საქართველოში ენერგეტიკის არატრადიციული წყაროების გამოყენების განვითარების შესახებ

მიღების თარიღი 03.03.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 300.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 13/03/1998
matsne.gov.ge 2,445 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ენერგეტიკის არატრადიციული წყაროების გამოყენების განვითარების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.heading1, li.heading1, div.heading1 {mso-style-name:"heading 1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.heading2, li.heading2, div.heading2 {mso-style-name:"heading 2"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.heading5, li.heading5, div.heading5 {mso-style-name:"heading 5"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.heading3, li.heading3, div.heading3 {mso-style-name:"heading 3"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.heading4, li.heading4, div.heading4 {mso-style-name:"heading 4"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №120 1998 წლის 3 მარტი ქ. თბილისი საქართველოში ენერგეტიკის არატრადიციული წყაროების გამოყენების განვითარების შესახებ  საქართველოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტულობის, ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენების განვითარების, თბილისში 1998 წლის 14-16 იანვარს გამართული უმაღლესი დონის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული მემორანდუმის განხორციელების მიზნით: 1. დამტკიცდეს „საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №520 ბრძანებულების საფუძველზე განახლებადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენების განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული თანდართული კონცეფცია. 2. სახელმწიფო კომისიამ (ნ. ლეკიშვილი) სახელმწიფო ინსტიტუტებთან, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის საქართველოს მისიასთან (პ. შევარდნაძე), სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე 1999 წლის ბოლომდე შეიმუშაოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების განვითარების სახელმწიფო პროგრამა. 3. ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით განახლებადი ენერგიების გამოყენება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების პრიორიტეტულ დარგად, ცოდნისა და განათლების ელემენტების გაძლიერების, ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედების გათვალისწინებით. 4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. ზუბიტაშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) ორ თვეში წარმოადგინონ წინადადებები განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების სფეროს ინვესტირებისათვის ხელშემწყობი გარემოს მომზადების ღონისძიებათა შესახებ. 5. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნომ (თ. ბასილია) და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონორებთან მოლაპარაკების წარმოების დროს განიხილონ მსოფლიო მზის პროგრამისა და განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების პროექტების ინვესტირების საკითხი. 6. საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა ქვეყნის რაიონებსა და ქალაქებში ყოველმხრივ შეუწყონ ხელი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების საპილოტო პროექტების განხორციელებას, აგრეთვე მოსახლეობის ენერგოუზრუნველყოფაში არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ფართოდ დანერგვას. 7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ (ა. თავხელიძე) ყოველმხრივ შეუწყოს ხელი არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის აქტიურ ჩაბმას განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების, ამ სფეროში პრიორიტეტული პროექტების მომზადებისა და რეალიზაციის საქმეში. 8. აღნიშნულ სფეროში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისა და ახალი ამოცანების დასახვის მიზნით ტრადიციულად დამკვიდრდეს ორ წელიწადში ერთხელ, თბილისში, მდგრადი განვითარების, განახლებადი ენერგიების გამოყენების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია-სემინარების გამართვა. ე. შევარდნაძე საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების სახელმწიფო პროგრამა 1. შესავალი 2. სახელმწიფო პროგრამის შემუშავების აუცილებლობის არგუმენტები: ა) სოციალური; ბ) ეკონომიკური; გ) გეოგრაფიულ-კლიმატური; დ) მეცნიერულ-საკვლევი; ე) საწარმოო-ტექნოლოგიური; ვ) ეკოლოგიური; ზ) საგანმანათლებლო. 3. სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 4. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები: ა) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები; ბ) სახელმწიფოს მონაწილეობა; გ) საგადასახადო პოლიტიკა. 5. სახელმწიფო პროგრამის მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები. 6. სახელმწიფო პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები. შესავალი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის შემუშაების პროცესში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება განახლებადი ენერგიების მიზანმიმართული გამოყენების აუცილებლობა, რასაც თანამედროვე მსოფლიო გამოცდილებაც გვკარნახობს. 90-იან წლებში მსოფლიო მასშტაბით ჩამოყალიბდა ახლებურად გააზრებული ეკონომიკის განვითარების მიმართულება. იგი გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებული ენერგეტიკული, სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ეფუძნება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის პრინციპებს და შესაბამისად იზრდება გარემოს დამცავი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის შინაარსი, უფლებები და პასუხისმგებლობა. 1992 წლის ივნისში რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) 154 ქვეყნის ხელმღვანელებმა ხელი მოაწერეს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონენციას. საქართველო ამ დოკუმენტს 1994 წლის ოქტომბერში შეუერთდა. ჩარჩო-კონვენციის მმართველი ორგანოს – მხარეთა კონფერენციის ინიციატივით შეიქმნა და ამჟამად სრულყოფის სტადიაშია „ერთობლივი განხორციელების“ სისტემა. მისი მოქმედების პრინციპი ის არის, რომ განვითარებული ქვეყნები განვითარებად ქვეყნებისაგან, „სათბური გაზის კრედიტის მიღების“ სანაცვლოდ, დააფინანსებენ მათ სამეურნეო ხასიათის პროექტებს, რომლებიც მინიმალურად დააზარალებს გარემოს. 1996 წლის სექტემბერს ჰარარეში (ზიმბაბვე) გაეროს ეგიდით შედგა მსოფლიო შეხვედრა უმაღლეს დონეზე, რომელიც მიეძღვნა მზის ენერგიის პრობლემებს. კერძოდ, აქ მიღებულ იქნა ე.წ. „მზის მსოფლიო პროგრამა“ (მმპ). პროგრამა წარმოადგენს გრძელვადიან (1996-2005 წწ.) ინიციატივას, რომლის ფარგლებში ხელი შეეწყობა მთავრობებისა და ორგანიზაციების ფართო პარტნიორობას და თანამშრომლობას ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებისა და გამოყენების მიზნით. ჰარარეს მსოფლიო შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა და მმპ-ის მიზნების გაზიარება გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის პერსპექტიული განვითარების კონცეპტუალურ მხარეს. ხელმოწერილ დეკლარაციაში პირდაპირ არის ნათქვამი: „ვაღიარებთ, რომ მზის ენერგიის როლი ყოველ ქვეყანაში უნდა იყოს ინტეგრირებული და კონკრეტიზებული მის ეროვნულ პოლიტიკაში ენერგეტიკის დარგში“. სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისაუცილებლობის არგუმენტები  ა) სოციალური – წინამდებარე პროგრამის რეალიზაცია ხელს შეუწყობს მრავალი სამუშაო ადგილის აღორძინებას სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო დაწესებულებებში, ახალი ცენტრების შექმნას, მაღალპროფესიული კადრების დასაქმებას და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისა და სოციალურ ვითარების საქმეში. ბ) ეკონომიკური – განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებას და გამოყენებას მოჰყვება წიაღისეული ენერგომატარებლების იმპორტის შემცირება და შესაბამისი თანხების გამოთავისულება. განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ტექნოლოგია გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავითა და მაღალი საიმედოობით, რაც აგრეთვე მოგვცემს ეკონომიურ ეფექტს. განსაკუთრებით მომგებიანია მზის ცხელწყალმომარაგების არსებული სამრეწველო ბაზის გაფართოება, მოდერნიზაცია, თერმული წყლების გამოყენება, რომლის პოტენციალი შეადგენს 2000000 ტ პირობით სათბობს. მცირე ჰესების აღდგენა-მოდერნიზაციამ შეიძლება მოგვცეს არანაკლებ 400 მგვტ ელექტროენერგია, ქარის პოტენციალმა კი საწყის პერიოდში – არანაკლებ 100 მგვტ. გ) გეოგრაფიულ-კლიმატური – საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორია მაღალმთიანი, ძნელად მისადგომი რაიონებია, ამიტომ ენერგოსექტორის დეცენტრალიზაცია და ენერგიის ავტონომიური გენერაციის წყაროების განვითარება სტაბილურს გახდის ენერგიის მიწოდებას სოფლის სკოლების, ამბულატორიების, ფოსტების და სხვა დაწესებულებებისათვის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხასიათდება კლიმატური ზონების საკმაოდ მკვეთრი ვარიაციებით. არსებული ატლასების თანახმად, წყლის დებატები, მზის ინსოლაციის ინტენსიურობა, ქარის ინტენსიურობა და სიხშირე სხვადასხვაა ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს რეგიონალურ პრიორიტეტებს განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების შერჩევაში. დ) მეცნიერულ-საკვლევი – საქართველოში დაგროვილი და დამუშავებულია უზარმაზარი მასალა მდინარეების ჰიდროპოტენციალისა და წყლების დებიტების შესახებ, შედგენილია მზის ინსოლაციის, ქარის ინტენსიურობისა და სიხშირის რუკები. დღეისათვის საზომი ხელსაწყოების მოდრენიზაციასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული მასალა გადამოწმებას და განახლებას მოითხოვს, რომ სწორად იქნეს შერჩეული სათანადო ტექნოლოგიური დანადგარები. მოდერნიზაციას მოითხოვენ, აგრეთვე, წარსულში წამყვანი სამეცნიერო ლაბორატორიები, რათა კვლევა ჩატარდეს მსოფლიო დონის სტანდარტებზე. რაც შეეხება სამეცნიერო და საინჟინრო კადრებს, საჭიროა მათი გადამზადება, ვინაიდან ენერგეტიკული კვლევის განახლებადი ტექნოლოგიები შედარებით ახალი დარგია არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკისა და ზოგადი ფიზიკის კათედრაზე გაიხსნა არატრადიციული ენერგეტიკის მაგისტრატურა. 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბოფიზიკის კათედრაზე გაიხსნა არატრადიციული ენერგეტიკის ტექნოლოგიების სპეციალობა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ე) საწარმოო-ტექნოლოგიური – ყოფილ საბჭოთა კავშირში 1984 წელს შეიქმნა პირველი სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „სპეცჰელიოთბომონტაჟი“, რომელმაც განვლილ პერიოდში დაამზადა და დანერგა 140000, მათ შორის, საქართველოში 80000 კვადრატული მეტრი ხურების ფართობის მქონე მზის თბური კოლექტორები. ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მზე“ ამზადებს და ნერგავს მზის თბურ კოლექტორებს, რომელთა ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს ერთ კვ.მ ფართობზე. პარალელურად, მიმდინარე წელს, თბილისის №1 სპეციალურ სკოლა-ინტერნატში, საერთაშორისო ენერგეტიკულმა ცენტრმა „ენეკომ“ განახცორციელა მზის სადგურის მონტაჟი. თბოსადგური აღჭურვილია უახლესი დასავლური ტექნიკით: ფრანგული ფირმა „იორდანო“-ს მზის თბური კოლექტორებით (მუშა ხურების ფართობი 12 კვ.მ. და 700 ვატი სიმძლავრის ესპანური ფირმა „Iსოფოტონ“ -ის ფოტო-გარდამქმნელებით). სულ პროექტის განხორციელებისათვის UNDP-იმ (გაერო) და FONDEM (საფრანგეთი) ერთად გამოყვეს 110000 აშშ დოლარი. 1988 წელს ქ. თბილისში საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტში დამონტაჟდა და გადიოდა გამოცდას 4 კვტ სიმძლავრის ქარდანადგარი. მზის გამოსხვიების ნახევარგამტარული ფოტოგარდამქმნელი ელემენტების აკრეფა კარგა ხანია ათვისებულია გაერთიანება „მიონში“. შპს „კონსტრუქტორმა“ შეიმუშავა და აითვისა მცირე სიმძლავრის 7-10 კუბური მეტრი ტევადობის ბიოგაზის დანადგარების დამზადება-დამონტაჟების ტექნოლოგია. ეს დანადგარები მარტივია და მათ მშენებლობაში მთლიანად შეიძლება მყიდველის შრომითი რესურსების გამოყენება. სათბობთ-ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით ბოლო პერიოდში საქართველოში დაიდგა და დამონტაჟდა რამდენიმე ათეული ასეთი დანადგარი ფერმერთა ოჯახებში. ბუნებრივი თერმული წყლების პრაქტიკული გამოყენება საქართველოში დაიწყო 1973 წელს. თერმული წყალი მიეწოდებოდა ქ. თბილისს, სამტრედიას, მენჯს, ზუგდიდ-ცაიშს და სხვა ქალაქებს, სადაც ჭაბურღილებიდან ხდებოდა თერმული წყლის მოპოვება. 1993 წლის აგვისტოდან თითქმის ყველა საბადოს ექსპლოატაცია შეწყდა, თბილისის ლისის საბადოს გარდა. ვ) ეკოლოგიური – განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ფართო მასშტაბური ათვისების უმთავრეს სტიმულატორს წარმოადგენს წიაღისეული საბთობის გამოყენების მავნე გავლენის თანდათანობით შემცირება. ზ) საგანმანათლებლო – განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების პროცესში აუცილებელია მთელი მოსახლეობის განათლება ამ მიმართებით. იგულისხმება არა მარტო საშუალო და მაღალკვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადება, არამედ ადამიანთა ცოდნის დონის ამაღლება. მიმდინარე წელს ფონდმა „მწვანე დედამიწა“ მოაწყო მზის დღისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება, რომელშიც ჩაბმული იყო ათასობით ბავშვი. აღნიშნული აქციების მოწყობის მიზანია მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ამაღლება, აგრეთვე იმის ჩვენება, რომ განახლებადი ენერგეტიკული რესურსები წარმოადგენს არა მხოლოდ ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებას, არამედ გარემოს დაცვისა და შენარჩუნების უცილობელ პირობასაც. სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისას გასათვალისწინებელია დედაქალაქში მიზნობრივი საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერება, სახელმძღვანელოების, ქვეყნის რეგიონებში სათანადო პუბლიკაციების, სატელევიზიო გადაცემების ორგანიზაცია და სხვა. სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანები განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზანია ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა ნაწილობრივ უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო, ავტონომიური და ამოუწურავი ენერგორესურსებით; სადემონსტრაციოდ (საპილოტო) დიდმაშსტაბიანი პროექტების ამუშავება, როგორიცაა ასპინძის მზის სოფელი, რომლის გამოცდა მოხდება რეალურ პირობებში. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები ა) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები – განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შემდგომი გაფართოება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი კანონებისა და აქტების მიღებას. დღეს საქართველოში არ არსებობს კანონი განახლებადი ენერგიების გამოყენების შესახებ. საჭიროა ამ კანონის უახლოეს ვადებში მიღება.მას საფუძვლად უნდა დაედოს ორი ძირითადი პრინციპი: 1. ზემოაღნიშნული „გარემოს დაბინძურების საფასურის გადახდა“ და 2. ორიენტაცია კერძო სექტორის პოტენციალის მოზიდვაზე ქვეყნის შიგნით. სრულიად მისაღებია მეორე პრინციპის გაძლიერება უცხოელი ინვესტორების რეალური დაინტერესებით. ამ ორი პრინციპის განხორციელება საუკეთესო პირობებს შექმნის განახლებადი ენერგიების გამოყენების დარგის სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის საჭიროა დასავლეთის ქვეყნებში დაგროვილი საკმაოდ მდიდარი გამოცდილების კრიტიკული შესწავლა და საქართველოს პირობებისათის წინა საკანონმდებლო მოდელის მომზადება. ამასთან, დარგისათვის არსებულ საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში, აუცილებელია მთავრობის მიერ წინმსწრები აქტების მიღება და განხორციელება, რათა ყოველმხრივ ხელი შეეწყოს კერძო სქეტორის სრულფასოვან და სწრაფ ჩამოყალიბებას. ამ კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მთავრობამ 10-12-პროცენტიანი სუბსიდიი სახით დახმარება გაუწიოს „სუფთა“ ელექტროენერგიის მწარმოებლებს. მწარმოებლებსა და ელექტროკომპანიებს შორის გარკვეული ვადით დარგის განვითარებასაც ასევე დიდად წაადგება სპეციალური სატარიფო შეთანხმებების დადების პროცესის დაჩქარება. ეს მით უფრო აუცილებელია, თუ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გავითვალისწინებთ, რომ არსებობს მხოლოდ ქსელების მფლობელი ერთადერთი ელექტროკომპანია და ისიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. აღნიშნულ შეთანხმებებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარკვეული გარანტიები ელექტროენერგიის ფასზე და სხვა შეღავათები. ასევე მეტად ეფექტიანი იქნება სხვა ალტერნატიული გზაც, კერძოდ, „სუფთა“ ენერგიის ყოველ წარმოებულ კვტ.სთ-ზე სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების დაწესება გარკვეული ვადით, ვთქვათ, 5-10 წლით. ბ) სახელმწიფოს მონაწილეობა – სახელმწიფო უშუალო მონაწილეობას იღებს განახლებადი ენერგეტიკის იმ დარგების განვითარებაში, რომელთა რეალიზაცია მხოლდ საბაზრო ეკონომიკის მექანიზმზე დაყრდნობით ვერ ხერხდება ან მიუღებლად დიდ ვადებთან არის დაკავშირებული. გ) საგადასახადო პოლიტიკა – განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათისება გარდამავალ პერიოდში შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკის გარეშე ვერ განხორციელდება, რადგან იგი სრულიად ახალი დარგია ჩვენშიც და მსოფლიოშიც, ხოლო განვითარების შემდგომ ეტაპზე საგადასახადო სისტემაში ჩართვის მომენტიდან  იგი უეჭველად გადაიქცევა შემოსავლის წყაროდ. სახელმწიფო პროგრამის მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგია გათვალისწინებულია 5-7 წლისათის და მიზნად ისახავს: – ქვეყნის ნაწილობრივ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა სახის ენერგიის მოხმარებაზე და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევას; – განახლებადი ენერგეტიკის მძლავრ მეცნირებატევად ინდუსტრიად ჩამოყალიბებას არსებული საწარმოებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ბაზაზე (სტუ, თსუ, სფტი, მიონი, „ეიტსკი“, „თბილსკეპი“ და „ოპტიკა“); – საინვესტიციო გარემოს განვითარებას და მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფას. ცალკეული მიმართულებების მიხედვით ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ პრიორიტეტებს: მცირე ჰიდროენერგეტიკა – საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ქვეყანაში 29 ათასზე მეტი დიდი, საშუალო და მცირე მდინარეა, რომლებზეც შეიძლება შესაბამისი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების აგება. ქვეყანაში დღეისათვის ათვისებულია მთელი ჰიდროპოტენციალის 10 პროცენტზე ნაკლები. მცირე ჰიდროენერგეტიკა საქართველოსათვის ერთ-ერთი ტრადიციული დარგია. მარტო 1930-1955 წლებში საექსპლუატაციოდ გადაეცა 300-ზე მეტი მცირე ჰესი, რომელთაგან შემორჩენილია 30. პრაქტიკულად ყველა ეს სადგური საჭიროებს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ნაწილი მდინარეების და შეადგინეს მცირე ჰესის აგების სქემა. რეალურად სავარაუდო სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს 100 მგტ-ით 3-5 წლის პერიოდში. „Georgian Links Ltd“-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს დამყარებული შესაბამის გერმანიის, საფრანგეთისა და ა.შ. ჰიდროკომპანიებთან და ინვესტორებთან. მზის ნახევარგამტარული ენერგეტიკა – ითვალისწინებს მზის გამოსხივების ელექტროენერგიაში ნახევარგამტარული გარდამქმნელების შექმნის სამუშაოთა აღორძინება-განვითარებას, პროგრესული ტექნოლოგიების ათვისებას, სხვადასხვა ტიპის ფოტოელექტრული გარდამქმნელების მაკეტური ნიმუშების პარტიების დამზადება-გამოცდებს, მათ საცდელ ექსპლუატაციას საველე პირობებში, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დაზუსტებას და სერტიფიკაციის კრიტერიუმების დადგენას; -ამავე ტექნოლოგიის საფუძველზე სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის იმდროინდელ სამუშაოთა შედეგების გამოყენებით უფრეონო მაცივარ-თერმოსტატების დამუშავება-შექმნას. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ოპტიკის“ მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში ითვალისწინებს სხვადასხვა კონფიგურაციის იაფი, საიმედო, მაღალი ოპტიკურ-მექანიკური მახასიათებლების მქონე ოპტიკური ოკნცენტრატორების გათვლასა და დამზადებას. მზის თბური კოლექტორები – განხორციელდეს ქვეყანაში მრავალი ათასი მზის კოლექტორის დანერგვა, ახალი მასალების, ოპტიკურად სელექტური ზედაპირების და კონცენტრატორების ბაზაზე დაბალი თვითღირებულების, ზამთრის სეზონში მომუშავე ახალი თაობის მზის თბური კოლექტორების საწარმოო ნიმუშების შექმნა, გამოცდა და სერიული გამოშვება. საწყის პერიოდში ჩატარდება სამუშაოები არსებული ქარხნების სრული სიმძლავრით ამუშავებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე. დაგეგმილია აგრეთვე ასობით და შემდგომში გაცილებით მეტი მზის თბური კოლექტორების დამზადება-დანერგვის ორგანიზაცია დასაწყისში სახელმწიფოს უშუალო დახმარებით (შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, მიზნობრივი განათლების სფეროს მოწესრიგება და სხვ.). ქარი – ქარის ენერგეტიკული რესურსების ათვისება და ჩართვა ენერგობალანსში. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ქარენერგოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მთა საბუეთზე, ჭოროხის ხეობაში, ფოთის პორტსა და თბილისის აღმოსავლეთ გარეუბანში მიზანშეწონილია ქარის მძლავრი ელექტროსადგურების აგება. ქარის სიჩქარის არსებული მრავალწლიანი მონაცემების დაზუსტების მიზნით აშშ-ში შეძენილ იქნა NRG SISTEMS წარმოების ქარის სიჩქარის გასაზომი, ელექტრონული გამზომი ხელსაწყო, რომელიც დამონტაჟდა მთა საბუეთის მეტეოსადგურის ტერიტორიაზე („საქენერგო“, „ენეკო“) დაწყებულია ანათვლების აღება (აგვისტო 1996). მთა საბუეთზე ამჟამად დაგეგმილ ქარის 330 კვტ-იანი საპილოტო ელექტროსადგურის პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობს უკრაინა-ამერიკის ერთობლივი საწარმო „უინდენერგო“ (ქ. კიევი, საერთაშორისო ენერგეტკიული ცენტრი „ენეკო“). მიმდინარეობს მოლაპარაკება იაპონიის მთავრობასა და დანიის ორ ფირმასთან („რედ სკვერი“ და „პენი ტრეიდინგი“) 10 მვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებისა და მშენებლობისათვის. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობა არ ითხოვს სახელმწიფო გარანტიებს. გეოთერმია – თერმული წყლების არსებული ჭაბურღილების დებიტების სრული და ეფექტიანი გამოყენება, თბილისის გეოთერმული წყლების ლისისა და საბურთალოს უბნებისათვის შემუშავებული პროექტებით საცირკულაციო სისტემის შექმნა. მათი რეალიზაცია არსებული გეოთერმული წყლის დებიტის რამდენჯერმე გაზრდის საშუალებას იძლევა. – დაიგეგმოს თბილისში გაუქმებული თბოსადგურების ბაზაზე ლისის საბადოს ანალოგიური გეოთერმული საცირკულაციო კომპლექსის დამონტაჟება; – ზუგდიდის საბადოზე არსებული მძლავრი სარეწი უბნის აღდგენა, მისი თერმული (85​0-100​0C) წყლების ოპტიმიზაციისა და კომპლექსური გამოყენების რეალიზაცია, ასევე ცაიშის, ქვალონისა და სხვა გეოთერმული ჭაბურღილების აღდგენა და გამოყენება. ბიოგაზი – ქვეყანაში არსებული ბიოენერგეტიკული პოტენციალის თანდათანობით ათვისება უნდა მიმდინარეობდეს ორი გზით: 1. ჩინეთის მაგალითზე – მცირე სიმძლავრის, მარტივი ტიპის თვითნაკეთი დანადგარების მასობრივი დანერგვისადმი მაქსიმალური ხელშეწყობით, როცა სოფლად მოსახლეობა ძირითადად თავად ახდენს დანერგვის რეალიზაციას. 2. ქალაქების კომუნალური მეურნეობის, სამრეწველო და აგროკომპლექსის ორგანული ნარჩენების გადამუშავება ქარხნული ტიპის დანადგარებში გაზისა და სასუქის მისაღებად. სახელმწიფო პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის ძირთიადი პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები სახელმწიფო პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგია ვრცელდება დამდეგი საუკუნის პირველ ორ ათწლეულზე და ძირითადად მიზნად ისახავს ქვეყნის ეტაპობრივ ორიენტაციას, განახლებადი ენერგორესურსების, ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მიზანმიმართულ გამოყენებას, თანამედროვე სამამულო ტექნოლოგიების შეთავსებადობას საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიებთან. განახლებადი ენერგეტიკის სახელმწიფო პროგრამა განიხილება როგორც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ამავე დროს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ენერგიის განახლებადი რესურსების ათვისება გამოიწვევს ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების წარმოქმნას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ტრანსპორტში, მშენებლობასა და სხვა დარგებში, რასაც თვისებრივი ცვლილებები მოჰყვება ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლების საქმეში. აღნიშნული კონცეფცია საჭიროებს ფინანსური ანალიზის ჩატარებას სავარაუდო შედეგების გათვალისწინებით, ამა თუ იმ ეტაპის შესრულების ვადების დადგენით, სათანადო დაფინანსების წყაროების მოძიებით, რათა უფრო ფართოდ და დეტალურად შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა.