ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №19
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებ აშ ი (რეგლამენტ შ ი) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დაადგინა :
1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებ ის (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“, 13.07.2010 წ., №-76, გვ.7) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. რეგლამენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, აგრეთვე საკრებულოს ურთიერთობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან (შემდგომში – გამგეობა).“.
2. დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21
1. საკრებულოს უფლებამოსილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ს მე-15 მუხლის მე-2 პუნ ქტის შესაბამისად განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ს მე-16 და 22-ე მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის, დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის, აღრიცხვისა და ინფორმატი ზაცი ის სფეროებში.
3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მა თ ში ცვლილებების შეტანა; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ი) ადგილობრივ ი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნ ის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებების ა და შეთანხმებების დამტკიცება;
მ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობი ს შესაბამისად;
ნ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასახლებაში არსებული სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;
ო) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მა თ ში ცვლილებების შეტანა;
პ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, პროექტში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესების დადგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის გან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;
ე) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;
ვ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება; ადგილობრივი შესყიდვის წესების დადგენა;
თ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების დამტკიცება;
კ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ლ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმი თ პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ვ) გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
7. საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;
ბ) გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ი საცხოვრებელ ი და არასაცხოვრებელ ი ფონდისა და კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცება, საბინაო-კომუნალური მომსახურების წესების და მუშაობის რეჟიმის დადგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსები თ სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის ა და მიწის იჯარის საფასურის, მიწის გადასახადის ოდენობის, მათი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;
გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
10. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
11. აღრიცხვისა და ინფორმატი ზაცი ის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი ქონების, დოკუმენტების, უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;
დ) ადგილობრივი არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს საკრებულო. ისინი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.“.
4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
,,საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, საკრებულოს მუშაობის გაცნობის, წარმომადგენლობითი ორგანოს პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის და ურთიერთკონტაქტის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მოიწვიონ მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები.“.
5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,, 3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება – განცხადების საკრებულოს აპარატში რეგისტრაციისთანავე;
ბ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე – დანიშვნის ან არჩევის/დამტკიცების დღიდან;
გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;
დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მეორე დღიდან;
ე) შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა – მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან;
ვ) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას – საკრებულოს მიერ შესაბამისი განკარგულების მიღებისთანავე;
ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მეორე დღიდან.“.
6. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, ხოლო „ვ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხების კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკრებულო კენჭისყრით იღებს შესაბამის განკარგულებას.
7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
7. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
8. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
დ) მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში; ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;
ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;
ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;
თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;
ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;
კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;
ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;
მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზ რ ება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;
ნ) წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება;
ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო საშუალებებში;
პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებებით.“.
9. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ” თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
10. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამანდატო კომისიის უფლებამოსილება წყდება საკრებულოს შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევისთანავე.
11. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს თავმჯდომარე მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათი განხილვის თანმიმდევრობას. დღის წესრიგის პროექტს საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება სხდომაზე, როგორც გამონაკლისი, განხილულ იქნ ე ს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხები, გარდა ნორმატიული ხასიათის საკითხისა. აგრეთვე, ამ წესით, შეიძლება შეიცვალოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობა ან საერთოდ მოიხსნას საკითხი საკრებულოს სხდომაზე განხილვიდან.“.
12. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.“.
13. 57-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი".
14. 58-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის (პროექტის) კენჭისყრისას საკითხის (პროექტის) მიღების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა (საკრებულოს წევრთა) მიერ მიცემული ხმების დათვლას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. კენჭისყრის შედეგს საკრებულოს აცნობებს სხდომის თავმჯდომარე, რაც ფიქსირდება საკრებულოს სხდომის ოქმში."
15. 58-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,6. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა წესი არ არის დადგენილი.
7. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს და საკრებულოს სხვა წევრებს.“.
16. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით. ისეთ საკითხზე (პროექტზე), რომლის საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანები თ.“.
17. მე-60 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 6. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ადგილიდან ან ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც, მომხსენებლის თანხმობით, საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს.“.
