მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მშენებლობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №197

1998 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება, შეთანხმებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და სამშენებლო დარგის პოტენციალის შენარჩუნებისა და მასში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სააქციო საზოგადოებების: „ბაზალტის“, „მშენტრანსის“, „დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატის“, „პერლიტის“, „მაღლივმშენის“ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი აქციების გაყიდვა კონკურსის წესით, საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პირობით.

2. აქციების საწყისი ფასი განისაზღვროს მათი ნომინალური ღირებულების 15 პროცენტის ოდენობით.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ე. შევარდნაძე

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111568/