საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994-1995 წლების ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ლიცენზირება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №398     

1998 წლის 3 ივლისი

ქ.თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994-1995 წლების ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1996 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილება თანდართული ნუსხის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ძალადაკარგული დადგენილებების ნუსხა

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 მარტის №170 დადგენილება „საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვისა და საავიაციო სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის №180 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ფულის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“.

3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის № 197 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის, რეპატრიაციისა და განსახლების სახელმწიფო ფონდის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“.

4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 მაისის №230 დადგენილება „ხორბლისა და ფქვილის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ ”.

5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრასებსა და ხაზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის მოცულობათა სარეალიზაციო სააგენტოების ლიცენზირების შესახებ“.

6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის №370 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ადგილობრივი მმართველობის საკითხთა სამსახურის დროებითი დებულების შესახებ“.

7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 10 ოქტომბრის №643 დადგენილება „საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებისა და საავიაციო სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 მარტის №170 დადგენილებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე“ .

8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 დეკემბრის №755 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “.

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994-1995 წლების ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994-1995 წლების ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994-1995 წლების ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994-1995 წლების ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111862/