,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 16/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2004 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით (სსმ III, 03.06.2004 წ., №56, მუხლი 480) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) კანცელარია;

გ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დევნილთა რეგისტრაციის დეპარტამენტი;

ე) დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტი;

ვ) ეკოლოგიური მიგრაციის, მიგრაციის საკითხთა და რეპატრიაციის დეპარტამენტი;

ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ი) იურიდიული დეპარტამენტი;

კ) საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.“.

2. დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) შიდა ქართლის დეპარტამენტი;

ბ) ქუთაისის სამმართველო;

გ) ზუგდიდის სამმართველო.“.

3. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი.“.

4. დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ეკოლოგიური მიგრაციის, მიგრაციის საკითხთა და რეპატრიაციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა;

ბ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და განსახლების პროგრამების განხორციელება;

გ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

ზ) შრომითი და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

ი) მიგრაციის სფეროში სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოდან დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება.“.

5. დებულების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. თავშესაფრის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოში იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება;

ბ) კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.“.

პრემიერ-მინისტრი                         ზ. ჟვანია