18. მე-60 მუხლის მე-7–11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,7. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დრო;
ბ) ფრაქციული ინდექსაცია (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია);
გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“.
8. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“, ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციისგარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად უნდა გამოიხატოს.
9. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ – თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს, თავმჯდომარის თანხმობით, ნებისმიერ დროს უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის.
10. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან რიგი გადაუცვალოს სხვა წევრს. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა.
11. საკრებულოს წევრი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.“.
19. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
,,12. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს. პირველ შემთხვევაში სიტყვით გამოსვლა არ უნდა გაგრძელდეს 5 წუთზე მეტს, ხოლო მეორე შემთხვევაში 3 წუთზე მეტს.
13. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს.“.
20. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წესრიგისაკენ მოუწოდებს, აფრთხილებს ან სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს".
21. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საკრებულოს წევრი კენჭისყრის პროცესში თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი. კენჭისყრის პროცესში საკრებულოს წევრის ნება (გადაწყვეტილება) გამოიხატება ხელის აწევით. კენჭისყრის პროცესში საკრებულოს წევრი თავის ნებას გამოხატავს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მიმართვის (ჯერ „მომხრე”, შემდეგ „წინააღმდეგი”) საფუძველზე.“.
22. 79-ე და მე-80 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 79.
1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) წესრიგისკენ მოწოდება;
ბ) გაფრთხილება;
გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;
დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სხდომის ჩატარებას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.
3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.
4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 80.
1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.
2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ, თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) იყენებს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს.
2. სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოუწოდეს წესრიგისკენ და რომელიც აგრძელებს დარღვევას, სხდომის თავმჯდომარე უცხადებს გაფრთხილებას.
3. გაფრთხილება ოქმში შეტანით საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა სხდომაში მონაწილე პირს, რომელიც:
ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ) შეურაცხყოფს საკრებულოს ან პირს, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.
4. საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლება სხდომის დამთავრებამდე:
ა) თუ იგი გაფრთხილებულ იქნა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) თუ იგი ეწინააღმდეგება მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
23. საკრებულოს დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:
„თავი XIV1
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მუხლი 801.
1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს.
2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ ი მოქალაქეებისათვის.
3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით და სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა.
4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს.
5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ დებულები თ (რეგლამენტი თ) დადგენილი სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები.
6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 802.
1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების პროცედურის დაწყების შესახებ.
2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არანაკლებ 5 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.
3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს.
4. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ი ამომრჩევლის:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);
ე) ხელმოწერის თარიღი;
ვ) ხელმოწერა.
5. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
6. პეტიციის მხარდამჭერთა ბლანკს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის, განმარტებითი ბარათის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.
7. პეტიციის ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვონ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.
8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ პეტიციას და ინიციატორებთან თანდასწრებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 5 პროცენტისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 5 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. პეტიციის ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიციირებაზე.
9. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი;
ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.
10. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელიც არის მოცილებული ინიცი ი რებულ დადგენილების პროექტსა და განმარტებით ბარათს.
11. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.
12. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი.
მუხლი 803.
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად.
2. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე შეიძლება შეეხებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე.
მუხლი 804.
1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს ან ამომრჩეველთა ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.
2. განცხადება შეტანილ უნდა იქნ ე ს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს ამ საკითხის ინიციატორი (ინიციატორები). განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით.
3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს (პირებს) გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის ამ დებულების (რეგლამენტის) 802 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი სახის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს.
4. მხარდამჭერთა ბლანკს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.
5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.
6. მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 802 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.
7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
მუხლი 805.
1. ამომრჩეველთა მოთხოვნით, მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება და მტკიცდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორი ამომრჩევლის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) მიერ წარდგენილი სხდომის დღის წესრიგის პროექტის მიხედვით და ასეთ პროექტში ასახული განსახილველი საკითხების თანმიმდევრობის დაცვით.
2. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდება საჯაროდ.
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორს და/ან მის მიერ წამოყენებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის, წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები ან/და რეკომენდაციები საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან მიმართებით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე