⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.07.2018)
გაუქმებულია:

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ „C" ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2009
ძალის დაკარგვა 02.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.022.013229
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 30/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 981 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2009 მიღება
02.07.2018 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ „C" ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 45.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.038.013.229 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №267–№219/ნ 2009 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ,,C“ ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21  პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს სასჯელაღსულების დაწესებულებებში მყოფ ,,C“ ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თანდართული სტრატეგია. 2. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ ბრძანებით დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად,. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  დ. შაშკინი ა. კვიტაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ,,C“ ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგია I. შესავალი პატიმართა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – პატიმარი) ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობა კი სახელმწიფოს პრიორიტეტი. პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არა მარტო ამ პატიმრებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, ვინაიდან გადამდები დაავადებების შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია საზოგადოების ფართო მასების დასნეულების რისკი. ზემოხსენებული მიზეზების გამო, ,,C“ ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა პენიტენციალურ სისტემაში მყოფ ,,C“ ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წინამდებარე სტრატეგია. სტრატეგიის მიზნებია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ,,C“ ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა სარჩელების შემცირება. II. ზოგადი ინფორმაცია პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულია 19363 პატიმარი. პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პენიტენცია-ლურ სისტემაში სამედიცინო მომსახურებაში არსებული ხარვეზების გამო ზოგიერთი პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის საკითხი. 2009 წლის თებერვალში ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა 2 გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ,,C“ ვირუსული ჰეპატიტით დაავადებული პატიმრები არ არიან უზრუნველყოფილნი ადეკვატური და ეფექტური მკურნალობით. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული პრობლემა სისტემური ნაკლოვანებაა და სახელმწიფო ორგანოები დაავალდებულა მიიღონ შესაბამისი ღონისძიებები და ზომები, რეტროაქტიულადაც კი, იმისათვის, რომ მომავალში აღმოფხვრილ იქნეს მსგავსი დარღვევები. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა 18 პატიმარმა უკვე გამოთქვა სურვილი გაიაროს შემოწმება ,,C“ ვირუსულ ჰეპატიტზე და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ყველა ეს პატიმარი ამჟამად გადის სამედიცინო შემოწმებას და მკურნალობს. III. პრობლემის გადაჭრის გეგმა იმისათვის, რომ წარმატებულად განხორციელდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის ეფექტური მკურნალობა, შემდეგი ღონისძიებები უნდა გატარდეს: 1. პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა შორის ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება: ინფორმირებულობის დონის ამაღლება. ,,C“ ვირუსული ჰეპატიტი არის გადამდები დაავადება. პატიმრებსა და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლებს გარკვევით უნდა ეცნობოს ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის დაავადების შესახებ, კერძოდ: ა.ა) რა გართულებები ახლავს ,,C“ ვირუსულ ჰეპატიტს;  ა.ბ) ინფორმაცია ,,C“ ვირუსული ჰეპატიტით დაინფიცირების შესაძლო წყაროების შესახებ; ა.გ) დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაცია და სხვა. ბ) ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. ,,C“ ვირუსული ჰეპატიტის კონტროლისათვის და მკურნალობისათვის აუცილებელია პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არსებობა. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად და მუდმივი მონიტორინგის განსახორციელებლად მიზანშეწონილია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: ბ.ა) ერთჯერადად ყველა პატიმართათვის სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება რისკჯგუფების გამოსავლენად; ბ.ბ) ყოველი ახალი პატიმრისთვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩატარება, მათ შორის, ტესტირება ,,C“ ვირუსულ ჰეპატიტზე; ბ.გ) პერიოდულად სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება რისკჯგუფების გამოსავლენად. 2. პატიმართა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსება ა) მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ პატიმარი ინფიცირებულია ,,C“ ვირუსული ჰეპატიტით და საჭიროებს ანტივირუსულ მკურნალობას, მას სიტყვიერად და წერილობით გააცნობენ ანტივირუსული მკურნალობის ხასიათსა და გვერდით მოვლენებს, რათა სახეზე გვქონდეს ინფორმირებული თანხმობა პატიმრის მხრიდან; ბ) პატიმრის მიერ მკურნალობაზე წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ის გადაყვანილ იქნება სპეციალურ დაწესებულებაში/განყოფილებაში სამკურნალოდ და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური დიეტით. 3. მკურნალობა იმისათვის, რომ მკურნალობა განხორციელდეს, საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების განხორციელება, რომლის საფუძველზეც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი (ჯგუფი) შეძლებს შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებას: ა) სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეწონილია თუ არა პაციენტისათვის ანტივირუსული მკურნალობის კურსის ჩატარება; ბ) ანტივირუსული მკურნალობის პრეპარატისა და დოზირების განსაზღვრა; გ) ანტივირუსული მკურნალობის ხანგრძლივობის პირველადი განსაზღვრა; დ) ანტივირუსული მკურნალობის მსვლელობაზე პროფესიული მონიტორინგის განხორციელება; ე) ანტივირუსული მკურნალობის მსვლელობაზე პროფესიული მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდის, შემცირების ან შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. 4. მკურნალობისშემდგომი პერიოდი მკურნალობის დასრულების შემდეგ პატიმარს ეცნობება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სპეციალური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნება შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის ან გათავისუფლების შემთხვევაში მოხდება პატიმრის სამედიცინო ისტორიის შესაბამისი დაწესებულებისათვის გადაცემა და ერთი ასლის პატიმრისათვის მიწოდება, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად აღნიშნული იქნება პაციენტის ,,C“ ვირუსულ ჰეპატიტთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მკურნალობის ისტორია.