საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

   საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №287

1998 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

 

საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები:

 

ღირსების ორდენით:

 

არჩილ ბეთანელი – საავიაციო ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

გივი ბოკუჩავა – მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

დავით ღონღაძე – ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

გოჩა ჩოგოვაძე – კომპიუტერული ტექნოლოგიების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

დავით ჩხეიძე – სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

გივი ცინცაძე – ქიმიური და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ალექსანდრე ჯვარშეიშვილი – ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

 

 

ღირსების მედლით:

 

ანზორ აბშილავა – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრის დოცენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ირინა ბადაგაძე – საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამმართველოს უფროსი

ჯემალ ბერიძე – ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თამაზ გაბადაძე – სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ლია ღონღაძე – ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი

ლიანა ვარაზაშვილი – ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

დავით თავხელიძე – მექანიზმებისა და მანქანათა თეორიის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გიორგი თურქია – მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

გიორგი იოსებაშვილი – მენეჯმენტისა და კომერციული საქმიანობის ცენტრის უფროსი, დოცენტი

კონსტანტინე კამკამიძე – გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მალხაზ ლომთაძე – ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველოს უფროსი

ენვერ მოისწრაფიშვილი – სატრანსპორტო ფაკულტეტის რკინიგზების მშენებლობისა და სალიანდაგო მეურნეობის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

ვაჟა პაპასკირი – ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, დოცენტი

ლუდვიგ ჩაჩხიანი – ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ალექსანდრა ჩიკოიძე – ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი

ზურაბ წვერაიძე – ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი

თენგიზ წივწივაძე – ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

 

ე. შევარდნაძე