საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე საკონსულო-სავიზო, საერთაშორისო და სეხელმწიფოთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების გახსნის შესახებ
მიღების თარიღი 01.10.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №539
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 26/10/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე საკონსულო-სავიზო, საერთაშორისო და სეხელმწიფოთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების გახსნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 65.95pt 1.0in 65.95pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №539
1998 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე საკონსულო-სავიზო,საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების გახსნის შესახებ
საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო მიმოსვლის უზრუნველყოფის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტვირთის, ტრანსპორტის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების, აგრეთვე არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით:
1. 1998 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნას და ამოქმედდეს საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტები: სამება-ბავრას მონაკვეთზე „ნინოწმინდა“, დმანისის რაიონში „გუგუთი“, მარნეულის რაიონში „სადახლო-1“ (საავტომობილო), „სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტი „ახკერპი“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) აცნობოს ეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) და საბაჟო დეპარტამენტმა (თ. აბულაძე):
ა) უზრუნველყონ საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო), „სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტის „ახკერპის“ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების დაკომპლექტება, მათი სათანადო ტექნიკური აღჭურვა და სანიმუშო დისციპლინის დაცვა;
ბ) საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო),„სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტის „ახკერპის“ ტერიტორიებზე განახორციელონ სათანადო სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია.
3. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო), „სადახლო-2“ (სარკინიგზო) და „ახკერპის“ საბაჟო კონტროლის ზონაში უზრუნველყოს სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სამსახურების წარმომადგენელთა მიერ კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
4. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა: ქვემო ქართლის რეგიონში ლ. მამალაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გ. ბარამიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით გამოყონ საჭირო ტერიტორიები საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო),„სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტი „ახკერპის“ განსათავსებლად.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა), სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად უზრუნველყონ საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო), „სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტის „ახკერპის“ საბაჟოებთან ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სანიტარიულ-საკარანტინო სასაზღვრო პუნქტების გახსნა, დაკომპლექტება, სათანადო ტექნიკით აღჭურვა, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობა.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს გამოუყოს საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო),„სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტის „ახკერპის“ დაპროექტების, მშენებლობისა და ამოქმედებისათვის საჭირო თანხა მისთვის საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ზემოაღნიშნული პუნქტების ვეტერინარი და ფიტოსანიტარიული კარანტინის სპეციალისტებით დაკომპლექტებისათვის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დამატებით გამოეყოს 32 საშტატო ერთეული „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
7. სახელმწიფო და კერძო კომერციულ სტრუქტურებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე კატეგორიულად აეკრძალოთ ნებისმიერი სახის საქმიანობა საკონსულო-სავიზო და საერთაშორისო სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტების „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „სადახლო-1“ (საავტომობილო) და „სადახლო-2“ (სარკინიგზო), აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი საკონტროლო-გამტარი პუნქტი „ახკერპის“ სარეჟიმო ზონაში.
ე. შევარდნაძე