„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №361
2002 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოსფინანსთასამინისტროსდროებითიდებულებისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსპრეზიდენტის 2002 წლის19 ივლისის№343 ბრძანებულებაშიცვლილებებისადადამატებებისშეტანისთაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №343 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებით დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-20 პუნქტს სიტყვების „საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის“ წინ დაემატოს სიტყვები „საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება“.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა), მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების (გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა), საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ათავისუფლებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამინისტროს“.
3. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამინისტროს ტერიტორიული ერთეულებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა“.
4. დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველოების, რეგიონალური საბაჟოებისა და სხვა ორგანოს მეშვეობით, რომელთა სამართლებრივი სტატუსი და ორგანიზაციული სტრუქტურა განისაზღვრება საბაჟო დეპარტამენტისა და შესაბამისი ორგანოების დებულებებით.“.
5. ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანგებო ლეგიონის ძირითადი ამოცანებია საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა-აღკვეთა და თავიდან აცილება, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების გამოვლენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოკვლევის წარმოება, საგადასახადო კანონმდებლობისა და საბაჟო წესების დარღვევისათვის ხელშემწყობი პირობების გამოვლენა, კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმოება, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებსა და მათში მონაწილე პირების შესახებ, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა და სათანადო რეაგირება, დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავი, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
ე. შევარდნაძე