შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონიძიებათა გაძლიერების შესახებ
მიღების თარიღი 08.10.1998
ძალის დაკარგვა 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №587
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 26/10/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონიძიებათა გაძლიერების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 57.65pt 1.0in .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №587
1998 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ
საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის ზონად მიიჩნევენ, რადგანაც მეზობელ ქვეყნებში უკვე აივ ინფექცია/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა. ევროპაში შიდსის გავრცელების ტენდენციები დეტალური ანალიზის მიხედვით საქართველოში უახლოეს მომავალში მოსალოდნელია აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების რიცხვის სწრაფი მატება და მისგან გამომდინარე უმძიმესი შედეგები, რისთვისაც აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება.
საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 21 მარტს მიიღო კანონი აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოში შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების ძირითადი პრინციპები.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო 1995 წლიდან ახორციელებს „შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის“, ხოლო 1997 წლიდან – „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებენ სისხლის დონორთა აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე და სიფილისზე სავალდებულო უფასო გამოკვლევას, მაღალი რისკის ჯგუფის პირთა აივ ინფექციაზე უფასო გამოკვლევას და ეპიდზედამხედველობას, აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფთა დისპანსერულ მეთვალყურეობას, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვას, სამედიცინო პერსონალის მომზადებას, მოსახლეობასთან ფართო სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა ეფექტიანი განხორციელების, ამ მიმართულებით სხვადასხვა სამინისტროს, უწყებისა და სამსახურის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით:
1. შეიქმნას აივ ინფექცია/შიდსთან, სქესობრივი გზით გადამდებ და სოციალურად საშიშ სხვა დაავადებებთან ბრძოლის სამთავრობო კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.
2. სამთავრობო კომისიამ:
ა) განახორციელოს საქართველოში სხვადასხვა სამინისტროს, უწყებისა და სამსახურის საქმიანობის კოორდინირება აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის მიმართულებით;
ბ) 1999 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით, მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებისა და გაეროს შიდსის პროგრამის დოკუმენტების გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის უწყებათაშორისი (მრავალუწყებრივი) 2000-2004 წლების სახელმწიფო პროგრამა.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ორგანოებმა:
ა) უზრუნველყონ შიდსთან ბრძოლის რესპუბლიკური, სამხარეო და ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის) კომისიების შექმნა ავტონომიურ რესპუბლიკაში, მხარეში და ქალაქში (რაიონში) ჯანმრთელობის დაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების და სხვა უწყებათა ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობით;
ბ) ერთ თვეში შეიმუშაონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმები და უზრუნველყონ მათი თანმიმდევრობით შესრულება;
გ) რეგულარულად (წელიწადში ორჯერ მაინც) შეისწავლონ აივ ინფექცია/შიდსის საპროფილაქტიკო ღონისძიებათა განხორციელების მიმდინარეობა და საკითხი განიხილონ შესაბამისად მინისტრთა საბჭოს, მხარის ადმინისტრაციის, ქალაქის (რაიონის) მერიის ან გამგეობის სხდომაზე. ინფორმაცია ეპიდსიტუაციის შესახებ ყოველკვარტალურად წარადგინონ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში.
4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ჯ. გახოკიძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), საბაჟო დეპარტამენტმა (თ. აბულაძე) უზრუნველყონ:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ერთ თვეზე მეტი ხნით ჩამოსული უცხოელი მოქალაქეების (გარდა იმ პირთა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატის პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობენ) სავალდებულო გამოკვლევა აივ ინფექციაზე, თუ მათ თან არა აქვთ აივ ინფექციაზე გამოკვლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქის გამოკვლევა აივ ინფექციაზე (დაბრუნებისთანავე და დაბრუნებიდან 6 კვირის შემდეგ);
გ) 4ა და 4ბ პუნქტებში მითითებულ ღონისძიებათა შესასრულებლად აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის კანონის საფუძველზე სამ თვეში შეიმუშაონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები და მათი შესრულების ეფექტიანი მექანიზმები.
5. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:
ა) ოთხ თვეში უზრუნველყოს „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით;
ბ) განახორციელოს ნარკომანთა შორის შიდსის საპროფილაქტიკო ღონისძიებათა კომპლექსი.
6. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გააუმჯობესოს მუშაობა იმ პირთა გამოსავლენად:
ა) რომლებმაც იციან, რომ ინფიცირებული არიან შიდსის ვირუსით და წინასწარი განზრახვით ქმნიან სხვა პირთა ამ ვირუსით დაინფიცირების საფრთხეს;
ბ) რომლებიც წინასწარი განზრახვით ან თავიანთი პროფესიული მოვალეობის არაკეთილსინდისიერი შესრულებით ხელს უწყობენ დაავადების გავრცელებას.
7. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი) სამ თვეში შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ:
ა) აივ ინფიცირებულ პირთა და შიდსით ავადმყოფთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი;
ბ) აივ ინფექცია/შიდსის დარგში დასაქმებულ მედიცინის მუშაკთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი უწყებრივი სამედიცინო ხარჯების ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოს:
ა) სასჯელის აღსრულების ადგილებში მყოფ პირთა აივ ინფექცია/შიდსზე ყოველწლიური გეგმური ნებაყოფლობითი გამოკვლევა და აივ ინფექციის საპროფილაქტიკო ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) წინასწარი პატიმრობის საკნებში და საგამოძიებო იზოლატორებში მოხვედრილ პირთა გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზე;
გ) აივ ინფიცირებულ პირთა დისპანსერული მეთვალყურეობა და მკურნალობა.
9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ საკუთარი უწყებრივი სამედიცინო ხარჯების ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყონ პირადი შემადგენლობის აივ ინფექცია/შიდსზე ყოველწლიური გეგმური ნებაყოფლობითი გამოკვლევა და აივ ინფექციის საპროფილაქტიკო ღონისძიებათა განხორციელება.
10. საქართველოს შიდსის საწინააღმდეგო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების, უახლესი მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვის და აივ/შიდსის პრობლემაზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაფართოების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1998 წლის შესაბამისი ჯანდაცვითი პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოს:
ა) აივ ინფექცია/შიდსის საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებათა პრიორიტეტული შეუფერხებელი დაფინანსება;
ბ) შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური კორპუსის რეაბილიტაციის და შესაბამისი ინვენტარით, აპარატურითა და მოწყობილობით აღჭურვის ღონისძიებათა პრიორიტეტული შეუფერხებელი დაფინანსება.
11. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით „უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით შიდა რესურსების გადანაწილების საშუალებით უზრუნველყოს 1998 წელს მისი ოპტიმალური მოცულობით შესრულება.
12. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინოს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობისათვის საჭირო თანხები.
13. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში.
ე. შევარდნაძე
აივ ინფექცია/შიდსთან, სქესობრივი გზით გადამდებ და სოციალურად საშიშ სხვა დაავადებებთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დავით აბაშიძე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
თენგიზ აბულაძე – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ამირან გამყრელიძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
არჩილ გოგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის
თავმჯდომარე
ავლიპ ზურაბაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფერო სრეფორმების ხელშეწყობის განყოფილების უფროსის მოადგილე
რობერტ თავაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ჯემალ მარგველიძე – საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დირექტორი
მირიან მურჯიკნელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თემურ მურღულია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
არველოდი ჟვანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ტალიაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი შარვაშიძე –საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის
პროგრამის კოორდინატორი, კომისიის მდივანი