საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 15.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.107
გამოქვეყნების წყარო სსმ, 132, 16/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:49.5pt 50.95pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №108
2004 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
„
სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
გიორგი ბედინეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში
კახაბერ ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქალაქ თბილისის მერი.
2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რ. გოცირიძეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ზ. სოსელიას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ი. მანაგაძეს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში წევრობის სტატუსით.
3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 მაისამდე.
4. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. კომისია შეიმუშავებს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
2. კომისია განიხილავს ზემოთ აღნიშნული საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სახელმწიფო საშინაო ვალის და მის მართვასთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში თავის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები.
2. კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ ეხება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემებს.
მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი და ხელმძღვანელობა
1. კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი.
3. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს შეისწავლოს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული მასალები და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი გადაწყვეტილებების პროექტები.
4. კომისია სხდომაზე განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებასა და გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
7. კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
8. საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.