⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.01.2010)

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.06.2004
ძალის დაკარგვა 30.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 040110000.05.02.002000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 10/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,156 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2004 მიღება
30.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.6pt 59.25pt 1.0in 89.85pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №209 2004 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვიანობის, გამოყენებისა და განკარგვის პროცესის მოწესრიგების მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. მ. სააკაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ     მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესს. 2. დებულება ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე (შემდგომში _ ქონება).     მუხლი 2🔗 ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებენ: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ყველა სხვა შემთხვევაში.     მუხლი 3🔗 1. ქონების აღრიცხვას აწარმოებს შესაბამისი დარღვევის შედეგად ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი. 2. აღრიცხვა წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობის, რაოდენობრივი, თვისებრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით. 3. ქონების აღრიცხვის პროცესში ხორციელდება მისი უსაფრთხოების შემოწმება. 4. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი ქონების მიკუთვნების საკითხი. 5. ქონების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, ქონების ჩამორთმევის მომენტიდან.     მუხლი 4🔗 1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს ქონების აღრიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი. 2. ოქმი სამ ეგზემპლარად დგება. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე ეგზემპლარი დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. 3. ოქმში აღინიშნება ქონების სახეობა, მისი დამახასიათებელი ნიშნები და ზუსტი რაოდენობა. 4. ოქმში მითითებული მონაცემების სიზუსტისათვის პასუხისმგებელია ოქმის შემდგენი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.     მუხლი 5🔗 1. ქონება ინახება ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოება და ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება. 2. ქონება ინახება მისი განაწილების, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.     მუხლი 6🔗 1. ქონების შენახვას უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი. 2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის: ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს; ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; დ) სასურსათო საქონელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ე) ფარმაცევტული – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებელი განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებებისათვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.     მუხლი 7🔗 1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ შერჩეული ექსპერტი და/ან აუდიტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) შიდა ბაზარზე ამ ტიპის ქონების საბაზრო ღირებულება; ბ) ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული და მოსალოდნელი ხარჯი (მათ შორის: შენახვის, შეფასების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და სხვ.); გ) ქონების ხარისხი; დ) ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.     მუხლი 8🔗 1. ქონების განაწილების, განადგურების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ყველა შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის. 3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ იღებს შესაბამისად ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი.     მუხლი 9🔗 1. ის ქონება, რომლის გამოყენებაც არ ხდება ამ ბრძანებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ექვემდებარება რეალიზაციას, ხოლო რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, – განაწილებას ან განადგურებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა, ხარჯის გამოკლებით, ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.     მუხლი 10🔗 1. ქონების რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის მეშვეობით. 2. საჯარო აუქციონის მოწყობა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.     მუხლი 11🔗 1. ინფორმაცია აუქციონის გამართვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ქონების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში. 2. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონის დროსა და ადგილს; ბ) აუქციონზე სარეალიზაციოდ გასატანი საქონლის დასახელებას, რაოდენობასა და საწყის ფასს; გ) აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.     მუხლი 12🔗 აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს; გ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.     მუხლი 13🔗 აუქციონის მოწყობა დასაშვებია, თუ მასში მონაწილეობს ორი პირი მაინც.     მუხლი 14🔗 1. საქონლის რეალიზაცია წარმოებს საჯარო ვაჭრობის გზით. 2. საჯარო აუქციონზე საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.     მუხლი 15🔗 1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. 2. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირი.     მუხლი 16🔗 აუქციონის მოწყობისათვის მონაწილეთა აუცილებელი რაოდენობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ ქონება არ გაიყიდა აუქციონის წესით, ქონება ნაწილდება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ან ნადგურდება.     მუხლი 17🔗 ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.     მუხლი 18🔗 1. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება შესაბამისი უწყების უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი და ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი. 2. საქონლის განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება. 3. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 4. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.     მუხლი 19🔗 ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.