მე-7 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, მისი დასრულების შემდეგ,სააუქციონო კომისია აფორმებს გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს, რომლის შემდგომ არა უგვიანეს 1 თვის ვადაში შეიმუშავებს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს გამგებელს.

6. გამგებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტს.

7. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე აფორმებს დამატებით წერილობით ხელშეკრულებას, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი