მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 25.04.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №266
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
matsne.gov.ge 1,385 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
რეგიონის დასახელება ჩაის ფართობი სულ
1998 წ. 1999 წ.
აჭარის ა/რ 6.3
გურიის რეგიონი 12.3
სამეგრელოს რეგიონი 17.6
იმერეთის რეგიონი 4.6
ს უ ლ 50.8
აფხაზეთის ა/რ 10.0

დოკუმენტის ტექსტი

მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt .75in 58.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №266 1998 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური პროცესების მართვაში შექმნილი სირთულეების გამო, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად კატასტროფული დაქვეითება განიცადა მეჩაიეობის დარგმა. შემცირდა ჩაის პლანტაციები. თუ 1990 წლისათვის მათი ფართობი 64,5 ათას ჰექტარს შეადგენდა, დღეისათვის 50,0 ათას ჰექტარს არ აღემატება. პლანტაციების უმეტესი ნაწილი იმდენად დაკნინებულია, რომ ხარისხოვანი ჩაის ფოთლის წარმოების განახლებისათვის დიდი ინვესტირებაა საჭირო. მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში არსებული ჩაის ფაბრიკების დიდი ნაწილი, რომელთა აღჭურვილობა მორალურად და ფიზიკურად მოძველებულია, რაც იწვევს ნედლეულისა და ენერგორესურსების დიდ დანაკარგებს, ეს კი საბოლოო ჯამში აძვირებს გამომუშავებულ პროდუქციას და მას არაკონკურენტუნარიანს ხდის. 1997 წელს დარგში განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად შეჩერდა ჩაის ფოთლის კრეფის კლება. მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრებზე იზრდება მოთხოვნილება ქართულ ჩაიზე, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ ქვეყანამ თანდათანობით დაიბრუნოს დაკარგული სარეალიზაციო ბაზრები. ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციის აუცილებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც, ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, გურიაში, სამეგრელოში, ქვემო აჭარაში და იმერეთის ზოგიერთ რაიონში რაციონალურ მეჩაიეობას ბიოლოგიურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა სხვა შემთხვევაში გარკვეული დროით მაინც მოსალოდნელია კარჩაკეტილი, ნატურალური ტიპის მეურნეობის რეანიმაცია, რასაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ჩაის პლანტაციების აღდგენა-განვითარებისა და გადამმუშავებელი საწარმოების რეაბილიტაციის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით: 1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს 1998 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩაის კლუტურის რეაბილიტაციის ღონისძიებებისათვის გამოყოფილი 3,0 მლნ ლარი სახელმწიფო ინვესტიცია ტენდერის საფუძველზე განაწილებულია რეგიონების მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. მიმდინარე წელს გათვალისწინებული 22,4 ათას ჰექტარზე ჩაის პლანტაციებში აღდგენითი სამუშაოების დასრულებისათვის 1997 წელს აშშ-დან შემოტანილი ხორბლის რეალიზაციით მიღებული ამონაგებიდან, რომლის აკუმულირება ხდება ხაზინის სპეცანგარიშზე, გამოიყოს 2 მლნ ლარი საკრედიტო რესურსი 3 წლის ვადით, წლიური 15 პროცენტი სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო რესურსის განაწილება მოხდეს ტენდერის მეშვეობით, რომლის მოსაწყობად შეიქმნას სპეციალური კომისია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ განსაზღვრულია ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის აგროტექნიკურ სამუშაოთა მოცულობები, რომლებიც ითვალისწინებს 1999-2000 წლებში ქვეყანაში არსებული (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ჩაის პლანტაციებისა) 40,8 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოთა დასრულებას (ცხრილი თან ერთვის). 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი): ა) მიმდინარე წელს მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ჩაის ვეგეტაციის ნაადრევი დაწყების გათვალისწინებით, 1998 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადების განაღდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სახელმწიფო ინვესტიციის სახით გამოყოფილი 3 მლნ ლარის რესურსის გამოყენებით; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად 1999 წლის ბიუჯეტის შედგენისას ჩაის კულტურის რეაბილიტაციისათვის გაითვალისწინოს 10 მლნ ლარის, ხოლო 2000 წლისათვის 12-15 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიციების გამოყოფა, რაც 1999 წელს 85-90 ათასი ტონა, ხოლო 2000 წელს –  100-110 ათასი ტონა ჩაის წარმოების საშუალებას იძლევა; გ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ერთ თვეში განიხილოს იმ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნილი ჩაის ფაბრიკების კრედიტორული დავალიანებების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი, რომელთა აქციები პრივატიზებულია სპეციალიზებულ საბარათო აუქციონზე; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტის განსახილველად მოამზადოს საკითხი, რომ: – ჩამოიწეროს 1997 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების წინაშე ჩაის ფაბრიკებისა და ჩაის ნედლეულის მწარმოებელი საწარმოების არსებული დავალიანებები და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის N 627 ბრძანებულებით 1999 წლის 1 იანვრამდე გადავადებულ ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე დარიცხული 24-პროცენტიანი სარგებელი; – ნება დაერთოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ფიზიკურ პირთა ინიციატივის შემთხვევაში, იჯარით გასცენ (ამოძირკვის უფლების გარეშე) მოუვლელი და გაჩანაგების პირას მისული ჩაის პლანტაციები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით და 3-5 წლით გათავისუფლდნენ ისინი მიწის, საიჯარო ქირისა და ქონების ღირებულების გადასახადისაგან. 5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) გადაამოწმოს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობა და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ აქციონირებული ჩაის ფაბრიკების მესაკუთრეთა მიმართ, რომელთა აქციათა პაკეტი შესყიდული აქვთ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 და 1994 წლის 3 ნოემბრის №351 ბრძანებულებების შესაბამისად. 6. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად ჩაის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობათაშორისო მოლაპარაკების დროს, იქ, სადაც შესაძლებელია, გაითვალისწინოს წინადადებები ჩაის პროდუქციის მიწოდების შესახებ. 7. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ. მანჯგალაძე), ქართული ჩაის პრესტიჟის საერთაშორისო ბაზარზე დაცვის მიზნით, განსაკუთრებული კონტროლი დაუწესოს ჩაის პროდუქციის ხარისხის ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის საკითხს. 8. იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულ ვადაში ვერ მოხერხდა უზბეკეთსა და თურქმენეთში გაგზავნილი ჩაის პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ ბერძნული ხორბლის რეალიზაციიდან ამოგებული და მეჩაიეობაში გამოყენებული თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში შეტანის ვადა, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 ივნისის №321 ბრძანებულებით გათვალისწინებული 1997 წლის 31 დეკემბრისა, გაგრძელდეს 1998 წლის 1 ივლისამდე. 9. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა): ა) სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნიოს მეჩაიეობის დარგის აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით უცხოური და ადგილობრივი ინვესტორებისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს ფორმირება, პროგრამებისა და ტენდერების მონაწილეთათვის თანასწორი პირობების შექმნა; შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მეჩაიეობაში სამუშაოთა გაფართოებისა და საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თაობაზე გამართოს მოლაპარაკება საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან, სპეციალური პროგრამების შემუშავების, დონორების მოძიების, გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების გამოყოფის, დარგში სტრატეგიულ პარტნიორებად აღიარებული ქვეყნების (იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა) მთავრობებთან თანამშრომლობის შესახებ; ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად 2 კვირაში მოაწესრიგოს მოიჯარეებისათვის ჩაის იმ პლანტაციების დაბრუნების საკითხი, რომელთათვის არ ყოფილა გამოყენებული ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩაის კულტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარის სახელმწიფო ინვესტიცია. 10. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა): ა) საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად 3 თვეში გადაწყვიტოს ჩაის მრეწველობაში ქართული ქვანახშირის გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი; ბ) ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მაჩვენებლები ასახოს 1999 და 2000 წლების ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ გეგმებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ჩაის აღორძინების“ მიზნობრივი პროგრამის გათვალისწინების საფუძველზე. 11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ (მ. მეტრეველი), ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებამ (ვ. ცანავა) უზრუნველყონ თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილების ბაზაზე სელექციური სამუშაოების წარმოებისა და ჩაის დარგის რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება. 12. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ (თ. აგლაძე) „სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შედეგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №639 განკარგულების დანართის მეოთხე განყოფილების საფუძველზე განიხილოს და გადაწყვიტოს სს „ქიმკომბინატზე“ სომხეთის დ.ტ.ს.ს. „დვინ კონცერნის“ სასარგებლოდ რიცხული 5,2 მილიონი აშშ დოლარის ვალიდან შპს „აისი 95-სათვის“ 1150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქის გაცემის საკითხი. 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის მხარეებში ბ. ჯიქიამ, თ. შაშიაშვილმა, კ. გუჯაბიძემ და შესაბამისმა ადგილობრივმა მმართველობის ორანოებმა: ა) უმოკლეს დროში განიხილონ და დასახონ ღონისძიებები კრეფის სეზონისათვის ჩაის ფაბრიკების მომზადებულად შეხვედრისათვის იმ ვარაუდით, რომ აუცილებლად იქნეს გადამუშავებული პირველი ვეგეტაციიდან მიღებული ფოთოლი; ბ) ადგილობრივ ბიუჯეტებში შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინონ თანხების გამოყოფა ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის. 14. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ უზრუნველყოს მეჩაიეობაში მიმდინარე პროცესებისა და ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობის გაშუქება პრესის, რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით და პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. ე. შევარდნაძე დანართი ჩაის პლანტაციების მომზადების მოცულობა 1998-2000 წლებში რეგიონის დასახელება ჩაის ფართობი სულ მათ შორის მომზადება იქნება მომზადებული 2000 წელს 1998 წ. 1999 წ. 2000 წ. აჭარის ა/რ 6.3 1.9 2.6 1.8 6.3 გურიის რეგიონი 12.3 6.7 3.3 2.3 12.3 სამეგრელოს რეგიონი 17.6 10.2 4.5 2.9 17.6 იმერეთის რეგიონი 4.6 3.6 0. 6 0.4 4.6 ს უ ლ 40.8 22.4 11.0 7.4 40.8 აფხაზეთის ა/რ 10.0 ს უ ლ          50.8