,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 22.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №234
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.368
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 23/12/2005
matsne.gov.ge 1,440 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 70.9pt 35.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №234 2005 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულება. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგავაძე) უზრუნველყოს აკრედიტაციის ცენტრისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის პირველი წინადადება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის მომენტიდან. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”, „სტანდარტიზაციის შესახებ”, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ”, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. 3. ცენტრი არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 4. ცენტრი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინასა და ბანკში, ბეჭედი, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო და ბლანკი. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: 0141, საქართველო, თბილისი, ჩარგლის ქ. №67.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი ცენტრის მიზნები და ფუნქციებია: ა) აკრედიტაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ამ სფეროში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; ბ) აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა; გ) აკრედიტაციის სამუშაოთა დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმის სრულყოფის, აკრედიტაციის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აკრედიტაციის სისტემის სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა; ე) აკრედიტაციის მოწმობის (ატესტატის) გაცემა, მისი მოქმედების შეჩერება და გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოება; რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა; ზ) აკრედიტებული პირებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მკაცრი აღრიცხვის ერთიანი ფორმების გაცემა და გამოყენების შესაბამისად მათი რეგისტრაცია აკრედიტებული ორგანოების რეესტრში; თ) აკრედიტებული ლაბორატორიებისათვის დადგენილი წესით ლაბორატორიათაშორისი გამოცდების ორგანიზება და შედეგების მიხედვით მათი დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიების ნუსხაში შეტანა; ი) უზრუნველყოს დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიების ნუსხის პერიოდული გამოქვეყნება; კ) კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა ორგანიზაციასთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, დაკალიბრების ლაბორატორიებისა და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას; ლ) სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხელშეკრულების დადება მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით; მ) საქართველოს წარმოდგენა აკრედიტაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 3🔗. ცენტრის უფლებები და ვალდებულებები 1. ცენტრი უფლებამოსილია: ა) საერთაშორისო ნორმების თანახმად შეიმუშაოს, მიიღოს და გამოაქვეყნოს შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, დაკალიბრების ლაბორატორიების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისადმი მოთხოვნები, აკრედიტაციის წესები და საერთო პროცედურები; ბ) შეასრულოს აკრედიტაციის სამუშაოები და ოფიციალურად აღიაროს შესაბამისობის შემფასებელი იურიდიული ან ფიზიკური პირების (ექსპერტების) უფლებამოსილება შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად; გ) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს განაცხადი შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, დაკალიბრების ლაბორატორიების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისა და ფიზიკური პირების აკრედიტაციისათვის; დ) განახორციელოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და გასცეს შესაბამისი დასკვნა; ე) განახორციელოს აკრედიტებული პირების ზედამხედველობა დადგენილი წესით და საინსპექციო კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ვ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიებიდან, დაკალიბრების ლაბორატორიებიდან, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიებიდან, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებიდან და აკრედიტებული ფიზიკური პირებისაგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი; ზ) განიხილოს აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; თ) მოახდინოს საკუთარი პერსონალის ატესტაცია; ი) გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს კომპეტენციის ფაგლებში. 2. ცენტრი ვალდებულია: ა) შეასრულოს მისთვის დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები; ბ) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა და სტრუქტურა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით. 2. ცენტრის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ცენტრის დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის. 4. ცენტრის დირექტორი: ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ბ) წარმოადგენს ცენტრს რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; გ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი – ბრძანება და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – განკარგულება; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას; ე) დამოუკიდებლად ხსნის ანგარიშებს ბანკებში (ეროვნული, სავალუტო), დებს ხელშეკრულებებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრის სახსრებს; ზ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და შრომის ანაზღაურების ფონდს; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით; ლ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს მუდმივ ან დროებით სამუშაოზე; მ) ქმნის კომისიებს და ორგანიზებას უწევს მათ საქმიანობას; ნ) ქმნის სათათბირო ორგანოს – აკრედიტაციის საბჭოს, რომელიც კოლეგიურად განიხილავს ცენტრის წინაშე დასმულ საკითხებს და იღებს რეკომენდაციის ძალის მქონე გადაწყვეტილებებს; ამტკიცებს საბჭოს რეგლამენტს; ო) უფლებამოსილია მიავლინოს თანამშრომლები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებზე, კონფერენციებსა და პროფესიული დონის ამაღლების კურსებზე. 5. ცენტრის სრუქტურული ერთეულები არიან: ა) საჯარო საინფორმაციო სამსახური; ბ) საფინანსო განყოფილება; გ) აკრედიტაციის, ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის სამსახური. 6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. 7. ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და მასალების წარდგენა. 2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ცენტრის გენერალური დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი მოქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ცენტრი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ცენტრის დაფინანსების წყაროა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) აკრედიტაციის სამუშაოების შესრულების შედეგად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 4. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს. 2. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, ცენტრი მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს. 3. ცენტრის წლიურ ანგარიშს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი.     მუხლი 8🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.