"ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება№13
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და აბაშის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №15-16 (7025), 26.07.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ერთი და იმავე მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – გამგებელი) ბრძანებით.“;
ბ) დადგენილების პირველი დანართის მე-2 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, გამგებლის ბრძანებით განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესი.
7. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ან ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე, გამგებელი საკრებულოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ასიგნების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.
8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წლიური საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერა დგება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ და საკრებულოსთან შეთანხმების შემდგომ მტკიცდება გამგებლის ბრძანებით.
9. ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შეიძლება განხორციელდეს კვარტალური გადანაწილება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი პროცედურებით და მტკიცდება გამგებლის ბრძანებით.“;
დ) დადგენილების პირველი დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, გამგებელი თანხმობის მისაღებად წინადადებას (თანდართული დოკუმენტაციით) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“;
ე) დადგენილების პირველი დანართის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს მხარჯავი დაწესებულებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების თაობაზე.
8. გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდგომ, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების მიზნით, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“;
ვ) დადგენილების პირველი დანართის მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს საკრებულოს დადგენილების ან გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამგებლის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად საკრებულოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობა სავალდებულო არ არის.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და გამგებლის მიერ დამტკიცებულ განწერაში მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.
მუხლი 5. გამგეობის ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილებისას
1. ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში საკრებულოს წარედგინება გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა.
2. ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილებაზე, შესაბამისი დოკუმენტაციით, ცნობის სახით საკრებულოს წარედგინება 10 დღის ვადაში.
3. გამგებლის ბრძანებით ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახვის მიზნით ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასასრულისა უნდა წარედგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.
4. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია, განახორციელოს ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შედეგად გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება და ვალდებულია, ერთი თვის ვადაში ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროქტთან ერთად წარმოადგინოს პროექტი ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
5. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები უნდა იქნეს ასახული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და გამგეობის ანგარიშებში.“;
ი) დადგენილების მეორე დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა № ---
20–– წლის –– –––––––––
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
მხარჯავი დაწესებულების დასახელება, ორგ ანიზაციული კოდი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ცვლილების საფუძველი (გამგებლის ბრძანება), თარიღი, ნომერი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების შინაარსი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
| ორგანიზა-ციული კოდი | მხარჯავი დაწესებულების პროგრამისა და ღონისძიების დასახელება | საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება | ცვლილება (+ზრდა/-კლება) (ლარებში) | ||||||
| წლიური თანხა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით | ||||||||
| I | II | III | IV | ||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| სულ ჯამი |
|
|
|
|
| ||||
|
1. დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებ ა
| |||||||||
| 2. ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
| |||||||||
| 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა
| |||||||||
| 4. დანარჩენი ცვლილება
|
|
| |||||||
| გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი /ხელმოწერა/
| |||||||||
| გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი /ხელმოწერა/“. | |||||||||
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე