საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №415

1998 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის შემოღების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პირადი შემადგენლობის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის ესკიზები.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის ეტაპობრივი გადასვლა ეროვნული ფორმის ტანსაცმელზე განხორციელდეს 1998 წლიდან საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გამოყოფილი სახსრების ხარჯზე.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე