„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2010
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 03/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. შემოღებულ იქნეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.
2. დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი (დანართი №1).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
დანართი №1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება გახდება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.
2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
3. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება შეიძლება მიენიჭოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
4. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭება პიროვნებას ლანჩხუთის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ლანჩხუთელთა თაობებისათვის. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
5. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება დასტურია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის, პატივგებისა და აღიარებისა.
6. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივის შემთხვევაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;
დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ე) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.
2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
მუხლი 3🔗. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებას კანდიდატისათვის (კანდიდატურებისათვის) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს’’ ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა და დიპლომი.
3. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს“ საპატიო წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო.
4. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს’’ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას გადასცემს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მქონე პირის უფლებები
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე’’ ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიებითა და შეღავათებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე’’ უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ლანჩხუთელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.