საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის, მისი კონცეფციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 23.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №531
სარეგისტრაციო კოდი 330.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 20/11/1998
matsne.gov.ge 691 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის, მისი კონცეფციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 65.95pt 1.0in 65.95pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №531 1998 წლის 23 სექტემბერი  ქ. თბილისი საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის, მისი კონცეფციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების საბინაო-კომუნალური მეურნეობა სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის მომსახურებას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. 1992 წლიდან დღემდე უსახსრობის გამო არ შესრულებულა სარემონტო სამუშაოები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №63 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 1997 წლის 21 აგვისტოს №23 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, საბინაო ფონდის და კომუნალური მეურნეობის ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, მოსახლეობის და სხვა მომხმარებლის მომსახურების, აგრეთვე დარგის მართვის ეტაპობრივად გაუმჯობესების მიზნით: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებული საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის განვითარების კონცეფცია და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამა, რომელიც მიჩნეულ იქნეს სამინისტროების, უწყებებისა და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საფუძვლად. 2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებანი დარგში თვითდაფინანსებისა და საბაზრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა პირობების დანერგვისათვის, აგრეთვე საბინაო-კომუნალური ორგანიზაციებისა და საწარმოების დემონოპოლიზაცია, დეცენტრალიზაცია, რესტრუქტურიზაცია და პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური მრჩევლის (საინვესტიციო ბანკის) რეკომენდაციების გათვალისწინებით. 3. წყალსადენ-კანალიზაციის სისტემების განვითარებასა და ექსპლუატაციაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, მეცნიერების, ტექნიკისა და სრულყოფილი ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის რაიონული სოფლის წყალსადენების საექსპლუატაციო სამმართველოების ბალანსზე რიცხული სოფლის წყალსადენების სისტემები უძრავ-მოძრავი ქონებით გადაეცეთ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს ბალანსიდან ბალანსზე, თანდართული სიის მიხედვით და ქალაქებსა და რაიონებში შეიქმნას წყალსადენ-კანალიზაციის ერთიანი სპეციალიზებული სამსახურები. 4. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა, სამინისტროებმა, უწყებებმა, ორგანიზაციებმა და საწარმოებმა, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საბინაო ფონდი და კომუნალური ობიექტები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საცხოვრებელი სახლების (მათ შორის, პრივატიზებული), წყალსადენ-კანალიზაციის სისტემებისა და სხვა კომუნალური ობიექტების დაცვა-შენახვას, რისთვისაც: ა) თავიანთ შესაძლებლობათა მაქსიმალური და ეფექტიანი გამოყენებით უზრუნველყონ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა-ნაგებობების გამაგრებითი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულება და შექმნან მობინადრეთა უსაფრთხო ცხოვრების სანიტარიულ-ტექნიკური პირობები; ბ) დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მოზიდვით უზრუნველყონ წყალსადენ-კანალიზაციის სისტემების წესრიგში მოყვანა; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სათავე ნაგებობების სანიტარიული ზონების ტერიტორიის დაცვას, სასმელი წყლის გაუვნებლობას და მისი ხარისხის სისტემურ ლაბორატორიულ შემოწმებას; ამასთან, სახელმძღვანელოდ იქნეს მიღებული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების 1999-2001 წლების, აგრეთვე მათი საექსპლუატაციო ხარჯების განსაზღვრისა და მოსახლეობის მიერ საბინაო-კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის (დაფარვის) 1999-2005 წლების პროგრამები; გ) შეიმუშაონ და დანერგონ ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთათვის და სხვა მომხმარებელთა მიმართ გაწეული საბინაო-კომუნალური მომსახურების გადასახადების დიფერენცირებული ტარიფები და შესაბამისი განაკვეთები იმ ვარაუდით, რომ მოსახლეობის მატერიალური დონის ამაღლების კვალობაზე მოხდეს მათი ზრდა, რამაც თანდათანობით უნდა უზრუნველყოს საბინაო-კომუნალური ფონდისა და კომუნალური ობიექტების მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯების დაფარვა; დ) მიიღონ საჭირო ზომები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესაქმნელად. 5. ადგილობრივმა მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლებისა და კომუნალური ობიექტების აღდგენითი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ ბიუჯეტებში გაითვალისწინონ სათანადო სახსრები. 6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) წლიური ინდიკატური გეგმების შემუშავებისას გაითვალისწინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წყალსადენ-კანალიზაციის სისტემების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების 1999-2001 წლების პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მოცულობის კაპიტალური დაბანდებები. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) წლიური ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას განიხილოს შესაბამისი წლების ინდიკატური გეგმებით გათვალისწინებული წყალსადენ-კანალიზაციის სისტემების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების საკითხი. 8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი). ე. შევარდნაძე