საქართველოში მცხოვრებ უდედმამო ბავშვთა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 02.08.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №445
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში მცხოვრებ უდედმამო ბავშვთა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 49.5pt 1.0in 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №445
1998 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში მცხოვრებ უდედმამო ბავშვთა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მცხოვრებ უდედმამო ბავშვთა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიზნით:
1. საქართველოში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც ზრუნვისა და მეურვეობისათვის თავის წევრად მიიღებენ სახელმწიფო აღმზრდელობით დაწესებულებებში განწესებულ უდედმამო ბავშვებს, დაუწესდეთ საქართველოს პრეზიდენტის ერთჯერადი თანადგომა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.
1998 წელს ამ მიზნით თანხები გამოიყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან, ხოლო მომდევნო 1999 წელს ასეთი თანხები გაიცეს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული შესაბამისი საბავშვო დაწესებულებების შესანახი ხარჯებიდან.
2. იმ ოჯახებს, რომლებიც იზრუნებენ და მეურვეობას გაუწევენ საბავშვო სახლებისა და სპეციალური ინტერნატული დაწესებულებების აღსაზრდელს, დაუწესდეთ სოციალური დახმარება ბავშვის სრულწლოვანებამდე თვეში ორმაგი მინიმალური ხელფასის ოდენობით შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან.
მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საერთაშორისო საზოგადოება „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ მათვე შეძლებისდაგვარად აღმოუჩენს მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) ერთ თვეში შეიმუშაონ აღნიშნული ოჯახების ფინანსური დახმარებისა და გაცემის წესი.
4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს იმ უდედმამო ბავშვების სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება, რომელთაც სახელმწიფო აღმზრდელობითი დაწესებულებებიდან ზრუნვისა და მეურვეობის მიზნით მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ოჯახები.
5. საქართველოს განათლების სამინისტრომ, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ თავიანთ უწყებრივ სააღმზრდელო დაწესებულებებში შეარჩიონ ის ბავშვები, რომელთა მეურვეობაც შეიძლება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. განათლების ადგილობრივმა ორგანოებმა შეარჩიონ შესაბამისი ოჯახები, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნულ ბავშვებზე ზრუნვისა და მეურვეობის სურვილი, შესაბამისი პირობები და განათლების სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია მათ შესახებ.
ე. შევარდნაძე