მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 300170000.11.116.004579
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.170.000.11.116.004.579
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №№71/231
2000 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
საქართველოს მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, სამუშაოს ორგანიზების, კოორდინაციისა და სრულყოფის მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქართველოს კანონის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესაბამისად, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტს განესაზღვროს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია.
2. დამტკიცდეს მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულება.
მ. ჩხენკელი
ჯ. მანჯგალაძე
მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონების „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, აგრეთვე სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად და ვრცელდება მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს საქმიანობაზე.
მუხლი 2🔗
მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციას ახორციელებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტებით და ამ დებულებით.
მუხლი 4🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო ახორციელებს მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის (შემდგომ – სისტემა) სამუშაოთა ორგანიზებას და კოორდინაციას.
მუხლი 5🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შეიქმნას მუდმივი და დროებითი მუშა ჯგუფები კონკრეტული ღონისძიებების შესასრულებლად.
აუცილებლობის შემთხვევაში სისტემის ცენტრალური ორგანოს სტრუქტურა და სისტემის მონაწილეთა შემადგენლობა შეიძლება ჩართულ იქნეს საერთაშორისო შესაბამის სერტიფიკაციის სისტემის სტრუქტურებთან ერთობლივ სამუშაოებში.
თავი II
სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები
მუხლი 6🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მონაწილეობა მშენებლობის სფეროში სერტიფიკაციის სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში;
ბ) სისტემის ორგანიზაციულ-მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი დამტკიცების უზრუნველყოფა;
გ) წინადადებების შემუშავება მშენებლობის სფეროში პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ;
დ) წინადადებების შემუშავება ნორმატიული დოკუმენტებისა და სისტემის ნორმატიული დოკუმენტების სრულყოფის შესახებ;
ე) სისტემის მართვისა და სერტიფიკაციის ჩატარების წესების (პროცედურების) დადგენა საქსტანდარტთან შეთანხმებით;
ვ) საქსტანსდარტთან ერთად მონაწილეობის მიღება სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციაში და მათი საინსპექციო კონტროლის ჩატარებაში;
ზ) სისტემის მონაწილეთა ინფორმირება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შეცვლის ან ახლის შემოღების შემთხვევაში;
თ) ურთიერთქმედება საქსტანდარტთან, აკრედიტებულ ორგანოებთან, საგამოცდო ლაბორატორიებთან (ცენტრებთან), საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ი) სისტემის მონაწილეთა და სერტიფიცირებულ ობიექტთა რეესტრის წარმოება;
კ) ექსპერტთა მომზადება-გადამზადების ორგანიზაცია;
ლ) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან სერტიფიკაციის სისტემის საკითხებზე და ამის შესახებ საქსტანდარტის ინფორმირება.
თავი III
სისტემის ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილება
მუხლი 7🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია:
ა) მიიღოს მონაწილეობა სისტემაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების (ცენტრების) და ცალკეულ ექსპერტთა მოქმედებების შესახებ აპელაციების განხილვაში;
ბ) მიიღოს მონაწილეობა სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციასა და მათი საინსპექციო კონტროლის კომისიის ფორმირებასა და მუშაობაში;
გ) მიიღოს მონაწილეობა სპეციალისტებისათვის ექსპერტის წოდების მიმნიჭებელი კომისიის მუშაობაში;
დ) განიხილოს და მისცეს დასკვნა შემუშავებული დოკუმენტების პროექტებზე.
თავი IV
სისტემის ცენტრალური ორგანოს პასუხისმგებლობა
მუხლი 8🔗
სისტემის ცენტრალური ორგანო პასუხისმგებელია სერტიფიკაციის სისტემაში სამუშაოთა ორგანიზაციასა და კოორდინაციაზე, კერძოდ:
ა) ისეთი ნორმატიული ბაზის არსებობაზე, რომელთა შესაბამისობაზე სერტიფიცირებული ობიექტები ხარისხობრივი მაჩვენებლებით დააკმაყოფილებენ მათზე წაყენებულ სამამულო და საერთაშორისო მოთხოვნებს და დასაშვები რისკის ფარგლებში უზრუნველყოფენ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს უსაფრთხო დაცვას;
ბ) ერთგვაროვანი პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიკაციის ჩატარების წესებისა და პროცედურების იდენტურობაზე სისტემაში მოქმედი ყველა ორგანოსათვის.
თავი V
სისტემის ცენტრალური ორგანოს მართვა
მუხლი 9🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე (მოადგილე).
მუხლი 10🔗
სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები, უფლებამოსილებები და მოვალეობები ეკისრება ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტს.