"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№357
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 29/11/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №357

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ს აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი1

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად,„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში (სსმIII, 2004წ., №99, მუხ. 849) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 1. მე-2მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი.“.

2. მე-2მუხლის მე-2პუნქტის„ძ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა.“.

3. მე-4მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„უ“ქვეპუნქტი:

„უ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

4. მე-9მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„უ“ქვეპუნქტი:

„უ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი– ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა.“.

    მუხლი2

დადგენილება ამოქმედდეს2010წლის5დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი          ნ.გილაური