„აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.08.2001
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 300390000.11.114.004945
გამოქვეყნების წყარო სსმ, 94, 06/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | წარმადობა აირის (ჰაერის) მიხედვით - შესასვლელზე - გამოსასვლელზე |
| 2 | გასაწმეგდ აირში (ჰაერში) მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია - შესასვლელზე - გამოსასვლელზე |
| 3 | აირის გაწმენდის ეფექტურობა |
| 4 | სხვა დამახასიათებელი მაჩვენებლები |
| 5 | გასაწიენდი აირის (ჰაერის) ტენშემცველობა |
| 6 | გასაწმენდ აირში (ჰაერში) მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია - შესასვლელზე - გამოსასვლელზე |
| 7 | წყლის (ხსნარის) ხარჯი |
| 8 | წყლის (ხსნარის) წნევა |
| 9 | სხვა დამახასიათებელი მაჩვენებლები |
| N | აპარატის დასახელება და ტიპი |
| ნახაზების, სქემების დასახელება | ნახაზების, სქემების № |
| თარიღი | აპარატის, კვანძის დასახელება |
| რიგისტ-რაციის თარიღი | რეგისტ-რაციის ნომერი |
| № | მაჩვენებლების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
„აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:1.4pt;}
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;}
p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; }
p.gazeti, li.gazeti, div.gazeti { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.t-1, li.t-1, div.t-1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.114.004.945
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №111-67
2001 წლის 20-27 აგვისტო ქ. თბილისი
„აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ., №
30/37) მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ც) ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლის დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“.
2. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ჩხარტიშვილი ნ. ჩხობაძე
ინსტრუქცია
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის
ექსპლუატაციის წესების შესახებ
თავი I. ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც შემუშავებულ იქნა ინსტრუქცია
„აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“
ინსტრუქცია შემუშავებულია ”ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ც) ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.
მუხლი 2🔗. ინსტრუქციის რეგულირების საგანი
ინსტრუქცია არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.
მუხლი 3🔗. ინსტრუქციის მიზანი და ამოცანა
1. ინსტრუქციის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებში არსებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების შემუშავება.
2. ინსტრუქციის ამოცანაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებში არსებულ აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. ძირითად ცნებათა განმარტებანი
ამ ინსტრუქციაში გამოყენებული ცნებები ნიშნავს:
ა) „
ატმოსფერული ჰაერი“ – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;
ბ) „
მავნე ნივთიერება“ – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
გ) „
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება“ – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
დ) „
აირმტვერდამჭერი მოწყობილობა“ – ნაგებობების, დანადგარების და აპარატურის კომპლექსი, რომელიც დანიშნულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებიდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებების დასაჭერად ან მათ გასაუვნებლად;
ე) „
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის აპარატი“- მოწყობილობის ელემენტი, რომელშიც უშუალოდ ხორციელდება მავნე ნივთიერებების შერჩევითი დაჭერის ან მათი გაუვნებლობის პროცესი;
ვ) „
ეფექტური აირმტვერდამჭერი მოწყობილობა“ – მოწყობილობა, რომელიც გამართულ მდგომარეობაში უზრუნველყოფს აირჰაერნარევის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან ან მათ გაუვნებლობას პროექტით დადგენილ კონცენტრაციამდე;
ზ) „
არაეფექტური აირმტვერდამჭერი მოწყობილობა“ – მოწყობილობა, რომელიც გამართულ მდგომარეობაში ვერ უზრუნველყოფს აირჰაერნარევის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან ან მათ გაუვნებლობას პროექტით დადგენილ კონცენტრაციამდე, გამოწვეულს:
ზ.ა) მოწყობილობის შესასვლელში აირის ოპტიმალური პარამეტრების დაუცველობით;
ზ.ბ) მოწყობილობის დამზადების დაბალი ხარისხით ან კონსტრუქციული ხარვეზებით.
თ) „
გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა“ – მოწყობილობა, რომლის ყველა კვანძი გამართულ მდგომარეობაშია და მათი მუშაობის მაჩვენებლები შეესაბამება საპროექტო მაჩვენებლებს;
ი) „
გაუმართავი აირმტვერდამჭერი მოწყობილობა“ – მოწყობილობა, რომელსაც დაზიანებული აქვს მექანიკური, ელექტრონული ან სხვა კვანძები და რომლებიც იწვევენ აირჰაერნარევის გამოსვლის ადგილას გაფრქვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდას ან მოწყობილობის მუშაობის საიმედოობის შემცირებას, აგრეთვე მოწყობილობის ექსპლუატაციის და მომსახურების გაძნელებას.
მუხლი 5🔗. ზოგადი მოთხოვნები აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ
1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები (შემდგომში – „
ამეწ“) სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, რომლებსაც გააჩნიათ აირმტვერდამჭერი მოწყობილობები და რომლებიც დაკავებულნი არიან მათი ექსპლუატაციით და რემონტით.
2. „
ამეწ“ არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებთან და რადიოაქტიურ და ბაქტეოროლოგიური ნივთიერებების გამფრქვევ აგრეგატებთან დაკავშირებულ აირმტვერდამჭერ მოწყობილობებზე.
3. „
ამეწ“-ის საფუძველზე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა დაამუშაონ და დაამტკიცონ საწარმოო ინსტრუქციები აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის და მომსახურების შესახებ ამ მოწყობილობების მუშაობის პირობების, მოწყობილობების დამამზადებელი ქარხნის დოკუმენტაციების და საპროექტო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. საწარმოო ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს:
ა) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების სქემას;
ბ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების და მასში შემავალი აპარატების ტექნიკურ დახასიათებებს;
გ) ცნობებს პროექტით გათვალისწინებული კონტროლის და ავტომატიკის ხელსაწყოების შესახებ;
დ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის ოპტიმალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ პარამეტრებს;
ე) ტექნოლოგიური დანადგარის მუშაობის რეჟიმს, რომელიც უზრუნველყოფს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის ოპტიმალურ პარამეტრებს;
ვ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის პარამეტრების გაზომვებისათვის სინჯების აღების წერტილების განლაგების სქემას;
ზ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის და მომსახურების სააღრიცხვო-საანგარიშო ჩამონათვალს მათი შევსების პერიოდულობის ჩვენებით;
თ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გაშვების, გაჩერების და მომსახურების წესებს;
ი) ტექნოლოგიური და აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მათი მომსახურე პერსონალის მოქმედების წესებს;
კ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის და მომსახურების უსაფრთხოების წესებს.
4. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია დანიშნოს ბრძანებით საამქროებში (უბნებში) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციაზე და მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) „
ამეწ“-ის და აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის და მომსახურების საწარმოო ინსტრუქციის დაცვა;
ბ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტების და რეკონსტრუქციების დროული ჩატარების ორგანიზება;
გ) აირდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის და მომსახურების სააღრიცხვო-საანგარიშო დოკუმენტაციის წარმოება;
დ) მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული მიწერილობების დროული შესრულების ორგანიზება.
5. აირმტვერდამჭერი მოწყობილობები უნდა მუშაობდნენ საიმედოდ, შეუფერხებლად და პროექტით გათვალისწინებული მაჩვენებლებით ან გამშვებ-გასამართი სამუშაოების შედეგად მიღებული მაჩვენებლებით, რომლებიც შეთანხმებული უნდა იყოს პროექტის დამმუშავებელ ორგანიზაციასთან ან სხვა კომპეტენტურ ორგანიზაციასთან.
6. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციისას ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც შეიცავს მათი მუშაობის რეჟიმის მახასიათებელ ძირითად მაჩვენებლებს.
7. თითოეულ აირმტვერდამჭერ მოწყობილობაზე საწარმოს მიერ დგება ტექნიკური პასპორტი (დანართი 1), რომელშიც ნაჩვენებია მოწყობილობის ძირითადი მახასიათებლები და მისი მუშაობის ძირითადი პარამეტრები. მისი შევსების წესები წარმოდგენილია დანართი 2-ში.
8. აირმტვერდამჭერი მოწყობილობები მათი გამართული და ეფექტური მუშაობის შესაფასებლად ექვემდებარებიან ტექნიკურ დათვალიერებას არანაკლებ ერთხელ კვარტალში საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი კომისიის მეშვეობით. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ტექნიკური დათვალიერების შედეგების მიხედვით დგება მათი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი (დანართი 3), რომელიც თან ერთვის მოწყობილობის პასპორტს.
9. აირმტვერდამჭერი მოწყობილობები ექვემდებარებიან მათი მუშაობის ეფექტურობის (ე.ი. მოწყობილობის მუშაობის ფაქტობრივი პარამეტრების შესაბამისობა პროექტით გათვალისწინებულთან) შემოწმებას არანაკლებ ერთხელ წელიწადში, ხოლო აირმტვერდამჭერი მოწყობილობები მაღალი ტოქსიკური ნაერთების შემცველობით – არანაკლებ ორჯერ წელიწადში. შემოწმების შედეგების მიხედვით დგება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობის შემოწმების აქტი (დანართი 4), რომელიც თან ერთვის მოწყობილობის პასპორტს. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობის შემოწმება სწარმოებს, აგრეთვე, მათი მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური რემონტის შემდეგ, და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის შეცვლისას.
10. ყველა აირმტვერდამჭერი მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იქნეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის შესაბამის ტერიტორულ ორგანოში.
11. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების რემონტი უნდა წარმოებდეს ტექნოლოგიური მოწყობილობების გაჩერებული მდგომარეობის პირობებში. გარემონტებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობები უნდა მუშაობდნენ საპროექტო მაჩვენებლებით.
12. აკრძალულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის კონსტრუქციის შეცვლა ან მოდერნიზაცია ამ მოწყობილობის პროექტის დამამუშავებელ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე.
13. აკრძალულია ტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპლუატაცია გამორთული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების შემთხვევაში.
14. აკრძალულია ტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებლურობის გაზრდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების სიმძლავრესთან შეუსაბამოდ.
15. საწარმოში „
ამეწ“-ის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობას.
თავი II. ძირითადი ნაწილი
მუხლი 6🔗. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების აპარატები
აირმტვერდამჭერი მოწყობილობების აპარატები მავნე ნივთიერებების გაწმენდის მეთოდებისგან დამოკიდებლებით იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
ა) I ჯგუფი – მშრალი მექანიკური მტვერდამჭერები (გრავიტაციული, ინერციული, როტაციული და ა.შ.);
ბ) II ჯგუფი – სველი მექანიკური მტვერდამჭერები (ინერციული, ქაფიანი, კონდენსაციური), სარეცხლები (დარტყმით-ინერციული, ცენტრიდანული, ვენტურის და ა.შ.);
გ) III ჯგუფი – სამრეწველო ფილტრები (სახელოიანი, ბოჭკოვანი, მარცვლოვანი და ა.შ.);
დ) IV ჯგუფი – ელექტროსტატიკური მტვერდამჭერები (მშრალი, სველი ელექტროფილტრები და ა.შ.);
ე) V ჯგუფი – აირადი მინარევებისაგან აირის გაწმენდის ქიმიური აპარატები (აბსორბერები, ადსორბერები და ა.შ.);
ვ) VI ჯგუფი – აირადი მინარევებისაგან აირის გაწმენდის თერმული და თერმოკატალიზური აპარატები (წვის ღუმელები, კატალიზური რეაქტორები და ა.შ.).
მუხლი 7🔗. მოთხოვნები მშრალი მექანიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციისას
1. მშრალი მექანიკურ მტვერდამჭერების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ:
ა) მტვერდამჭერების კორპუსი, ბუნკერები, ლიუკები. მილტუჩა შეერთებები ჰერმეტულია;
ბ) მტვრის დონე მაგროვებელ ბუნკერებში იმყოფება დასაშვებ საზღვრებში;
გ) მტვრის მოცილების მექანიზმები და მისი ტრანსპორტირების საშუალებანი გამართულ მდგომარეობაშია და მზად არიან საექსპლუატაციოდ;
დ) სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია, მტვერდამჭერები მუშა მდგომარეობაშია;
ე) კონტროლის და ავტომატიკის ხელსაწყოები დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერ მოწყობილობაზე და გამართულ მდგომარეობაშია.
2. მშრალი მექანიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) მტვერდამჭერების ჰერმეტულობის უზრუნველყოფა, აირის გაჟონვის (წნევის ქვეშ მუშაობისას) ან ჰაერის დასაშვებ სიდიდეზე ჭარბი შეწოვის (გაუხშოებისას) თავიდან აცილება;
ბ) ბუნკერების დროული გათავისუფლება მასში დაგროვილი მტვრისაგან და მისი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დანიშნულ ადგილზე;
გ) მტვერდამგროვებლის და მტვერამღების სისტემებში მტვრის შეტკეპნის და ცემენტაციის თავიდან აცილება.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები სველი მექანიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციისას
1. სველ მექანიკურ მტვერდამჭერებს უნდა ჰქონდეთ:
ა) ხარჯსაზომები და მანომეტრები მომრწყველი სითხის მიწოდების კონტროლისათვის;
ბ) ჰიდროსაკეტები ჰაერის შეწოვის აცილებისათვის შლამის მოშორების დროს.
2. სველი მექანიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ
ა) წყლის ან სხვა მომრწყველი რეაგენტის დონე აპარატების ჰიდროსაკეტებში იმყოფება ოპტიმალურ საზღვრებში;
ბ) მორწყვის და შლამის მოშორების სისტემები გამართულ მდგომარეობაშია და მზად არიან საექსპლუატაციოდ;
გ) მომრწყველი სითხე მოწოდებულია;
დ) სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია, მტვერდამჭერები მუშა მდგომარეობაშია;
ე) კონტროლისა და ავტომატიკის ხელსაწყოები დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერ მოწყობილობაზე და გამართულ მდგომარეობაშია.
3. სველი მექანიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) მტვერდამჭერების ჰერმეტულობის უზრუნველყოფა, აირის, მომრწყველი სითხის გაჟონვის ან ჰაერის დასაშვებ სიდიდეზე ჭარბი შეწოვის თავიდან აცილება;
ბ) მტვერდამჭერების მუშაობის ოპტიმალური წყლის რეჟიმის, აგრეთვე შლამიანი პულპის სისტემატური მოცულობების და მისი ტრანსპორტირების დანიშნულ ადგილზე უზრუნველყოფა;
გ) მტვერდამჭერების მუშაობის ოპტიმალური გაზური რეჟიმის უზრუნველყოფა;
დ) მომრწყველი სითხის რეგენერაციის არსებული მოწყობილობის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმის (სითხის დაწმენდა, გაცივება, რეაგენტებით დამუშავება და ა.შ.) და შლამის უტილიზაციის უზრუნველყოფა;
ე) თავიდან იქნეს აცილებული შლამის დაგროვება ნაგებობებში ან მათი დალექვა მილგაყვანილობაში და საბრუნავი წყალმომარაგების მოწყობილობაში;
ვ) უზრუნველყოფილ იქნეს მტვერდამჭერების შემდეგ დაყენებული სპეციალური წვეთსაჭერების გამართული მუშაობა.
4. მომრწყველი სითხის მიწოდების შეწყვეტა ხორციელდება მხოლოდ აირის გასაწმენდად მიწოდების შეწყვეტის შემდეგ.
მუხლი 9🔗. მოთხოვნები სამრეწველო ფილტრების ექსპლუატაციისას
1. სამრეწველო ფილტრების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ:
ა) სამრეწველო ფილტრების მფილტრავი ელემენტები დამაგრების ადგილებში საიმედოდ შემჭიდროვებულია, არ არიან დეფორმირებულნი, დაზიანებული და პასუხობენ საექსპლუატაციო პირობებს;
ბ) მფილტრავი ელემენტების რეგენერაციის სისტემა და მტვრის მოცილების სისტემა მუშა მდგომარეობაში;
გ) სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია, სამრეწველო ფილტრები მზად არიან საექსპლუატაციოდ;
დ) კონტროლის და ავტომატიკის ხელსაწყოები დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერ მოწყობილობაზე და გამართულ მდგომარეობაშია.
2. სამრეწველო ფილტრების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) სამრეწველო ფილტრების ჰიდრავლიკური წინაღობის კონტროლი;
ბ) გასაწმენდი აირის ტემპერატურის დადგენილ საზღვრებში შენარჩუნება;
გ) მფილტრავი ელემენტების რეგენერაციის, აგრეთვე მტვრის მოცილების და ტრანსპორტირების მოწყობილობების საჭირო პერიოდულობის და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
მუხლი 10🔗. მოთხოვნები ელექტროსტატიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციისას
1. ელექტროსტატიკური მტვერდამჭერების ექსპლუატაციაში გაშვების წინა აუცილებელია დადგინდეს, რომ:
ა) სალექი და გვირგვინოვანი ელექტროდები არ არიან დეფორმირებულნი, მათ ზედაპირზე არ არსებობს დაჭერილი პროდუქტის დანალექი, ელექტროდებს შორის მანძილი იმყოფება დასაშვებ საზღვრებში;
ბ) სველი ელექტროფილტრების მორწყვის სისტემა ან მშრალი ელექტროფილტრების რეგენერაციის მექანიზმები დარეგულირებულია და მუშაობენ ნორმალურად;
გ) ელექტროფილტრის კვანძები და მექანიზმები შეზეთილია;
დ) ელექტროფილტრების იზოლატორებს არ აქვთ შესამჩნევი ბზარები, ნორმალურად მუშაობს იზოლატორების კოლოფების (ორთქლის ან ელექტრული) გათბობა;
ე) ელექტროფილტრების კორპუსის თბოიზოლაცია არ არის დარღვეული;
ვ) ელექტროფილტრების კორპუსი, ბუნკერები, ლიუკები, მილტუჩა შეერთებები ჰერმეტიულია;
ზ) სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია, ელექტროფილტრები მუშა მდგომარეობაშია;
თ) კონტროლის და ავტომატიკის ხელსაწყოები დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერ მოწყობილობაზე და გამართულ მდგომარეობაშია.
2. ელექტროფილტრების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) ელექტრული რეჟიმის (დენის, ძაბვის სიდიდე), აირმტვერ დატვირთვების (აირის სიჩქარე სამუშაო ზონაში, ჰიდრავლიკური წინაღობა, მტვერის მოცულობა და კონცენტრაცია აპარატის შესასვლელში), გასაწმენდი აირის ტემპერატურის ოპტიმალურ საზღვრებში შენარჩუნება;
ბ) ელექტროფილტრების გარე კვანძების პერიოდული დათვალიერება და გამოაშკარავებული გაუმართაობის თავიდან აცილება;
გ) მტვრის რეგენერაციის და გადმოტვირთვის სისტემების ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა, ელექტროდენზე და ბუნკერის სადინარებზე (მშრალი ელექტროფილტრებისათვის) მტვრის ჩაკიდების ან ელექტროდების მორწყვის და გარეცხვის რეჟიმის დარღვევის (სველი ელექტროფილტრებისათვის) თავიდან აცილება;
დ) დაჭერილი მტვრის (პულპის) დროული მოცილება და მისი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დანიშნულ ადგილზე.
მუხლი 11🔗. მოთხოვნები აირადი მინარევებისაგან აირის გაწმენდის ქიმიური აპარატების ექსპლუატაციისას
1. აირის გაწმენდის ქიმიური აპარატების (აბსორბერები, ადსორბერები) ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ:
ა) თხევად და მყარი მშთანმთქმელების მომზადების, განაწილების, მოცილების და რეგენერაციის სისტემები გამართულია და მუშა მდგომარეობაშია;
ბ) სისტემებში გამოყენებული მშთანმთქმელების რაოდენობა და ხარისხი შეესაბამება დადგენილ ნორმებს;
გ) კონტროლის და ავტომატიკის ხელსაწყოები დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერ მოწყ
ობილობაზე გამართულ მდგომარეობაშია.
2. აირის გაწმენდის ქიმიური აპარატების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) აპარატების და კომუნიკაციების ჰერმეტულობის უზრუნველყოფა, აირის ან მშთანთქმელი სითხის გაჟონვის თავიდან აცილება;
ბ) აპარატების მუშაობის ოპტიმალური ჰიდრავლიკური და გაზური რეჟიმის უზრუნველყოფა, მშთანმთქმელის რეგენერაციის და ხარისხის კონტროლის დადგენილი წესის დაცვა;
გ) თავიდან იქნეს აცილებული აპარატების მუშა ზედაპირზე შლამის ან მტვრის დაგროვება, დაჭერილი პროდუქტების სისტემატური მოცილების და მისი ტრანსპორტირების დანიშნულ ადგილზე უზრუნველყოფა.
მუხლი 12🔗. მოთხოვნები აირადი მინარევებისაგან აირის გაწმენდის თერმული და თერმოკატალიზური აპარატების ექსპლუატაციისას
1. აირის გაწმენდის თერმული და თერმოკატალიზური აპარატების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია დადგინდეს, რომ:
ა) აირსადენების სისტემა და დამონტაჟებული მოწყობილობა გასათბობი და გასაწმენდი აირის მისაწოდებლად და მუშა მდგომარეობაშია;
ბ) მილსადენების სისტემა და დაყენებული მოწყობილობა გასაწმენდი აირის ღუმელებთან მისაწოდებლად გამართულ და მუშა მდგომარეობაშია;
გ) კატალიზატორის რაოდენობა და ხარისხი შეესაბამება ნორმას;
დ) გასათბობი აირის წვა სანთურებში წარმოებს მდგრადად, კვამლის აირების არინება ხორციელდება ნორმალურად;
ე) სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია, აპარატები გამართულ და მუშა მდგომარეობაშია;
ვ) კონტროლის და ავტომატიკის ხელსაწყოები დამონტაჟებულია აირმტვერდამჭერ მოწყობილობაზე გამართულ მდგომარეობაშია.
2. აირის გაწმენდის თერმული და თერმოკატალიზური აპარატების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს გასაწმენდად აირში შემავალი მინარევების წვის ოპტიმალური რეჟიმი და აფეთქება-უსაფრთხო პირობები მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური რეგლამენტის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული კატალიზატორების დროული რეგენერაცია ან მათი შეცვლა;
გ) სამუშაო პარამეტრების დამყარებამდე მოხდეს სისტემის გახურება ატმოსფერული ჰაერის პირობებში.
მუხლი 13🔗. აირმტვერდამჭერ მოწყობილობების რეგისტრაცია
1. რეგისტრაციის მიზანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ აირმტვერდამჭერი მოწყობილობების აღრიცხვა და მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი.
2. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში რეგისტრაციაში გაატარონ აირმტვერდამჭერი მოწყობილობები.
3. რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოში არსებული ყველა აირმტვერდამჭერი მოწყობილობა.
4. რეგისტრაციისათვის საწარმომ უნდა წარმოადგინოს:
ა) აირმტვერდამჭერი მოწყობილობის პასპორტი;
ბ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი;
გ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობის შემოწმების აქტი;
დ) ახალი, რეკონსტრუირებული ან კაპიტალურად შეკეთებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მიღების აქტი (მოქმედ აირმტვერდამჭერ მოწყობილობებისთვის ამ აქტის მაგივრად წარმოდგენილ უნდა იქნეს საქარხნო აქტი, რომელიც ადასტურებს მის ნორმალურ მუშა მდგომარეობას და საპროექტო მონაცემებთან გადახრების უქონლობას).
5. საწარმოები ვალდებულნი არიან აირმტვერდამჭერი მოწყობილობის კორპუსზე აღნიშნონ კუთვნილი სარეგისტრაციო ნომერი.
6. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობილობის ლიკვიდაციის შემთხვევაში (ამ მოწყობილობის ლიკვიდაციის აქტის საფუძველზე) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ.
7. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის რეკონსტრუქციის (მოდერნიზაციის) შემდეგ მისი რეგისტრაცია წარმოებს ზემოაღნიშნული წესების შესაბამისად და მას უნარჩუნდება ადრე მიკუთვნილი სარეგისტრაციო ნომერი.
8. აირმტვერდამჭერი მოწყობილობები ექვემდებარება ყოველწლიურ ხელახლა რეგისტრაციას ადრე მიკუთვნილი სარეგისტრაციო ნომრის შენარჩუნებით.
მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხიმგებლობა ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III. დასკვნითი ნაწილი
მუხლი 15🔗. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 1
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის პასპორტი
1. საწარმოს დასახელება და მისი მისამართი ………………………………
…………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………….
2. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დასახელება და დანიშნულება, პროექტის ავტორი, ექსპლუატაციაში გაშვების წელი
………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………
3. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის სქემა (სქემატურად უჩვენებენ აირგამყვან სისტემას ტექნოლოგიური მოწყობილობიდან ატმოსფეროში აირის გაფრქვევის ადგილამდე).
4. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის საექსპლუატაციო მაჩვენებლები
N
მაჩვენებლების დასახელება
განზომილება
მაჩვენებლების მნიშვნელობა
საპროექტო
ფაქტიური
20….. წ
_______
(თვე)
20….. წ
_______
(თვე)
20….. წ
_______
(თვე)
20….. წ
_______
(თვე)
20….. წ
_______
(თვე)
1
2
3
4
5
6
7
8
9
1
წარმადობა აირის (ჰაერის) მიხედვით
- შესასვლელზე
- გამოსასვლელზე
ათ.ნმ3
/სთ *
ათ.ნმ3
/სთ *
2
ეიდრავლიკური წინაღობა
კპა
3
გასაწმენდი აირის (ჰაერის) ტემპერატურა
- შესასვლელზე
- გამოსასვლელზე
0C
0C
4
გასაწმენდი აირის (ჰაერის) წნევა
კპა
5
გასაწიენდი აირის (ჰაერის) ტენშემცველობა
გ/.ნმ3 *
6
გასაწმენდ აირში (ჰაერში) მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია
- შესასვლელზე
- გამოსასვლელზე
გ/.ნმ3 *
გ/.ნმ3 *
7
წყლის (ხსნარის) ხარჯი
მ3
/სთ
8
წყლის (ხსნარის) წნევა
კპა
9
სხვა დამახასიათებელი მაჩვენებლები
-
*- განზომილება, დაყვანილი ნორმალურ პირობეისათვის t=00
c; P= 1 ატმ.
5. პასპორტთან თანდართული ნახაზების და სქემების ჩამონათვალი
ნახაზების, სქემების დასახელება
ნახაზების, სქემების №
1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის საერთო ხედი (გეგმარები, ჭრილები)
2. აპარატის საერთო ხედი:
ა) ________________
ბ) ________________
გ) ________________
დ) ________________
3. საკონტროლო საზომი ხელსაწყობეისა და ავტომატიკის პრინციპიალური სქემა
6. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის აპარატები
N
აპარატის დასახელება და ტიპი
ქარხანა-დამამზადებელი
ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი
1
2
3
4
7. ცნობები აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ცალკეული კვანძების
რემონტის, მოდერნიზაციის ან გამოცვლის შესახებ
თარიღი
აპარატის, კვანძის დასახელება
დაზიანების ხასიათი
აპარატის, კვანძის მწყობირიდან გამოსვლის მიზეზი
შესრულებული სამუშაო
1
2
3
4
5
8. ცნობები აირმტვერდამჭერი მოწყობილობის რეგისტრაციის შესახებ
რიგისტ-რაციის თარიღი
რეგისტ-რაციის ნომერი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე გამოყოფილი პასუხიმგებელი პირის
რეგისტრა-ციიდან მოხსნის თარიღი
რეგისტრა-ციიდან მოხსნის მიზეზი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, გერბიანი ბეჭედი
დასკვნა აირმტვერდამჭერი მოწყო
ბილობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ
ხელმოწერა, გერბინი ბეჭედი
1
2
3
4
5
6
7
პასპორტი შედგენილია „
_____“ ____________________ 20 ….. .
საწარმოს მთავარი ინჟინერი _______________________________
(გვარი და ხელმოწერა)
ბ. ა.
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობაზე
პასუხისმგებელი პირი ______________________________________
(გვარი და ხელმოწერა)
დანართი 2
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ტექნიკური პასპორტის შევსების წესები
1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ტექნიკური პასპორტის შევსება წარმოებს აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციაზე საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პასუხისმგებელი პირის მიერ.
2. 1-ლ პუნქტში აღნიშნულია საწარმოს (ორგანიზაციის, დაწესებულების) სრული ოფიციალური დასახელება და მისამართი.
3. მე-2 პუნქტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დასახელება და დანიშნულება პროექტის შესაბამისად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობის პროექტის ავტორის სრული ოფიციალური დასახელება და მისი ექსპლუატაციაში გაშვების წელი.
4. მე-3 პუნქტში ნაჩვენებია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის პრინციპიალური სქემა; მაგალითად:
5. მე-4 პუნქტის მე-2 სვეტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის საექსპლუატაციო მაჩვენებლების დასახელება, ხოლო მე-3 სვეტში მათი განზომილებანი. მე-4 სვეტი ივსება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის საპროექტო მონაცემების საფუძველზე, ხოლო მე-5-
მე-9 სვეტები - ფაქტობრივი
გაზომვების მონაცემების საფუძველზე. მე-6 პოზიციის მაჩვენებლები ივსება გასაწმენდად აირში (ჰაერში) შემავალი თითოეული მავნე ნივთიერებისათვის ცალ-ცალკე.
6. მე-5 პუნქტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის პასპორტთან თანდართული
ნახაზების და სქემების ჩამონათვალი.
7. მე-6 პუნქტის მე-2 სვეტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის აპარატის დასახელება და ტიპი პროექტის შესაბამისად, მე-3 სვეტში – ქარხანა-დამამზადებლის ოფიციალური დასახელება, ხოლო მე-4 სვეტში-აპარატების ექსპლუატაციაში გაშვების წელი.
8. მე-7 პუნქტის 1-ლ სვეტში აღნიშნულია აპარატის, კვანძის მწყობრიდან გამოსვლის თარიღი, მე-2 სვეტში – აპარატის, კვანძის დასახელება, მე-3 სვეტში – მისი დაზიანების ხასიათი, მე-4 სვეტში – აპარატის, კვანძის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, ხოლო მე-5 სვეტში – შესრულებული სამუშაო. მე-7 პუნქტი ივსება დეფექტური აქტების საფუძველზე.
9. მე-8 პუნქტის 1-ლ და მე-2 სვეტებში შესაბამისად აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, მე-3 სვეტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დასკვნა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ (აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის და მათი მუშაობის ეფექტურობის შემოწმების აქტების საფუძველზე), მე-4 და მე-7 სვეტებში ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ხელმოწერა და ბეჭედი, ხოლო მე-5 და მე-6 სვეტებში – შესაბამისად აირმტვერდამჭერი მოწყობილობის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და მოხსნის მიზეზი.
დანართი 3
___________________________
ვამტკიცებ
(ქალაქის დასახელება)
საწარმოს მთავარი ინჟინერი
___________________________
________________________
(საწარმოს დასახელება)
გვარი და სახელი ხელმოწერა
„
____“ ______________ 20…. წ.
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ტექნიკური
მდგომარეობის შემოწმებების
აქტი №
კომისიამ, შემადგენლობით …………………………………………………………….
………………………………………………………………………………………………
„
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად ჩაატარა ტექნოლოგიურ დანადგართან ……………………………………………….
(ტექნოლოგიური დანადგარის დასახელება)
დაკავშირებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის..
(აპარატების დასახელება და ტიპი, რაოდენობა)
………………………………………………………………………………………………
ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება.
შემოწმებით დადგინდა:
………………………………………………………………………………………………
(სამონტაჟო სქემის შესაბამისობა საპროექტოსთან, აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მდგომარეობის ვიზუალური შეფასება)
………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………
დასკვნა: …………………………………………………………………………………..
(აირმტვერდამჭერი მოწყობილობა მიჩნეულია გამართულად ან გაუმართავად)
კომისიის წვერები: ………………………………..
(გვარი,ხელმოწერა)
………………………………..
(გვარი,ხელმოწერა)
”……“ …………………………. 20….. წ.
დანართი 4
___________________________
ვამტკიცებ
(ქალაქის დასახელება)
საწარმოს მთავარი ინჟინერი
___________________________
________________________
(საწარმოს დასახელება)
გვარი და სახელი ხელმოწერა
„
____“ ______________ 20…. წ.
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის
ეფექტურობის შემოწმებების
ა ქ ტ ი №
კომისიამ, შემადგენლობით …………………………………………………………….
………………………………………………………………………………………………
„
აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად შეამოწმა ტექნოლოგიურ დანადგართან ………………………………………….
(ტექნოლოგიური დანადგარის დასახელება)
დაკავშირებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის..
(აპარატების დასახელება და ტიპი, რაოდენობა)
…………………………………………… მუშაობის ეფექტურობა.
ინსტრუმენტალური გაზომვების საფუძველზე დადგინდა:
№
მაჩვენებლების დასახელება
განზომილება
მაჩვენებლების მნიშვნელობა
საპროექტო
ფაქტობრივი
1
წარმადობა აირის (ჰაერის) მიხედვით
- შესასვლელზე
- გამოსასვლელზე
ათ.ნმ3
/სთ
ათ.ნმ3
/სთ
2
გასაწმეგდ აირში (ჰაერში) მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია
- შესასვლელზე
- გამოსასვლელზე
გ/ნმ3
გ/ნმ3
/სთ
3
აირის გაწმენდის ეფექტურობა
%
4
სხვა დამახასიათებელი მაჩვენებლები
დასკვნა: …………………………………………………………………………………..
(მოწყობილობა მიჩნეულია ეფექტურად ან არაეფექტურად)
კომისიის წერები: ………………………………..
(გვარი,ხელმოწერა)
………………………………..
(გვარი,ხელმოწერა)
„
……“ …………………………. 20….. წ.