"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N10 დადგენილებაში –"ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.114.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 09/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 25 ნოემბერი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №10 დადგენილებაში–„ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად

საკრებულომ დაადგინა:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №10 დადგენილებაში „ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №10 დადგენილების „ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართულ ი დებულების I თავის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარეს  თანამდებობაზე ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით მ მართველობის შესახებ“ 28-ე და საკრებულოს დებულების 26-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №10 დადგენილების „ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართულ ი დებულების I თავის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას.

2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                      ა. ხუნდაძე