რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპაერტამენტისათვის დასაცავად გადაცემის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №417
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1998
matsne.gov.ge 1,394 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
საკითხის დასახელება პასუხისმგებელი შესრულებაზე
კანონის მიღება სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტი (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
საზღვაო მონაკვეთის გადმოცემის კონკრეტული გეგმა-გრაფიკი (ობიექტების მიხედვით) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
კონსულტაციები საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთის პატრულირების მექანიზმებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გადმოსაცემ საზღვრის მონაკვეთებზე განლაგებული ობიექტების ერთობლივი დათვალიერება საქართველოს.სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

დოკუმენტის ტექსტი

რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპაერტამენტისათვის დასაცავად გადაცემის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 49.5pt 58.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №417 1998 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დასაცავად გადაცემის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საზღვაო მონაკვეთისა და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიღებასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესრულების მიზნით: 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე უზრუნველყონ 1998 წლის 27 ივნისის ქ.მოსკოვში სასაზღვრო საკითხებზე საქართველო-რუსეთის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე ვიზირებული შეთანხმების პროექტების ხელმოწერა: ა) „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“; ბ) „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უძრავი ქონების გადაცემის და მოძრავი ქონების გაყოფის წესისა და ვადის შესახებ“. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე ხელმოსაწერად მოამზადოს ოქმი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურს შორის რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის დროებით მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მიღება-გადმოცემის წესის შესახებ“. 3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი თვის ვადაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს დეპარტამენტისათვის კადრების მომზადების პერსპექტიული გეგმა. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთის პატრულირების მექანიზმთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის (1998 წლის ივლისი-აგვისტო). 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მოამზადოს და მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში უზრუნველყოს თურქეთისა და რუსეთის მხარესთან შემდგომი შეთანხმებების პროექტებზე ხელის მოწერა: ა) შეთანხმების პროექტი „საქართველო-რუსეთის ფედერაციის და საქართველო-თურქეთის რესპუბლიკას შორის შავ ზღვაზე სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გაყოფის შესახებ“; ბ) შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ“; გ) შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ“; დ) შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ“. 6. რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურისაგან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მისაღებად და მომავალში მისი დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ.თევზაძე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტმენტს გადასცეს 750 (შვიდას ორმოცდაათი) საშტატო ერთეული (მათ შორის: ოფიცერი – 100, ზემსახური – 300, სერჟანტი – 50, რიგითი – 300) შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით. 7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოეყოს 2 (ორი) მილიონი ლარი რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურისაგან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიღებისა და მისი დაცვის სისტემის შექმნის ხარჯების დასაფინანსებლად. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი): ა) 1998 წლის მესამე კვარტალის ბოლომდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების გაცემა; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმალურად უზრუნველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული თანხებით. წლის ბოლომდე დარჩენილი საბიუჯეტო სახსრებიდან ერთი მილიონი ლარი გადმოტანილ იქნეს აგვისტოს თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის შეუფერხებელი მიღების უზრუნველსაყოფად. 9. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა გამგზავრების ორგანიზაცია და უსაფრთხოება. 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (ა. გორგილაძე), საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში (გ. ბარამიძე), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ბ.ჯიქია) საჭირო ზომები მიიღონ საზღვრის დაცვის მართვის სისტემების შესაქმნელად სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურისათვის საჭირო მიწის ფართობებისა და შენობა-ნაგებობების მუდმივ სარგებლობაში გადაცემისათვის. 11. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია): ა) სათანადო დახმარება გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს რადიოკავშირის და სადენური კავშირის სისტემების ორგანიზაციაში საქართველოს სახმელეთო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ) დადგენილი წესით მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირებისა და ქვედანაყოფებისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანების შესრულებისას კავშირგაბმულობის არხების რიგგარეშე გამოყენების წესი. 12. დამტკიცდეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საზღავაო მონაკვეთის გადმოცემასთან დაკავშირებულ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი (თან ერთვის). 13. ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველთვიურად წარმოადგინოს ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭოში. ე. შევარდნაძე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის გადმოცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა  გეგმა-გრაფიკი საკითხის დასახელება პასუხისმგებელი შესრულებაზე შესრულების ვადა შენიშვნა რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უძრავი ქონების გადმოცემის და მოძრავი ქონების გაყოფის წესისა და ვადების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ივლისი შეთანხმების პროექტი ვიზირებულია 1998 წლის 27 ივნისს ქ. მოსკოვში სასაზღვრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომის დროს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ივლისი შეთანხმების პროექტი ვიზირებულია 1998 წლის 27 ივნისს ქ. მოსკოვში სასაზღვრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომის დროს კანონის მიღება სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტი (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი სექტემბერი 1998 წელი მიღებულია ორი მოსმენით საზღვაო მონაკვეთის გადმოცემის კონკრეტული გეგმა-გრაფიკი (ობიექტების მიხედვით) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ივლისი 1998 წელი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის გადმოცემის კონკრეტული გეგმა-გრაფიკი (ობიექტების მიხედვით) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ივლისი 1998 წელი სასაზღვრო ობიექტების გადმოცემა-მიღების წესის განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ივნისის №390 ბრძანებულების გათვალისწინებით ეროვნული უშიშროების საბჭო ივლისი 1998 წელი ივლისი 1999 წელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთდახმარების გეგმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი კონსულტაციები საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთის პატრულირების მექანიზმებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი კონსულტაციები საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის საზღვრის დაცვის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით (საქართველოს პოზიციის შემუშავება) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი გადმოსაცემ საზღვრის მონაკვეთებზე განლაგებული ობიექტების ერთობლივი დათვალიერება საქართველოს.სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი თანამშრომლობის განვითარება რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობასთან (წინადადებების მომზადება მრჩევლების, კონსულტანტებისა და სპეციალისტების დახმარების შესახებ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი (რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით) აგვისტო 1998 წელი საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დროებით სარგებლობაში არსებული და 1992-98 წლებში უკანონოდ გატანილი მოძრავი ქონების გაყოფის წესთან დაკავშირებული ოქმის მომზადება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით) ივლისი 1998 წელი ექსპერტთა შეხვედრის ორგანიზება მოძრავი ქონების გაყოფასთან და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია სასაზღვრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომის ოქმით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი დიპლომატიური არხებით უცხოეთის ქვეყნებისათვის შეტყობინების უზრუნველყოფა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის და სახელმწიფო საზღვრის საზღვაო მონაკვეთის დაცვასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი კონსულტაციები საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის და სახელმწიფო საზღვრის საზღვაო მონაკვეთის გადმოცემასთან დაკავშირებით საჭირო საინფორმაციო და იურიდიულ პროცედურებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივლისი 1998 წელი