# საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/111274/0
- წყარო: https://legali.ge/law/111274/

> ეს არის  მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. 1. ეს დებულება განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძვლებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის*, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. ბანკებში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი

[https://legali.ge/law/111274/muxli-1/](https://legali.ge/law/111274/muxli-1/)

---

## მუხლი 2. 1. საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. იგი შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ მეთოდურ მითითებებს, დარგის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში შეიმუშავებენ და ამტკიცებენ დარგობრივი სამინისტროები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
* იგულისხმება საბიუჯეტო, საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები, ფონდები, ასოციაციები და ორგანიზაციები, რომლებიც არასამეწარმეო იურიდიული პირები არიან

[https://legali.ge/law/111274/muxli-2/](https://legali.ge/law/111274/muxli-2/)

---

## მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის მთავარი ამოცანებია:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. საწარმოს, ორგანიზაციის სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების შესახებ სრული და უტყუარი ინფორმაციის ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებელია ოპერატიული ხელმძღვანელობისა და მმართველობისათვის, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოსაყენებლად ინვესტორების, მიმწოდებლების, მყიდველების, კრედიტორების, საფინანსო, საგადასახადო და სტატისტიკური ორგანოების, ბანკებისა და სხვა დაინტერესებული საწარმოებისა და პირების მიერ.
2. საწარმოს, დაწესებულების ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების შიდა კონტროლის უზრუნველყოფა.
3. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში ნეგატიური მოვლენების დროული აღკვეთა, საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე რეზერვების გამოვლენა და მობილიზება

[https://legali.ge/law/111274/muxli-4/](https://legali.ge/law/111274/muxli-4/)

---

## მუხლი 5. საწარმო, ორგანიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისას დამოუკიდებლად განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ ფორმას, აგრეთვე ანგარიშწარმოების ფორმასა და სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_



[https://legali.ge/law/111274/muxli-5/](https://legali.ge/law/111274/muxli-5/)

---

## მუხლი 6. საწარმო, ორგანიზაცია სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ორმაგი ჩაწერის ხერხით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისად, უზ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

თავი II
სამეურნეო ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი ასახვა საბუღალტრო რეგისტრებშ

[https://legali.ge/law/111274/muxli-6/](https://legali.ge/law/111274/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრებში ჩანაწერის შეტანის საფუძველია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებიც აღნუსხავენ სამეურნეო ოპერაციის მოხდენის ფაქტს

_თავი II — სამეურნეო ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი ასახვა საბუღალტრო რეგისტრებში_

2. პირველად საბუთებში უნდა აღინიშნოს შემდეგი რეკვიზიტები: დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, მისი შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, განზომილება (რაოდენობრივ და ღირებულებით გამოსახულებაში), სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, ოპერაციის ჩატარებისა და სწორად გაფორმებისათვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებიც გამომდინარეობს ოპერაციის შინაარსიდან და მონაცემების ტექნოლოგიური დამუშავების თავისებურებიდან.
3. პირველადი დოკუმენტები შედგენილ უნდა იქნეს სამეურნეო ოპერაციის მოხდენის მომენტში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისთანავე. პირველადი დოკუმენტების დროული შედგენა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადებში

[https://legali.ge/law/111274/muxli-7/](https://legali.ge/law/111274/muxli-7/)

---

## მუხლი 12. ჩანაწერები ბუღალტრულ აღრიცხვაში საწარმოს სავალუტო ანგარიშებისა და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების მიხედვით წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, თანხებში, რომლებიც განსაზღვრულია უცხოური ვალუტის გადაანგარიშების გზით 

_თავი III — ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასება_

თავი IV
ინვენტარიზაცი

[https://legali.ge/law/111274/muxli-12/](https://legali.ge/law/111274/muxli-12/)

---

## მუხლი 15. ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა:

_თავი IV — ინვენტარიზაცია_

1. საწარმოს, ორგანიზაციის ქონების იჯარით გადაცემის, გამოსყიდვის, გაყიდვის და აგრეთვე პრივატიზაციისას.
2. სამეურნეო წლის ბოლოს, გარდა იმ ქონებისა და ვალდებულებებისა, რომელთა სრული ან ნაწილობრივი ინვენტარიზაციაც ჩატარებულია სამეურნეო წლის დასასრულამდე სამი თვის განმავლობაში.
3. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლისას.
4. ფასეულობების დატაცების, ბოროტად გამოყენებისა და დაზიანების ფაქტების დადგენისას.
5. ხანძრის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში

[https://legali.ge/law/111274/muxli-15/](https://legali.ge/law/111274/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივ ნაშთებსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის რეგულირდება შემდეგნაირად:

_თავი IV — ინვენტარიზაცია_

1. მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და სხვა ქონების დანაკლისი, ასევე ფასეულობათა დაზიანება დაეწერებათ დამნაშავე პირებს.
2. მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი და დანაკარგები, როდესაც კონკრეტული დამნაშავის დადგენა არ ხერხდება ან დამნაშავე პირებისაგან მათ ამოღებაზე სასამართლომ უარი განაცხადა, ჩამოიწერება საწარმოში ფინანსურ შედეგებზე, ხოლო ორგანიზაციაში – ფონდების შემცირებაზე.
3. ძირითადი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფულადი საშუალებების ზედმეტობა აიღება შემოსავალში და მიიმართება საწარმოში ფინანსურ შედეგებზე, ხოლო ორგანიზაციაში ფონდების გაზრდაზე.
თავი V
ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცი

[https://legali.ge/law/111274/muxli-16/](https://legali.ge/law/111274/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელს

_თავი V — ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია_

2. ხელმძღვანელი ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის, უზრუნველყოს საწარმოს, დაწესებულების მუშაკთა ქვეგანყოფილებებისა და სამსახურების მიერ მთავარი ბუღალტრის (ბუღალტრის) მოთხოვნების შესრულება დოკუმენტებისა და მონაცემების გაფორმებისა და სააღრიცხვო სამსახურებისათვის წარდგენის ნაწილში.
3. ბუღალტრულ აღრიცხვას საწარმოში, დაწესებულებაში ახორციელებს ბუღალტერია (ცენტრალიზებული ბუღალტერია), რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია (სამსახური) და არ შედის სხვა რომელიმე ქვედანაყოფის შემადგენლობაში.
4. ბუღალტერიას ხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი (ან ბუღალტერი, თუ საწარმოს, ორგანიზაციას საკუთარი საბუღალტრო ქვედანაყოფი, სამსახური არ გააჩნია)

[https://legali.ge/law/111274/muxli-17/](https://legali.ge/law/111274/muxli-17/)

---

## მუხლი 19. 1. მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) უშუალოდ ემორჩილება ხელმძღვანელს. იგი თავის საქმიანობას წარმართავს არსებული კანონმდებლობით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული დოკუმენტებით, რომლებიც დამტკიცებულია დ

_თავი V — ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია_

2. მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) უზრუნველყოფს საწარმოს, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშების ასახვის სისრულეს და კონტროლს, ოპერატიული ინფორმაციისა და ბუღალტრული ანგარიშგების დროულ შედგენასა და წარდგენას

[https://legali.ge/law/111274/muxli-19/](https://legali.ge/law/111274/muxli-19/)

---

## მუხლი 20. საწარმოს, ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერს (ბუღალტერს) ეკრძალება მიიღოს შესასრულებლად და გასაფორმებლად დოკუმენტები ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არღვევს სახელშეკრულებო და სა

_თავი V — ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია_



[https://legali.ge/law/111274/muxli-20/](https://legali.ge/law/111274/muxli-20/)

---

## მუხლი 29. საწარმო, ორგანიზაცია თავისი ქონების შემადგენლობას და წარმოქმნის წყაროებს ასახავს ბუღალტრულ ანგარიშგებაში, რომლის შედგენისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

_თავი VI — ბუღალტრული ანგარიშგება_

1. უტყუარობა (სისწორე) – ანგარიშგება უნდა გამომდინარეობდეს ქვეყანაში დადგენილი აღრიცხვა-ანგარიშგების წესებიდან და ასახავდეს ჭეშმარიტ ინფორმაციას.
2. სისრულე – იგი უნდა გამომდინარეობდეს საანგარიშო პერიოდში მომხდარი ყველა სამეურნეო ფაქტიდან.
3. უწყვეტობა – საწარმო, დაწესებულება მოქმედებს და გააგრძელებს თავის საქმიანობას მომავალში. იგულისხმება, რომ სამეურნეო სუბიექტს განზრახული არა აქვს ლიკვიდაცია ან საქმიანობის მასშტაბების მნიშვნელოვნად შემცირება.
4. არსებითობა – ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია არსებითია და მისმა არასახვამ ან არასწორად წარმოდგენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფორმაციის მომხმარებელთა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
5. საიმედოობა – ინფორმაცია საიმედოა და მომხმარებელს შეუძლია მასზე დაყრდნობა, ანუ ანგარიშგება რეალურ სიტუაციას ასახავს.
6. ნეიტრალურობა – ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია უნდა იყოს ნეიტრალური და სუბიექტურობისაგან თავისუფალი.
7. შესადარისობა – ერთი საანგარიშო პერიოდის ინფორმაცია შესადარისი უნდა იყოს მეორე პერიოდთან. მომხმარებლები ინფორმირებული უნდა იყვნენ საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და შეფასების მეთოდების შესახებ. ანგარიშგებაში უნდა აისახოს ის განსხვავებები, რომლებიც ხელს უშლის წინა წლის ანგარიშგების შედარებას ბოლო წლიურ ანგარიშგებასთან.
8. სიფრთხილის (წინდახედული მეწარმის) პრინციპი – საწარმოს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისას სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი მატერიალური ფასეულობებისა და ვალდებულებების შეფასების საკითხებში;
9. იმპარიტეტის (უთანაბრობის) პრინციპი – საწარმოს წლიურ ანგარიშგებაში განსხვავებულად უნდა იქნეს შეფასებული მოსალოდნელი (განუხორციელებელი) მოგება და ზარალი

[https://legali.ge/law/111274/muxli-29/](https://legali.ge/law/111274/muxli-29/)

---

## მუხლი 31. კაპიტალური დაბანდების შემადგენლობაში შეიტანება დანახარჯები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ინვენტარის შეძენისა და სხვა კაპიტალური (საპროექტო-საძიებო, გეოლოგიურ-სადაზვ

_თავი VII — კაპიტალური და ფინანსური დაბანდებანი_



[https://legali.ge/law/111274/muxli-31/](https://legali.ge/law/111274/muxli-31/)

---

## მუხლი 33. 1. ფინანსურ დაბანდებებს მიეკუთვნება საწარმოს, ორგანიზაციის ინვესტიციები სხვა საწარმოთა და ორგანიზაციათა ფასიან ქაღალდებში (აქციები, ობლიგაციები და სხვ.), საწესდებო კაპიტალში, გაცემული სესხები საქართვე

_თავი VII — კაპიტალური და ფინანსური დაბანდებანი_

2. ფინანსური დაბანდებანი აღრიცხვაში აისახება ინვესტორის ფაქტობრივი დანახარჯების თანხით. დაბანდებანი სხვა საწარმოთა და დაწესებულებათა აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში, რომლებიც კოტირებას განიცდიან ორგანიზებულ საბირჟო და არასაბირჟო ბაზარზე და რომელთა კოტირებაც რეგულარულად ქვეყნდება, წლის ბოლოს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისას აისახება საბაზრო ფასით, თუ ეს უკანასკნელი ნაკლებია მათ საბალანსო ღირებულებაზე. აღნიშნული კორექტირება მიიმართება საწარმოში ფინანსური შედეგების, საბიუჯეტო ორგანიზაციაში – დაფინანსების (ფონდების) შემცირებაზე.
თავი VIII
ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივებ

[https://legali.ge/law/111274/muxli-33/](https://legali.ge/law/111274/muxli-33/)

---

## მუხლი 35. 1. ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთები, ბუნებათსარგებლობის ობიექტები, ნაგებობანი, გადამცემი მოწყობილობანი, მუშა და ძალური მანქანები და მოწყობილობა, საზომი, მარეგულირებელი ხელსაწყოები და მო

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_

2. ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება, აგრეთვე კაპიტალური დაბანდებანი მიწების გაუმჯობესებაზე (მელიორაციული და საირიგაციო სამუშაოები და სხვ.) და იჯარით აღებულ ძირითად საშუალებებზე (შენობები, ნაგებობანი, მოწყობილობა და ა.შ.).
3. კაპიტალური დაბანდებანი მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და მიწების გაუმჯობესებაზე ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში ჩაირთვება ყოველწლიურად იმ დანახარჯების თანხით, რომლებიც გაწეულ იქნა ექსპლუატაციაში მიღებულ ფართობზე, მიუხედავად სამუშაოების მთელი კომპლექსის დამთავრებისა

[https://legali.ge/law/111274/muxli-35/](https://legali.ge/law/111274/muxli-35/)

---

## მუხლი 37. საწარმოს, ორგანიზაციის ძირითადი საშუალებები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება პირვანდელი ღირებულებით, ე.ი. მათი შეძენის, აგების, დამზადებისათვის გაწეული ფაქტობრივი ხარჯების თანხით. პირვანდელი ღირებულების 

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-37/](https://legali.ge/law/111274/muxli-37/)

---

## მუხლი 40. ამორტიზაცია (ცვეთა) არ ერიცხება შემდეგ ძირითად საშუალებებს:

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_

1. მიწის ნაკვეთებსა და ბუნებათსარგებლობის ობიექტებს.
2. ხელოვნების ნიმუშებს.
3. მუშა და პროდუქტიულ პირუტყვს (ხარები, კამეჩები, ფურები).
4. საბიბლიოთეკო ფონდებს.
5. დადგენილი წესის შესაბამისად კონსერვაციაზე გადაყვანილ ძირითად საშუალებებს.
6. სრულად ამორტიზებულ ძირითად საშუალებებს.
7. სხვა ძირითად საშუალებებს, რომლებიც განსაზღვრულია საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით

[https://legali.ge/law/111274/muxli-40/](https://legali.ge/law/111274/muxli-40/)

---

## მუხლი 42. საწარმოს ძირითად საშუალებებს არ მიეკუთვნება და აღირიცხება საბრუნავ საშუალებებში, ხოლო ორგანიზაციებში – მცირეფასიან საგნებში:

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_

1. ერთ წელზე ნაკლებ ხანს გამოსადეგი შრომის საშუალებები, მიუხედავად მათი ღირებულებისა.
2. შრომის საშუალებები, რომელთა ღირებულება ერთეულზე შეძენის თარიღისათვის 150 ლარამდეა, მიუხედავად მათი მომსახურების ვადისა.
3. თევზსაჭერი იარაღები (ქსელები, ბადეები და სხვ.), მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა.
4. ბენზინისძრავიანი ხერხები, საჭრელები, სეზონური გზები, ტყესაზიდარი გზების განშტოებანი, დროებითი ნაგებობანი ტყეში (პატარა მოძრავი სახლები, საქვაბე პუნქტები, ხერხის სალესი სახელოსნოები, ბენზინგასამართი და სხვ.).
5. სპეციალური ინსტრუმენტები და სპეციალური სამარჯვები (მიზნობრივი დანიშნულების ინსტრუმენტები და სამარჯვები, რომლებიც განკუთვნილია ცალკეული ნაკეთობების მასიური და სერიული წარმოებისათვის ან ინდივიდუალური შეკვეთების დასამზადებლად), მიუხედავად ღირებულებისა;
ცვლადი მოწყობილობა (წარმოებაში მრავალჯერადი გამოყენების სამარჯვები და სხვა მოწყობილობანი, რომელთა გამოყენებაც განპირობებულია პროდუქციის დამზადების სპეციფიკით), მიუხედავად მათი ღირებულებისა.
6. სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური ფეხსაცმელი, ქვეშაგები, მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა.
7. ტანსაცმელი, რომელიც განკუთვნილია საწარმოს მუშაკებისათვის გასაცემად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და ბიუჯეტზე მყოფი სხვა დაწესებულებებისათვის.
8. დროებითი (არასატიტულო) ნაგებობები, სამარჯვები და მოწყობილობები, რომელთა აგების ხარჯები მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების თვითღირებულებას ზედნადები ხარჯების შემადგენლობაში.
9. ტარა, რომელიც განკუთვნილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყობებში შესანახად ან ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად ერთეულზე შეძენის ან დამზადების ხარჯების მიხედვით, მე-2 პუნქტში დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
10. მოზარდი ან გასასუქებელი პირუტყვი, ფრინველი, ბოცვერი, ბეწვიანი ნადირი, ფუტკრის ოჯახები, აგრეთვე საცდელი ცხოველები.
11. მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც გამოყვანილია სანერგეებში სარგავი მასალების სახით.
12. საგნები, რომლებიც გათვალისწინებულია გასაქირავებლად, ღირებულების მიუხედავად

[https://legali.ge/law/111274/muxli-42/](https://legali.ge/law/111274/muxli-42/)

---

## მუხლი 43. 1. ექსპლუატაციაში მყოფი შრომის საშუალებებისა და საგნების ღირებულება, რომლებიც მოცემულია 42-ე მუხლში (გარდა მე-5, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებისა, რომელთაც ცვეთა არ ერიცხებათ) იფარება ცვეთის დარიცხვის 

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_

2. ერთეულზე 15 ლარამდე ღირებულების საგნები მთლიანად შეიძლება ჩამოიწეროს ხარჯებში მათი საექსპლუატაციოდ გადაცემისას. ამ საგნების დაცვის უზუნველყოფის მიზნით საწარმოებში, დაწესებულებებში საჭიროა სათანადო კონტროლის ორგანიზაცია.
3. სპეციალური ინსტრუმენტებისა და სპეციალური სამარჯვების ღირებულება დაიფარება დაწესებული ნორმების ან სახარჯთაღრიცხვო განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც გაანგარიშებულია მათი დამზადების (შეძენის) ხარჯთაღრიცხვის და პროდუქციის გამოშვების გათვალისწინებით. ინდივიდუალური შეკვეთებისათვის განკუთვნილი სპეციალური ინსტრუმენტებისა და სპეციალური სამარჯვების ღირებულება მთლიანად დაიფარება მათი წარმოებაში გადაცემისას.
4. გასაქირავებელი საგნების ღირებულება იფარება ცვეთის დარიცხვის გზით, მათი მომსახურების ვადიდან გამომდინარე.
5. საბრუნავი საშუალებები და საგნები, რომლებიც მოცემულია 42-ე მუხლში, შემოსავალში აიღება მათი პირვანდელი ღირებულებით ანუ მათი შეძენისა ან დამზადებისათვის გაწეული ხარჯების თანხით. ამ საშუალებებისა და საგნების ცვეთის თანხა აღრიცხვაში აისახება ცალკე

[https://legali.ge/law/111274/muxli-43/](https://legali.ge/law/111274/muxli-43/)

---

## მუხლი 44. საწარმოს, ორგანიზაციის არამატერიალური აქტივების შემადგენლობაში აისახება ობიექტები, რომლებიც სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენება ხანგრძლივად და მოაქვთ შემოსავლები: კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება, 

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-44/](https://legali.ge/law/111274/muxli-44/)

---

## მუხლი 45. არამატერიალური აქტივები ბალანსში აისახება შეძენის დანახარჯების თანხით, მათი იმ მდგომარეობამდე დაყვანის ხარჯების ჩათვლით, რომელშიც ისინი ვარგისია გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოსაყენებლად. ისინი თა

_თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები_

თავი IX
ნედლეული, მასალა, მზა პროდუქცია, საქონელ

[https://legali.ge/law/111274/muxli-45/](https://legali.ge/law/111274/muxli-45/)

---

## მუხლი 46. ნედლეული, ძირითადი და დამხმარე მასალები, სათბობი, ნაყიდი ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაკეთობანი, სათადარიგო ნაწილები, ტარა, რომელიც გამოიყენება პროდუქციის (საქონლის) შესაფუთად და ტრანსპორტირ

_თავი IX — ნედლეული, მასალა, მზა პროდუქცია, საქონელი_



[https://legali.ge/law/111274/muxli-46/](https://legali.ge/law/111274/muxli-46/)

---

## მუხლი 47. 1. მატერიალური რესურსების ფაქტობრივი თვითღირებულება განისაზღვრება მათი შეძენის ფასებიდან გამომდინარე, მიმწოდებელთა მიერ კრედიტით მიწოდებულ საქონელზე პროცენტების, მომმარაგებელი და საგარეო-ეკონომიკური ო

_თავი IX — ნედლეული, მასალა, მზა პროდუქცია, საქონელი_

2. წარმოებაში (გასაყიდად) გადაცემული მატერიალური რესურსების ფაქტობრივი თვითღირებულების განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ინდივიდუალური ღირებულების მეთოდი;
ბ) საშუალო თვითღირებულების მეთოდი – იგულისხმება, რომ წარმოებაში გადაცემული რესურსები, ასევე მათი მარაგი შეფასდება საშუალო ფასებით;
გ) მეთოდი " FIFO " – იგულისხმება, რომ მატერიალური რესურსები საანგარიშო პერიოდში გამოიყენება მათი შეძენის თანმიმდევრობით, ე.ი. წარმოებაში, ანუ (გაყიდვაში) პირველად გადაცემული რესურსები შეფასდება მათი შეძენის თანმიმდევრობიდან გამომდინარე ფასებით, თვის დასაწყისში არსებული რესურსების ღირებულების გათვალისწინებით. ამ მეთოდის გამოყენებისას საანგარიშო პერიოდის ბოლოს მარაგში არსებული რესურსები შეფასდება ბოლოს შეძენილი რესურსების ფასებით;
დ) მეთოდი " LIFO "– იგულისხმება, რომ წარმოებაში (გასაყიდად) პირველად გადაცემული რესურსები შეფასდება ბოლოს შეძენილი რესურსების ფასების თანმიმდევრობით. ამ მეთოდის გამოყენებისას მატერიალური რესურსების მარაგი შეფასდება უფრო ადრე შეძენილი რესურსების ფასებით

[https://legali.ge/law/111274/muxli-47/](https://legali.ge/law/111274/muxli-47/)

---

## მუხლი 53. 1. დაუმთავრებელი წარმოება მასიურ და სერიულ წარმოებაში შეიძლება ბალანსში აისახოს საწარმოო თვითღირებულებით ან პირდაპირი დანახარჯების მუხლებით, აგრეთვე ნედლეულის, მასალებისა და ნახევარფაბრიკატების ღირებუ

_თავი X — დაუმთავრებელი წარმოება და მომავალი პერიოდის ხარჯები_

2. პროდუქციის ერთჯერადი წარმოებისას დაუმთავრებელი წარმოება ბალანსში აისახება ფაქტობრივი საწარმოო დანახარჯებით

[https://legali.ge/law/111274/muxli-53/](https://legali.ge/law/111274/muxli-53/)

---

## მუხლი 54. დანახარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საანგარიშო პერიოდში, მაგრამ მიეკუთვნება შემდგომ საანგარიშო პერიოდს, ანგარიშგებაში აისახება ცალკე მუხლით, როგორც მომავალი პერიოდის ხარჯები. ეს ხარჯები ექვემდებარება წა

_თავი X — დაუმთავრებელი წარმოება და მომავალი პერიოდის ხარჯები_

თავი XI
კაპიტალი და რეზერვებ

[https://legali.ge/law/111274/muxli-54/](https://legali.ge/law/111274/muxli-54/)

---

## მუხლი 56. 1. ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება საწარმოს საწესდებო კაპიტალის სიდიდე, რომელიც ჩამოყალიბებულია მისი დამფუძნებლების (მონაწილეების) შენატანების ხარჯზე სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად

_თავი XI — კაპიტალი და რეზერვები_

2. კაპიტალის გაზრდა ან შემცირება ხორციელდება კანონმდებლობის, სადამფუძნებლო დოკუმენტების ან პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე

[https://legali.ge/law/111274/muxli-56/](https://legali.ge/law/111274/muxli-56/)

---

## მუხლი 57. კანონმდებლობის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, სამეთვალყურეო საბჭოსა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმომ შეიძლება შექმნას რეზერვები ზარალისა და დანაკარგების დასაფარავად, კაპიტალის გასაზრ

_თავი XI — კაპიტალი და რეზერვები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-57/](https://legali.ge/law/111274/muxli-57/)

---

## მუხლი 58. 1. საწარმოს ძირითადი საშუალებების გადაფასების შედეგად ფასმატების თანხები, ასევე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ გადაცემული მატერიალური ფასეულობანი აღრიცხვასა და ანგარიშგებაში აისახება რე

_თავი XI — კაპიტალი და რეზერვები_

2. რეზერვები წარმოიქმნება მოგებიდან ან სხვა საკუთარი სახსრებიდან. ისინი წარმოადგენს საწარმოს საკუთარ სახსრებს და გამოიყენება საწარმოს მიერ განსაზღვრული დანიშნულებით

[https://legali.ge/law/111274/muxli-58/](https://legali.ge/law/111274/muxli-58/)

---

## მუხლი 59. 1. საწარმოს შეუძლია შექმნას ანარიცხები საეჭვო მოთხოვნებისათვის (დებიტორული დავალიანებისათვის), აგრეთვე მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელებისათვის

_თავი XI — კაპიტალი და რეზერვები_

2. ანარიცხები საეჭვო მოთხოვნებისათვის იქმნება წლის ბოლოს მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) ინვენტარიზაციის საფუძველზე სხვა საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ასევე ცალკეულ ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა მიხედვით. ანარიცხები იქმნება მევალის ფინანსური მდგომარეობიდან (გადახდისუნარიანობიდან), მთლიანად ან ნაწილობრივ ვალის დაფარვის შესაძლებლობიდან გამომდინარე.
3. მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელებისათვის ანარიცხები შეიძლება შეიქმნას ისეთი ხარჯებისათვის, როგორიცაა მუშაკთა მომავალი შვებულების ანაზღაურება, რემონტის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის, წარმოების სეზონური ხასიათის გამო მოსამზადებელი სამუშაოებისათვის და სხვ.

თავი XII
ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლებ

[https://legali.ge/law/111274/muxli-59/](https://legali.ge/law/111274/muxli-59/)

---

## მუხლი 61. საწარმოს სალაროში არსებული ფულადი ნიშნები, ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში ანგარიშსწორების ანგარიშებზე სახსრები, ფულადი და საგადამხდელო დოკუმენტები, ფასიანი ქაღალდები, იურიდიულ და ფიზიკურ პირ

_თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-61/](https://legali.ge/law/111274/muxli-61/)

---

## მუხლი 62. უცხოურ ვალუტაში გამოხატული ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების, საწარმოო მარაგების, საქონლის, კაპიტალის და სხვა აქტივებისა და პასივების ღირებულება, რ

_თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-62/](https://legali.ge/law/111274/muxli-62/)

---

## მუხლი 63. კაპიტალის (საწესდებო კაპიტალის) ფორმირებასთან დაკავშირებული საკურსო სხვაობა მიეკუთვნება რეზერვებს. საწესდებო კაპიტალის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკურსო სხვაობად მიიჩნევა სხვაობა, რომელიც წარმოიქმნებ

_თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-63/](https://legali.ge/law/111274/muxli-63/)

---

## მუხლი 64. გადახდილი ჯარიმები, საურავები პირგასამტეხლო და სხვა სანქციები ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, მიყენებული ზარალისათვის გადახდილი თანხები, ძირითადი და საბრუნავი საშუალებების ჩამოწერით (ჩამოფასებ

_თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-64/](https://legali.ge/law/111274/muxli-64/)

---

## მუხლი 65. მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება), რომელთა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია და სხვა ვალები, რომელთა ამოღება არარეალურია, შეიძლება ჩამოწერილ იქნეს ბალანსიდან ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რომელი

_თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები_



[https://legali.ge/law/111274/muxli-65/](https://legali.ge/law/111274/muxli-65/)

---

## მუხლი 67. 1. საწარმოს ქონების (ძირითადი საშუალებები, მარაგი, ფასიანი ქაღალდები) რეალიზაციის ან სხვა მიზეზით გასვლისას წარმოქმნილი ზარალი ან მოგება მიეკუთვნება ფინანსურ შედეგებს

_თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები_

2. ძირითადი საშუალებების ან სხვა ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას გამოვლენილი ზარალი იფარება საწარმოს საკუთარი სახსრებიდან.
თავი XIII
საწარმოს მოგება (ზარალი

[https://legali.ge/law/111274/muxli-67/](https://legali.ge/law/111274/muxli-67/)

---

## მუხლი 70. შემოსავლები, რომლებიც მიღებულია მოცემულ სამეურნეო წელს, მაგრამ მიეკუთვნება მომავალ საანგარიშო პერიოდებს, აღრიცხვასა და ანგარიშგებაში აისახება ცალკე მუხლში, როგორც მომავალი პერიოდის შემოსავლები. ეს შემ

_თავი XIII — საწარმოს მოგება (ზარალი)_

თავი XIV
ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წეს

[https://legali.ge/law/111274/muxli-70/](https://legali.ge/law/111274/muxli-70/)

---

## მუხლი 71. 1. საწარმოები, რომლებიც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებიან იურიდიულ პირებად, წარუდგენენ წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას:

_თავი XIV — ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესი_

ა) დამფუძნებლებს (მონაწილეებს) კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ორგანოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
2. სხვა მისამართებით და ვადებში ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, სადამფუძნებლო დოკუმენტებით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

[https://legali.ge/law/111274/muxli-71/](https://legali.ge/law/111274/muxli-71/)

---

## მუხლი 73. 1. ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას ხარჯთა ნუსხის შესრულების შესახებ ზემდგომ ორგანიზაციას მათ მიერ დაწესებულ ვადებში. სახელმწიფო ბიუჯ

_თავი XIV — ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესი_

2. ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები ხარჯთა ნუსხის შესრულების შესახებ თვიურ ანგარიშს წარუდგენენ ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს მათ მიერ დაწესებულ ვადებში

[https://legali.ge/law/111274/muxli-73/](https://legali.ge/law/111274/muxli-73/)

---

## მუხლი 74. სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სამთავრობო დაწესებულებების ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები წარუდგენენ ნაერთ კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას ხ

_თავი XIV — ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესი_



[https://legali.ge/law/111274/muxli-74/](https://legali.ge/law/111274/muxli-74/)

---

## მუხლი 77. 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში წლიური ბუღალტრული ანგარიშგება ექვემდებარება გამოქვეყნებას არა უგვიანეს სამეურნეო წლის მომდევნო წლის 1 ივლისისა

_თავი XIV — ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესი_

2. გამოქვეყნებული ბუღალტრული ანგარიშგების შემადგენლობაში შეტანილ უნდა იქნეს აუდიტორული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ანგარიშგების უტყუარობა

[https://legali.ge/law/111274/muxli-77/](https://legali.ge/law/111274/muxli-77/)
