საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარეგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

1998 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღების წესის შესახებ

საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღებასთან დაკავშირებით:

1. დადგინდეს, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების მიღება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

2. აღნიშნული სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლების მიერ ვიზირებული დადგენილი წესით შედგენილი გადმოცემა-მიღების აქტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს, რის საფუძველზეც პრეზიდენტი მიანიჭებს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მოცემული ობიექტების მიღების უფლებამოსილებას.

3. ზემოაღნიშნული სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელებმა დააჩქარონ ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის შემუშავება.

ე. შევარდნაძე