„ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული ანგარიშსწორების შესახებ“ დროებითი დებულებების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.04.2000
ძალის დაკარგვა 04.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 090011004.21(7).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 05/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 02.06.2010
დოკუმენტის ტექსტი
„ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული ანგარიშსწორების შესახებ“ დროებითი დებულებების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPGrigolia; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:42.55pt 63.85pt 49.65pt 49.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.011.004.217
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №123
2000 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დაცვის შესახებ“ და ”საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული ანგარიშსწორების შესახებ“ დროებითი დებულებების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დაცვის შესახებ” თანდართული დროებითი დებულება.
2. დამტკიცდეს „საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული ანგარიშსწორების შესახებ” თანდართული დროებითი დებულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების დღიდან.
ი. მანაგაძე
დროებითი დებულება
ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დაცვის შესახებ
ამ დებულების მიზანია ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის დაცვის სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების საფუძვლების დადგენა საბანკო სისტემებისათვის.
დებულების მოქმედება ვრცელდება საბანკო ავტომატიზებულ სისტემებში დასამუშავებელ ნებისმიერ ინფორმაციაზე.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ დებულებაში მოცემული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
– ავტომატიზებული სისტემა – სისტემა, რომელიც განახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებულ დამუშავებას და შეიცავს დამუშავების ტექნიკურ (გამოთვლითი ტექნიკისა და კავშირგაბმულობის საშუალებები) და პროგრამულ საშუალებებს, აგრეთვე სხვადასხვა მეთოდებსა და პროცედურებს;
– ინფორმაცია ავტომატიზებულ სისტემებში – ავტომატიზებულ სისტემებში გამოყენებული ყველა პროგრამისა და მონაცემის ერთობლიობა, მათი ფიზიკური და ლოგიკური წარმოდგენის საშუალებების მიუხედავად;
– ინფორმაციის დამუშავება – ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, მათ შორის, მონაცემთა გადაცემის არხებით შესრულებული ყველა ოპერაციის (შეკრება, შეტანა, ჩაწერა, გარდაქმნა, წაკითხვა, შენახვა, განადგურება, რეგისტრაცია და ასე შემდეგ) ერთობლიობა;
– საბანკო ინფორმაციის მესაკუთრე – ყველა სახის საბანკო ოპერაციის წარმოებისათვის უფლებამოსილი საბანკო დაწესებულება;
– ინფორმაციის დაცვა – ინფორმაციის მესაკუთრის (ან ავტომატიზებული სისტემის) და ინფორმაციით მოსარგებლე პირთა ინტერესების დაცვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებებითა და სამართლებრივი ნორმებით;
– არასანქცირებული წვდომა – ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციით სარგებლობის დადგენილი წესების დარღვევით განხორციელებული წვდომა;
– ავტომატიზებული სისტემის განმკარგავი – მესაკუთრის მიერ ან მისი დავალებით ავტომატიზებული სისტემის განკარგვისათვის უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
– ავტომატიზებული სისტემის პერსონალი – ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირებისათვის ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრის ან მისი რწმუნებული პირის, ანდა ავტომატიზებული სისტემის განმკარგავი პირის მიერ განსაზღვრული ფიზიკური პირები;
– დამნაშავე პირი ავტომატიზებულ სისტემაში – პირი, რომელიც ბრალეულად ახორციელებს ავტომატიზებულ სისტემაში არაკანონიერ მოქმედებებს;
– ინფორმაციის გაჟონვა – მოქმედება, რომლის შედეგადაც ინფორმაციის წვდომის უფლების არმქონე პირისთვის მისაწვდომი და ცნობილი ხდება ინფორმაცია;
– ინფორმაციის დაკარგვა – მოქმედება, რომლის შედეგადაც ავტომატიზებულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მისი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის აღარ იარსებებს სრულად ან ნაწილობრივ;
– ინფორმაციის გაყალბება – განზრახ მოქმედება, რომელიც იწვევს ავტომატიზებულ სისტემაში დასამუშავებელი ან შესანახი ინფორმაციის დამახინჯებას;
– ინფორმაციის ბლოკირება – მოქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელი ხდება ინფორმაციის წვდომა;
– ავტომატიზებული სისტემის მუშაობის დარღვევა – მოქმედება ან ვითარება, რომელიც იწვევს ინფორმაციის დამუშავების პროცესის შეფერხებას.
მუხლი 2🔗. დაცვის ობიექტები
1. დაცვის ობიექტებია ავტომატიზებულ სისტემაში დასამუშავებელი ინფორმაცია, ამ ინფორმაციისა და ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრეთა და მომხმარებელთა უფლებები.
2. ავტომატიზებულ სისტემაში დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის დაცვაც დადგენილია მისი მესაკუთრის მიერ ან მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗. ურთიერთობათა სუბიექტები
ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა სუბიექტები არიან:
ა) ინფორმაციის მესაკუთრენი;
ბ) ავტომატიზებულ სისტემათა მესაკუთრენი ან მათი პასუხისმგებელი პირები;
გ) ინფორმაციის მომხმარებლები;
დ) ავტომატიზებული სისტემის მომხმარებლები.
მუხლი 4🔗. ინფორმაციის საკუთრების უფლება მისი დამუშავების პროცესში
1. ავტომატიზებულ სისტემაში დამუშავების პროცესში შექმნილი მეორადი ინფორმაციის საკუთრების უფლება დგინდება შემავალი ინფორმაციის მესაკუთრესა და ავტომატიზებული სისტემის მომხმარებელს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, საავტორო უფლებების ნორმების გათვალისწინებით. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, მაშინ ეს ინფორმაცია ეკუთვნის ავტომატიზებული სისტემის იმ მომხმარებელს, რომელიც ახორციელებს ამ დამუშავებას.
2. ავტომატიზებული სისტემის მომხმარებელს ინფორმაციის დამუშავება შეუძლია მხოლოდ მის მესაკუთრესთან ან მესაკუთრის რწმუნებულ პირთან შეთანხმებით, თუ ეს ინფორმაცია არ განეკუთვნება საერთო მოხმარების (წვდომის) კატეგორიას.
მუხლი 5🔗. ინფორმაციის წვდომა
1. იმ ინფორმაციის წვდომა, რომელიც ინახება, დამუშავდება და გადაიცემა ავტომატიზებულ სისტემაში, განისაზღვრება მხოლოდ იმ წესებით, რომლებიც დადგენილია ინფორმაციის მესაკუთრის ან მისი რწმუნებული პირის მიერ.
2. მესაკუთრის ნებართვის გარეშე იმ ინფორმაციის წვდომა, რომლის დამუშავებაც ხდება ავტომატიზებულ სისტემაში, დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი II
სუბიექტების ურთიერთობა ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დამუშავების დროს
მუხლი 6🔗. ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრესა და ინფორმაციის მესაკუთრეს შორის ურთიერთობა
1. ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვა იმ წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეთანხმებულია ინფორმაციის მესაკუთრესთან ან მის რწმუნებულ პირთან. იგი ვალდებულია შეატყობინოს ინფორმაციის მესაკუთრეს ან მის რწმუნებულ პირს დარღვევის ყოველი ფაქტის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრება ან სახელმწიფო საიდუმლოა, ანდა მიეკუთვნება ინფორმაციის ისეთ ცალკეულ სახეობებს, რომელთა დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრემ ინფორმაციის დაცვა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით.
3. თუ არ მომხდარა ინფორმაციის დაცვის წესების დარღვევა, ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრე პასუხს არ აგებს ინფორმაციის მესაკუთრისადმი მიყენებული ზარალისათვის.
4. წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ინფორმაციის მესაკუთრეს ან მის რწმუნებულ პირს უფლება აქვს კონტროლი გაუწიოს ინფორმაციის დაცვის მოთხოვნების შესრულებას და აუკრძალოს ან შეაწყვეტინოს სისტემის მესაკუთრეს ინფორმაციის დამუშავება ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗. ურთიერთობა ინფორმაციის მესაკუთრესა და მომხმარებელს შორის
ინფორმაციის მესაკუთრე ან მისი რწმუნებული პირები ადგენენ მათ საკუთრებაში არსებული ინფორმაციის მომხმარებლებს და მათი რწმუნების ფარგლებს.
მუხლი 8🔗. ურთიერთობა ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრესა და ავტომატიზებული სისტემის მომხმარებელს შორის
1. ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრე ან განმკარგავი მომხმარებელს აძლევს იმ ინფორმაციის წვდომის საშუალებას, რომელიც მუშავდება ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის მესაკუთრის მიერ დადგენილი რწმუნებების ფარგლებში.
2. ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრე ან განმკარგავი, ინფორმაციის მესაკუთრესთან შეთანხმებით აწესებს ავტომატიზებულ სისტემასთან მომხმარებლის ურთიერთობის რეგლამენტს.
3. ავტომატიზებული სისტემის მესაკუთრე ან განმკარგავი აცნობებს ინფორმაციის მესაკუთრესა და მომხმარებელს ინფორმაციის დამუშავების განსაკუთრებულ მეთოდებს ან მისი გამოყენების ზღვარს, ხოლო ინფორმაციის მესაკუთრე და მომხმარებელი, თავის მხრივ, ადასტურებენ თავიანთ თანხმობას დამუშავების ამ მეთოდებზე.
4. ავტომატიზებული სისტემის განმკარგავმა, ინფორმაციის მესაკუთრეს უნდა შეატყობინოს მის ავტომატიზებულ სისტემაში გამოყენებული ინფორმაციის დაცვის ის ტექნიკური საშუალებები და ტიპური წესები, რომლებიც დადგენილია ავტომატიზებული სისტემის პერსონალისათვის.
თავი III
ინფორმაციის დაცვის ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 9🔗. ავტომატიზებული სისტემის ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა
ავტომატიზებული სისტემის ინფორმაციის დაცვა უზრუნველყოფილია:
ა) სუბიექტების მიერ სამართლებრივი ნორმების, მოთხოვნებისა და დასამუშავებელი ინფორმაციის დაცვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის წესების დაცვით;
ბ) სათანადოდ სერტიფიცირებული იმ გამოყენებითი ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, კავშირის საშუალებებისა და ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ინფორმაციის დაცვის დადგენილ მოთხოვნებს;
გ) ინფორმაციის დაცვის კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 10🔗. ინფორმაციის დამუშავების პირობები
1. ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა ან რომლის დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, უნდა დამუშავდეს ტექნიკური დაცვის ნორმატივების შესაბამისად სერტიფიცირებულ ავტომატიზებულ სისტემაში.
2. ინფორმაცია, რომელიც სხვა სუბიექტების საკუთრებაა, აღნიშნულ ავტომატიზებულ სისტემაში შეიძლება დამუშავდეს ინფორმაციის მესაკუთრის შეხედულებისამებრ.
თავი IV
ინფორმაციის დაცვის ორგანიზაცია ავტომატიზებულ სისტემებში
მუხლი 11🔗. პოლიტიკა ინფორმაციის დაცვის სფეროში
ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის დაცვის ერთიან პოლიტიკას განსაზღვრავს სახელმწიფო, ხოლო საქართველოს საბანკო სისტემაში ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი შემდეგი გზით:
ა) ინფორმაციის დაცვის ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელებით;
ბ) ავტომატიზებული სისტემის ინფორმაციის დაცვის მეთოდური რეკომენდაციების, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებისა და კონცეფციების შემუშავებით;
გ) ავტომატიზებულ სისტემებში დაცვის საშუალებების სერტიფიცირებითა და ტესტირებით;
დ) ავტომატიზებული სისტემის ინფორმაციის დაცვის სათანადო სტრუქტურების შექმნით;
ე) ავტომატიზებული სისტემის ინფორმაციის დაცვის ხარისხის კონტროლით;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაცის წვდომის უფლებების განსაზღვრით.
თავი V
პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვის შესახებ დებულების დარღვევისათვის
მუხლი 12🔗
ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის დაცვის წესების დამრღვევ პირს ეკისრება ზარალის ანაზღაურება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ფორმები.
დროებითი დებულება
საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული ანგარიშსწორების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება აწესრიგებს საბანკო სისტემაში ბანკთაშორისი გადარიცხვების ორგანიზებას ელექტრონული ტექნოლოგიით (ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა).
2. ეს დებულება არ ეხება იმ გადარიცხვებს, რომლებიც არ ხორციელდება ეროვნული ბანკის მეშვეობით.
3. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა უზრუნველყოფს ანგარიშსწორების მონაწილე საბანკო დაწესებულებებს შორის გადარიცხვებს დროის რეალურ ან პაკეტურ რეჟიმში.
4. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისას ინფორმაციის გაცვლის ერთეულია ელექტრონული საგადახდო დავალება, ხოლო პაკეტური რეჟიმის შემთხვევაში – დავალებათა პაკეტი.
5. ელექტრონული ანგარიშსწორებისას დამუშავებისათვის მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ხელმოწერილი ელექტრონული საგადახდო საბუთი.
6. ანგარიშსწორების მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება ეროვნულ ბანკსა და მონაწილეთა შორის ხელშეკრულებების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ელექტრონული ანგარიშსწორებისას ქაღალდის საგადახდო დავალება აღარ გამოიყენება.
8. საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ანგარიშსწორების მონაწილეს უფლება აქვს გამოითხოვოს ქაღალდის პირველადი საგადახდო დავალება.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
– ელექტრონული საგადახდო დავალება – უნაღდო ანგარიშსწორების წესებით გათვალისწინებული ქაღალდის საგადახდო დავალების ელექტრონული ასლი არის იმ ორგანიზაცია-დაწესებულებების სხვა ანგარიშებზე ოპერაციათა წარმოების საფუძველი, რომელსაც ემსახურება ეროვნული ბანკი, აქვს ბეჭდით და ხელმოწერებით დამოწმებული ქაღალდის საგადახდო საბუთების ტოლფასი იურიდიული ძალა;
– ელექტრონული ხელმოწერა – პირადი ხელმოწერის ელექტრონული ანალოგი, არის ინფორმაციის დაცვის საშუალება, ადასტურებს მისი რეგისტრირებული მფლობელის მიერ საბუთის შედგენის, მისი სისწორისა და მთლიანობის ფაქტს;
– ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი – იურიდიული პირი, რომლის ელექტრონული ხელმოწერაც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;
– ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა (შემდგომში – სისტემა) – საერთო სახელმწიფოებრივი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება უქაღალდო ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბანკთაშორისი ელექტრონული გადარიცხვები;
– ანგარიშსწორების მონაწილე – ნებისმიერი საფინანსო-საკრედიტო საწარმო ან ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკორესპონდენტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში (მის დაწესებულებებში), აკმაყოფილებს ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემის მოთხოვნებს და არის ქვეყნის ტერიტორიაზე ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სუბიექტი.
მუხლი 3🔗. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა და მისი ორგანიზაცია
1. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა უზრუნველყოფს:
ა) დროებით თავისუფალი სახსრების ეფექტიან გამოყენებას;
ბ) ანგარიშსწორების საიმედოობის ხარისხის გაზრდას;
გ) ანგარიშსწორების ყველა ეტაპზე ინფორმაციის ნამდვილობის მრავალსაფეხურიან კონტროლს;
დ) მონაცემების არასანქცირებული წვდომისაგან მრავალდონიან დაცვას;
ე) ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მდგომარეობის კონტროლს;
ვ) ანგარიშსწორების მონაწილეთათვის საინფორმაციო მომსახურებას;
ზ) სატექსტო ინფორმაციების (კორესპონდენციების) გაცვლის შესაძლებლობას.
2. სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველია:
ა) მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონი;
გ) კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ;
დ) საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა ნორმატიული აქტები;
ვ) დროებითი დებულება ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის დაცვის შესახებ;
ზ) ეს დებულება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და ნერგავს:
ა) ბუღალტრულ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სტანდარტებს;
ბ) ბანკთაშორისი ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემასთან ურთიერთქმედების ინტერფეისს;
გ) სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ანგარიშსწორების მონაწილეთა უფლება-ვალდებულებებსა და სხვა სახის ნორმატიულ დოკუმენტებს;
დ) სისტემის პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებს.
4. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემის მესაკუთრეა საქართველოს ეროვნული ბანკი და პასუხისმგებელია მისი ზედამხედველობისათვის.
მუხლი 4🔗. ფუნქციონირების რეგლამენტი
1. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა უზრუნველყოფს მასში მონაწილე საბანკო დაწესებულებებს შორის გადარიცხვებს დროის რეალურ (ან პაკეტურ) რეჟიმში საბანკო დღის განმავლობაში.
2. მონაწილეთა შორის შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია სისტემის მუშაობა სხვა რეჟიმშიც.
მუხლი 5🔗. ანგარიშსწორების ტექნოლოგია
1. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა უზრუნველყოფს საბანკო დაწესებულებებს შორის ანგარიშსწორებას მხოლოდ ეროვნული ვალუტით.
2. საწყისი გადარიცხვა სისტემის მიერ მიღებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემის მიერ ელექტრონული შეტყობინებით დადასტურებულია ეს ფაქტი.
3. სისტემის მიერ მიღებული გადარიცხვა სავალდებულოა შესასრულებლად და აღარ ექვემდებარება გაუქმებას ან უკან გამოთხოვას.
4. წარმატებით შესრულებული გადარიცხვა მიმღების ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე აისახება დაუყოვნებლივ, ხოლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება მიმღების ბანკის მიერ მიღების ფაქტის ელექტრონული შეტყობინებით დადასტურებისთანავე.
5. გადამხდელის ბანკისაგან საწყისი გადარიცხვები მიიღება მხოლოდ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადარიცხვებს ბლოკავს მიმღები სისტემა და დგება რიგში სამუშაო დღის ბოლომდე შესაბამისი თანხების ჩარიცხვამდე.
6. თანხების ჩაურიცხაობის შემთხვევაში რიგში დაყენებული გადარიცხვების დამუშავება გადადის მეორე დღისათვის.
7. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ოპერაციების განხორციელება საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი ოდენობით ლიმიტის არსებობის პირობებში.
8. ინფორმაციის რეალური ან პაკეტური რეჟიმით დამუშავებისას პაკეტში არსებული დაწუნებული საბუთი უბრუნდება გამომგზავნს სათანადო ბუღალტრული ასახვით და დაწუნების მიზეზის ჩვენებით.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორების სისტემის აგებულება
ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა შეიცავს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სისტემას, ეროვნულ ბანკში ელექტრონული ანგარიშსწორების მომხმარებელთა სამუშაო ადგილს და ანგარიშსწორების მონაწილეთა სამუშაო ადგილს.
1. ეროვნული ბანკის ცენტრალური სისტემა წარმოდგენილია შემდეგი მოდულებისა და ფუნქციების მეშვეობით:
– ანგარიშსწორების მოდული;
– ინტერფეისები არსებულ სისტემებთან;
– საკრედიტო ლიმიტების ფუნქციები;
– სისტემის თვითდიაგნოსტიკისა და დიაგნოსტიკის ფუნქციები;
– დღის გახსნისა და დახურვის ფუნქციები;
– სისტემის მიერ შესრულებული პროცედურების ქრონომეტრული ფიქსირება;
– დღის განმავლობაში სისტემის მიერ დამუშავებული ინფორმაციის რაოდენობრივი და თანხობრივი აღრიცხვა;
– განვლილი პერიოდის არქივირებულ ინფორმაციაზე მუშაობა;
– ანგარიშსწორების ფასიან საწყისებზე გადასვლის შემთხვევაში კომერციული ბანკების მომსახურების ხარჯების საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ავტომატური ჩამოწერა ტარიფების ცვალებადობის გათვალისწინებით, სათანადო ბუღალტრული გატარებებითა და ადრესატისათვის შეტყობინებით;
– ქაღალდის საგადახდო დავალებიდან ინფორმაციის ელექტრონულ სახედ გარდაქმნის სისწორის შემოწმების მაკონტროლებელი მექანიზმები;
– საცნობარო ინფორმაციის მომსახურების სერვისი;
– ინფორმაციის წვდომის ფუნქცია (უფლებები);
– საკორესპონდენტო ანგარიშის ბლოკირება და საჭიროების შემთხვევაში ლიმიტების დაყენება;
– რიგში ჩაყენებული გადარიცხვების ანალიზი;
– ინტერფეისები სხვა სისტემებთან;
– ეკრანზე ინფორმაციის ძებნის ფუნქციები;
– დასკვნითი ოპერაციები;
– ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ოპერაციები;
– სასესხო ანგარიშების ოპერაციები;
– სამუშაო დღის განმავლობაში ოპერაციათა დასრულებულობის კონტროლის სისტემა;
– ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა.
2. ეროვნულ ბანკში ელექტრონული ანგარიშსწორების მომხმარებელთა სამუშაო ადგილი:
– ეროვნული ბანკის კლიენტურის ანგარიშების მოდული;
– ძირითადი სააღრიცხვო მოდული;
– მთავარი საბუღალტრო წიგნი;
– დღის გახსნისა და დახურვის ფუნქციები;
– დღის განმავლობაში სისტემის მიერ დამუშავებული ინფორმაციის რაოდენობრივი და თანხობრივი აღრიცხვა;
– განვლილი პერიოდის არქივირებულ ინფორმაციაზე მუშაობა;
– ქაღალდის საგადახდო დავალებიდან ინფორმაციის ელექტრონულ სახედ გარდაქმნის სისწორის შემოწმების მაკონტროლებელი მექანიზმები;
– ანგარიშის გახსნა-დახურვის ფუნქცია;
– საცნობარო ინფორმაციის მომსახურების სერვისი;
– ინფორმაციის წვდომის ფუნქცია (უფლებები);
– საკორესპონდენტო ანგარიშის ბლოკირება და საჭიროების შემთხვევაში ლიმიტების დაყენება;
– რიგში ჩაყენებული გადარიცხვების ანალიზი;
– ინტერფეისები სხვა სისტემებთან;
– 902 საბალანსო ანგარიშზე მცდარი ანგარიშის თანხების გატანა;
– ეკრანზე ინფორმაციის ძებნის ფუნქციები;
– დასკვნითი ოპერაციები;
– ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ოპერაციები;
– ოპერაციები სასესხო ანგარიშებზე.
3. ანგარიშსწორების მონაწილეთა სამუშაო ადგილი წარმოადგენს მისი შიდასაბანკო საქმიანობის (საოპერაციო დღის) პროგრამული უზრუნველყოფის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემასთან შემაერთებელ რგოლს.
მუხლი 7🔗. ელექტრონულ საბუთთან მუშაობის წესი
1. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემაში ანგარიშსწორების ინფორმაციის გაცვლის ერთეულია ელექტრონული საგადახდო დავალება (ან დავალებათა პაკეტი – პაკეტური რეჟიმის შემთხვევაში).
2. მონაწილე ელექტრონულ საბუთს ადგენს მისი კლიენტებისა და შიდასაბანკო ოპერაციების ქაღალდის საგადახდო საბუთების საფუძველზე.
3. ანგარიშსწორების დაწყებამდე ხდება ელექტრონული ფოსტით მიღებული საგადახდო დავალების (ან დავალებათა) გაშიფვრა და ელექტრონული ციფრული ხელმოწერების შემოწმება.
4. ანგარიშსწორებისათვის მიიღება მხოლოდ ის ელექტრონული საბუთი, რომლის ელექტრონული ციფრული ხელმოწერის სისწორეც დადასტურდა და რომელიც შეიცავს ქაღალდის საგადახდო დავალების ყველა რეკვიზიტს (მათ შორის – ტექსტურს).
5. ელექტრონული საბუთების რეკვიზიტების შინაარსისათვის პასუხისმგებელია ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი.
6. ელექტრონულ საგადახდო საბუთს, შემოწმების ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭება შესაბამისი სტატუსი და მიიღება შესასრულებლად.
7. ელექტრონულ საბუთებთან მუშაობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ქაღალდზე აღდგენის შესაძლებლობა ყველა რეკვიზიტის შენარჩუნებით.
მუხლი 8🔗. ელექტრონულ ანგარიშსწორებაში გამოყენებული ფორმატები და სტანდარტები
1.„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, ქვეყნის შიდა გადარიცხვებისათვის ელექტრონულ ანგარიშსწორებაში გამოყენებული ქაღალდის საგადახდო დავალებების შესასრულებლად ელექტრონულ ანგარიშსწორებაში გამოიყენება ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების მსოფლიო საზოგადოების (SWIFT-ის) საერთაშორისო ფორმატები: MT-100, MT-200, MT-202, MT-900, MT-910, MT-940, MT-999.
2. აღნიშნული ფორმატები კონკრეტულად აღწერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების „რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის მონაწილის სამუშაო ადგილის მომხმარებლის სახელმძღვანელოში“.
3. ძალაში რჩება ეროვნული ბანკის 1997 წლის 16 ივნისის №32 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშსწორებაში გამოსაყენებული ფორმატები და სტანდარტები“.
მუხლი 9🔗. ელექტრონული საბუთის შენახვისა და განადგურების წესი
1. საარქივო ინფორმაციის ასლი ინახება ისეთ მაგნიტურ მატარებლებზე, რომლებიდანაც უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის გარანტირებული აღდგენა.
2. ასლების აღება წარმოებს 2 ეგზემპლარად.
3. ასლების ეგზემპლარები უნდა ინახებოდეს ერთამანეთისაგან დაშორებულ შენობებში.
4. ელექტრონული საგადახდო დავალებების შენახვა ხდება მიღებისთანავე, ყოველდღიურად, ელექტრონულად ხელმოწერილი და დაშიფრული სახით.
5. ელექტრონული ინფორმაციის ასლების შენახვა და განადგურება რეგულირდება სათანადო ნორმატიული აქტებით, მათი ქაღალდის ასლების ანალოგიურ ვადებში.