"ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის „გ “ და „დ “ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტი, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის, მე-7 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ ) რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება “.
მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის, მე-8 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის მიწის იჯარის მიწაზე ქონების გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა “.
მუხლი 4
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის, მე-11 პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ ) მუნიციპალური არქივის მართვის, სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა “.
მუხლი 5
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის, მე-2 პუნქტის „შ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს “.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე