„სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის დამტკიცებისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ"
მიღების თარიღი 22.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №131/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280070120.11.119.004707
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 03/04/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის დამტკიცებისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.25pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 63.75pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.11.119.004.707
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №131/ნ-№50
2001 წ. 22-20 მარტი
ქ. თბილისი
სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის დამტკიცებისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
„უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 თებერვლის №44 ბრძანებულება ეხება 45 ათასამდე უმწეო პენსიონერთა ოჯახს, რისთვისაც „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულია 13,3 მლნ. ლარი. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების განხორციელების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს „უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესი” (თან ერთვის),
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის დეპარტამენტმა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 თებერვლის №44 ბრძანებულების განხორციელების მიზნით მოამზადოს ადგილობრივი მმართველობის გამგეობების (მერიების) წარმომადგენელთა და მათი სოციალური დახმარების განყოფილებების გამგეების თათბირი;
ბ) „უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესი” დაიყვანოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებებამდე, ჩაუტაროს მათ საინსტრუქტაჟო თათბირები და გაუწიოს საჭირო ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარება;
გ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს „უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების” პროგრამის განხორციელების მიზნით საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება;
დ) უზრუნველყოს პროგრამის მონიტორინგის ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან, მასმედიასთან ერთობლივი თანამშრომლობით;
ე) უზრუნველყოს „სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის” შესაბამისად საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ცენტრალურ დაფინანსებაზე მყოფ რაიონებში (ქალაქებში) თანხების გადარიცხვაზე განაცხადების დროული წარდგენა;
ვ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან მიღებული სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღები კონტინგენტის სიები გადასცეს სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტს;
ზ) უზრუნველყოს სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღები კონტინგენტის კომპიუტერული ბაზის სისტემატური განახლება;
თ) მინისტრის საბჭოს ყოველკვარტალურად მოახსენოს ინფორმაცია სოციალური (ოჯახური) დახმარების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტმა (ა. მატკავა) კოორდინაცია გაუწიოს სოციალური (ოჯახური) დახმარების პროგრამის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან თვითდაფინანსების მდგომარეობას.
4. ეთხოვოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს საგანგებო ყურადღება დაუთმონ სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღები კონტინგენტის სწორად შერჩევას, „სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის” შესაბამისად მათთვის დახმარებების დანიშვნის კანონიერებას და დახმარების თანხების გაცემის დროულობას; ამასთან, უზრუნველყონ პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე რაიონის (ქალაქის) საზოგადოებრიობის ფართო ინფორმირება.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა (ჯ. ჯანაშია) პერიოდულად უზრუნველყოს პროგრამის მიმდინარეობის გაშუქება პრესაში.
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ხაჩიძეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვ. გიგოლაშვილს.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
ზ. ნოღაიდელი
უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესი
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების პროგრამის განსახორციელებლად დგინდება სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის შემდეგი წესი:
1. სოციალური (ოჯახური) დახმარება დაენიშნება მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა არამომუშავე, შრომისუუნარო პენსიონერებისა და დედ-მამით ობოლ ბავშვთაგან შემდგარ ოჯახებს, რომელთა წევრებიდან არც ერთს არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული მარჩენალი ამ უკანასკნელთა საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
2. სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღებ ოჯახებში დახმარების ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება პატიმრობაში მყოფი ან იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი და ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირები, აგრეთვე ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
3. სოციალური (ოჯახური) დახმარება არ დაენიშნება მარტოხელა მესამე ჯგუფის ინვალიდებს, რადგან ისინი არ განეკუთვნებიან შრომისუუნარო პენსიონერთა კატეგორიას, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც III ჯგუფის მარტოხელა ინვალიდი გადაცილებულია საპენსიო ასაკს ან ინვალიდობის მიზეზობრივ კავშირში მითითებული აქვს „მომდინარეობს ბავშვობიდან”.
4. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 თებერვლის №44 ბრძანებულების თანახმად, ყოველთვიურად სოციალური (ოჯახური) დახმარება დაინიშნება და გაიცემა:
ა) ერთი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე – 22 ლარი;
ბ) ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე ერთად ცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით – 35 ლარი;
გ) მეურვეობის (მზრუნველობის) ქვეშ მყოფ ყოველ დედ-მამით ობოლ ბავშვზე – 22 ლარი, მათი მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად.
5. თუ დახმარების ოდენობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღება მარტოხელა პენსიონერის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვი, მაშინ ერთ-ერთი ბავშვის 18 წლის ასაკის დადგომის შემდეგ ეს ოჯახი კარგავს სოციალური (ოჯახური) დახმარების მიღების უფლებას.
6. თუ ოჯახში დედ-მამით ობოლი ბავშვებიდან რომელიმე სრულწლოვანი გახდა, მაგრამ აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, მაშინ მას უგრძელდება სოციალური (ოჯახური) დახმარების გაცემა 23 წლის ასაკამდე სწავლის პერიოდში, შემდეგ კი უწყდებათ, ხოლო დანარჩენებს უნარჩუნდებათ.
7. თუ მარტოხელა პენსიონერს სტიქიური უბედურების გამო (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი, მიწისძვრა და ა.შ) დაენგრა საცხოვრებელი სახლი და შეკედლებულია სხვა ოჯახში, სოციალურ (ოჯახურ) დახმარებაზე სხვა უფლებების არსებობის შემთხვევაში მას დაენიშნება ეს დახმარება და გაიცემა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ან პენსიის მიღების ადგილის მიხედვით.
8. თუ მარტოხელა პენსიონერი (ასაკით, I ან II ჯგუფის ინვალიდობით) ცხოვრობს პენსიონერ მშობლებთან ერთად ერთ ოჯახად, მაგრამ მშობლებს არ აქვთ სოციალური (ოჯახური) დახმარების მიღების უფლება, ასეთ შემთხვევაში ამ პენსიონერს დახმარება დაენიშნება პირადად.
9. სოციალური (ოჯახური) დახმარების პროგრამა არ ვრცელდება:
ა) ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
ბ) იმ პენსიონერთა ოჯახებზე, რომელთა წევრებს „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”, „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” და „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად დანიშნული აქვთ პენსიები;
გ) ოჯახებზე, რომელთა შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, თუ მათ პენსია განსაზღვრული აქვთ „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად;
დ) ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ შრომისუნარიანი მშობელი, შვილი, გერი, შვილიშვილი, შვილობილი და მზრუნველი პირი, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
10. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მოთხოვნის შესაბამისად, უმწეო მდგომარეობაში მყოფ არამომუშავე მარტოხელა პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახების სოციალური (ოჯახური) დახმარების დაფინანსება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 8630,0 ათასი ლარის ოდენობით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაზით, რომელიც უნდა დაფინანსდეს აგრეთვე ამ პროგრამის განხორციელების მონიტორინგის, საფოსტო და სხვა საორგანიზაციო ხარჯები;
ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქ. თბილისში, ქ. რუსთავში და ქ. ფოთში, ბორჯომის, ზესტაფონის, სამტრედიის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, მცხეთის, ხაშურის, გარდაბნის, ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონებში უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების, აგრეთვე ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო საფოსტო და სხვა საორგანიზაციო ხარჯები გაიწევა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან.
11. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სოციალურ (ოჯახური) დახმარებას ნიშნავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგეობები /მერიები/ საკრებულოებთან შეთანხმებით, კონტინგენტის მატერიალური მდგომარეობისა და სოციალური პირობების გათვალისწინებით; სათანადო დოკუმენტაციას აფორმებენ შესაბამისი სოციალური დახმარების განყოფილებები; სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღებთა საერთო სია გამგებლის (მერის) ხელმოწერით, ბეჭედდასმული იგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო შემდგომში კი – ინფორმაცია სოციალური (ოჯახური) დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ.
12. სოციალური დახმარების განყოფილებები:
ა) სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღებთა რაოდენობის დაზუსტების მიზნით, დახმარების მთხოვნელთა განცხადებებს რეგისტრაციაში ატარებენ წესის გაცნობის შემდეგ, ქრონოლოგიურად, ზონარგაყრილ ჟურნალში;
ბ) განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში ამოწმებენ დახმარების მომთხოვნი პირის სოციალურ მდგომარეობას, აზუსტებენ, ჰყავს თუ არა მას სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედითუნარიანი მარჩენალი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ადგენენ შესაბამის დოკუმენტს სოციალური მუშაკის ხელმოწერით და ამის შემდეგ წყვეტენ სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნის საკითხს;
გ) სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა ფორმდება სრულყოფილი საბუთების საფუძველზე დახმარების მიღების უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ კალენდარული წლის 1 იანვრიდან ან მოქალაქის მიერ განცხადებით მომართვის თვის მომდევნო კვარტალის პირველი თვიდან;
დ) სისტემატურად ამოწმებენ უმწეო მარტოხელა პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს, რის საფუძველზეც შეაქვთ შესაბამისი შესწორებები სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღებთა საქმეებში; ცვლილებებში იგულისხმება პენსიონერთა ახალი ოჯახის გამოვლენა ან გაუქმება, პენსიონერ წევრთა მატება-გამოკლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგომა;
ე) დახმარების მიმღების პირადი საქმის საფუძველზე ადგენენ მიმღებთა პირად ბარათებს, რომლებშიც აისახება დახმარების თანხების მოძრაობა.
13. სოციალური (ოჯახური) დახმარების მომთხოვნი ოჯახის ერთ-ერთი წევრი (ბინის ძირითადი დამქირავებელი, კომლის უფროსი, მეურვე-მზრუნველი, ხოლო მარტოხელა პენსიონერი – პირადად) ავსებს განცხადებას დადგენილი ნიმუშის შესაბამისად და მასთან ერთად სოციალური დახმარების გაანყოფილებას წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, საპენსიო წიგნაკს და ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან. შესაბამისი დაწესებულებები ვალდებულნი არიან ცნობები გასცენ კომუნალური და მიწის გადასახადის დავალიანების დაფარვის მოთხოვნის გარეშე ან იგივე მონაცემები შეიტანონ სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმაში, რაც მოწმდება ხელმოწერით და ბეჭდით.
14. სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერის და დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახს შეუძლია წარადგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ნებისმიერი ფორმით, რომელშიც შესაბამისი საკრებულოს მიერ სრულად უნდა იყოს აღნიშნული განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი და სოციალური მდგომარეობა (მარტოხელაა, არა ჰყავს კანონით გათვალისწინებული მარჩენალი, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, არ მუშაობს და ა.შ.).
15. დახმარების მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა სოციალური დახმარების განყოფილებიდან მიეცემა მხოლოდ ოჯახის იმ წევრს, რომელიც განეკუთვნება ამ წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას.
16. სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღებნი ვალდებულნი არიან ოპერატიულად აცნობონ სოციალური დახმარების განყოფილებას ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებმა ოჯახმა დაკარგა მისი მიღების უფლება და ამის შესახებ არ შეატყობინა სოციალური დახმარების განყოფილებას, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.
17. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოციალური (ოჯახური) დახმარების დაფინანსება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით წარმოებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მეშვეობით, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა რიცხავს შესაბამის თანხებს რაიონების (ქალაქების) საფოსტო განყოფილებებში მიზნობრივად გასაცემად.
18. სოციალური (ოჯახური) დახმარების დაფინანსების თაობაზე განაცხადი უნდა წარუდგინონ:
ა) პროგრამის ცენტრალურ დაფინანსებაზე მყოფი რაიონების (ქალაქების) სოციალური დახმარების განყოფილებებმა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვისა;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ქ. თბილისის რაიონების, ფოთის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, სამტრედიის, საგარეჯოს, მცხეთის, ხაშურის, ბორჯომის, ბოლნისის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის და თეთრიწყაროს რაიონების სოციალური დახმარების განყოფილებებმა შესაბამისი ქალაქის, რაიონის საფინანსო განყოფილებას დაფინანსების უზრუნველყოფისათვის.
19. რაიონების (ქალაქების) სოციალური დახმარების განყოფილებები ამ წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური (ოჯახური) დახმარების საქმეებიდან ორ ეგზემპლარად ადგენენ რეესტრს აღნიშნული კონტინგენტის საცხოვრებელი ადგილის მომსახურე საფოსტო განყოფილების მიხედვით, და:
ა) რეესტრის პირველი პირი ეგზავნება ქალაქის (რაიონის) საფოსტო განყოფილებას (თბილისში – თბილფოსტამტს) სოციალური (ოჯახური) დახმარების გაცემის ფორმა დ-2-თან ერთად, რომელიც დგება სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღები ოჯახის წარმომადგენელზე (განმცხადებელზე);
ბ) რეესტრის მეორე პირი რჩება რაიონის (ქალაქის) სოციალური დახმარების განყოფილებაში.
20. სოციალური (ოჯახური) დახმარების გამცემი საფოსტო განყოფილებები თანხების გაცემის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად რეესტრით უბრუნებენ სოციალური დახმარების განყოფილებას, რომელსაც ამის საფუძველზე შესაბამისი მონაცემები შეაქვს დახმარების მიმღებთა პირად ბარათებში.
21. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური (ოჯახური) დახმარება საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
22. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური (ოჯახური) დახმარების გაცემის შედეგების თაობაზე ყოველთვიური /ნაზარდი ჯამით/ ანგარიში დადგენილი ფორმით ადგილობრივი მმართველობის გამგეობების (მერიების) მიერ წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
23. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროები სისტემატურ ზედამხედველობას ახორციელებენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ოჯახებისათვის სოციალური (ოჯახური) დახმარების მიზნობრივად გაცემის სისწორეზე ყოველკვარტალური მონიტორინგის საშუალებით.