საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 180012003.91(5).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56(63), 29/10/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.915
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დერპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №№80/191
1999 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულების შესახებ
საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საფუძველზე, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 14 ოქტომბრის №№34-1/123 ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულება“.
მ. ადეიშვილი
ჯ. მანჯგალაძე
საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საფუძველზე, სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ფუძემდებლური დოკუმენტების შესაბამისად და ვრცელდება საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს (შემდგომ – სისტემის ცენტრალური ორგანო) საქმიანობაზე.
მუხლი 2🔗
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრისა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წლის 14 ოქტომბრის №№34/1-123 ერთობლივი ბრძანებით საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს განესაზღვრა სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია.
მუხლი 3🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ფუძემდებლური დოკუმენტებით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 4🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო აწარმოებს საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის (შემდგომ – „სისტემა“) სამუშაოთა ორგანიზებასა და კოორდინაციას.
თავი II
სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები
მუხლი 5🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მონაწილეობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სერტიფიკაციის სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში;
ბ) სისტემის ორგანიზაციულ-მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი დამტკიცების უზრუნველყოფა;
გ) წინადადებების შემუშავება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ;
დ) წინადადებების შემუშავება სერტიფიკაციის დროს გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტებისა და სისტემის ფუძემდებლური დოკუმენტების სრულყოფის შესახებ;
ე) სისტემის მართვისა და სერტიფიკაციის ჩატარების წესების (პროცედურების) დადგენა საქსტანდარტთან შეთანხმებით;
ვ) სისტემაში სასერტიფიკაციო ბაზრის მონიტორინგი, მის საფუძველზე სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების საჭირო რაოდენობისა და სიმძლავრის პროგნოზირება და შესაბამისი მაკოორდინირებული ღონისძიებების გატარება საქსტანდარტთან ერთად;
ზ) საქსტანდარტთან ერთად მონაწილეობის მიღება სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციაში და მათი საინსპექციო კონტროლის ჩატარებაში;
თ) სისტემის მონაწილეთა ინფორმირება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის შეცვლის ან ახლის შემოღების შემთხვევაში;
ი) ურთიერთმოქმედება საქსტანდართან, აკრედიტებულ ორგანოებთან, საგამოცდო ლაბორატორიებთან (ცენტრებთან) და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
კ) სისტემის მონაწილეთა და სერტიფიცირებულ ობიექტთა რეესტრის წარმოება;
ლ) ექსპერტთა მომზადება - გადამზადების ორგანიზაცია;
მ) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან სერტიფიკაციის საკითხებზე და ამის შესახებ საქსტანდარტის ინფორმირება.
თავი III. სისტემის ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილება
მუხლი 5🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია:
ა) მიიღოს მონაწილეობა სისტემაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების (ცენტრების) და ცალკეულ ექსპერტთა მოქმედებების შესახებ აპელაციების განხილვაში;
ბ) მიიღოს მონაწილეობა სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციისა და მათი საინსპექციო კონტროლის კომისიის ფორმირებასა და მუშაობაში;
გ) მიიღოს მონაწილეობა სპეციალისტებისათვის ექსპერტის წოდების მიმნიჭებელი კომისიის მუშაობაში;
დ) შექმნას სისტემის საბჭო, განსაზღვროს მეთოდური ცენტრი და უზრუნველყოს მათი დებულებების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) განიხილოს და მისცეს დასკვნა შემუშავებული დოკუმენტების პროექტებზე.
თავი IV
სისტემის ცენტრალური ორგანოს პასუხისმგებლობა
მუხლი 6🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო პასუხისმგებლია სერტიფიკაციის სისტემაში სამუშაოთა ორგანიზაციასა და კოორდინაციაზე, კერძოდ:
ა) ისეთი ნორმატიული ბაზის არსებობაზე, რომელთა შესაბამისობაზე სერტიფიცირებული ობიექტები ხარისხობრივი მაჩვენებლებით დააკმაყოფილებენ მათზე წაყენებულ სამამულო და საერთაშორისო მოთხოვნებს და დასაშვები რისკის ფარგლებში უზრუნველყოფენ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს უსაფრთხო დაცვას;
ბ) ერთგვაროვანი პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიკაციის ჩატარების წესებისა და პროცედურების იდენტურობაზე სისტემაში მოქმედი ყველა ორგანოსათვის.
თავი V
სისტემის საბჭო
მუხლი 7🔗
სისტემის ცენტრალურ ორგანოსთან შეიძლება შეიქმნას სისტემის საბჭო. იგი წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელშიც ნებაყოფლობით შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მომხმარებელთა საზოგადოებები და საავტომობილო ტრანსპორტის სფეროთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციები.
მუხლი 8🔗
სისტემის საბჭო ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) შეიმუშავებს სერტიფიკაციის სფეროში პოლიტიკის მიმართულებებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სერტიფიკაციის სისტემის განვითარების, ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების სრულყოფისათვის.
თავი VI
სისტემის მეთოდური ცენტრები
მუხლი 9🔗
სისტემის მეთოდური ცენტრის სტრუქტურას განსაზღვრავს ცენტრალური ორგანო, გამომდინარე მასზე მიმაგრებული სფეროს სპეციფიკიდან.
მუხლი 10🔗
მეთოდური ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სერტიფიკაციის ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ბ) ნორმატიული დოკუმენტების ფონდის ფორმირება, წარმართვა და აქტუალიზაცია;
გ) კონტროლისა და შეფასების მეთოდების შერჩევა;
დ) სისტემის მონაწილეების ნორმატიული და საორგანიზაციო დოკუმენტებით უზრუნველყოფა სახელშეკრულებო საფუძველზე;
ე) სერტიფიკაციის ჩატარების მეთოდების პროექტების შემუშავება სერტიფიკაციის სქემების გათვალისწინებით.
თავი VII
სისტემის ცენტრალური ორგანოს მართვა
მუხლი 11🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე (მოადგილე).
მუხლი 12🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები, უფლებამოსილებები და მოვალეობები ეკისრება საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სერტიფიკაციის სამმართველოს.
მუხლი 13🔗
სერტიფიკაციის სამმართველოს უფროსის დანიშვნა და გათავისუფლება, აგრეთვე სამმართველოს დებულების დამტკიცება ხდება საქსტანდარტთან შეთანხმებით.
მუხლი 14🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია და სტრუქტურა არ შეიძლება შეიცვალოს საქსტანდარტთან შეთანხმების გარეშე.