სასჯელაღსრულების ორგანოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსიდან იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე ბაზების, ობიექტებისა და ქონების გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 19.10.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 410012003.89(4).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54(61), 22/10/1999
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სასჯელაღსრულების ორგანოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსიდან იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე ბაზების, ობიექტებისა და ქონების გადაცემის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 1.0in 42.55pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      410.012.003.894 საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №№ 2/530 1999 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი სასჯელაღსრულების ორგანოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების  ინვენტარიზაციის ჩატარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსიდან იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე ბაზების, ობიექტებისა და ქონების გადაცემის შესახებ „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის №591 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. სასჯელაღსრულების ორგანოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტების (მათ შორის მშენებარე ობიექტების, აგრეთვე სანიტარიულ-სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის) და ქონების ინვენტარიზაციის მიზნით შეიქმნას კომისია საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროების საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით: ა) იუსტიციის სამინისტრო დემურ ლორია – დეპარტამენტის უფროსი ბ) შინაგან საქმეთა სამინისტრო ვასილ დავითაია – მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი გივი ყვარელაშვილი – საჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ზურაბ ლორია – მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიციის  პოლკოვნიკი ირაკლი გუგუნავა – მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი თამაზ ბახტაძე – მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეიარაღების სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი თემურ კუხიანიძე – შინაგანი ჯარის სარდლის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ლოვა ნაზარიანი – შინაგანი ჯარის საფინანსო სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გ) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო რევაზ თაბუკაშვილი – უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორი. 2. კომისიას დაევალოს 1999 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სასჯელაღსრულების ორგანოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტების (მათ შორის, მშენებარე ობიექტების, აგრეთვე სანიტარიულ-სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის) და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარება. 3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსიდან იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტების (მათ შორის, მშენებარე ობიექტების, აგრეთვე სანიტარიულ-სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის) და ქონების გადაცემა განხორციელდეს 1999 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, რისთვისაც მომზადებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ბაზების, ობიექტების (მათ შორის, მშენებარე ობიექტების, აგრეთვე სანიტარიულ-სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის) და ქონების სრული ჩამონათვალით. გადაცემა განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტით. 4. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შეჩერდეს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სასჯელაღსრულების ორგანოთა ობიექტებისა და ქონების (ერთობლივი სარგებლობის ობიექტებისა და ქონების ჩათვლით) გასხვისება, გაცემა ან გადაცემა (ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ჩათვლით). ჯ.ხეცურიანი კ. თარგამაძე   მ. უკლება