2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სოფლის, თემისა და დაბის საკრებულოს საარჩევნო ბიულეტენების დამზადების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8/2002
სარეგისტრაციო კოდი
010340000.13.007.005298
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 17/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.298

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №8/2002

2002 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სოფლის, თემისა და დაბის საკრებულოს საარჩევნო ბიულეტენების დამზადების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1282 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სოფლის, თემისა და დაბის საკრებულოს საარჩევნო ბიულეტენების დამცავ ფორმად მიჩნეულ იქნეს ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემის წინ მასზე საუბნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერა და საუბნო კომისიის ბეჭედი.

 კომისიის თავმჯდომარე                  ჯ. ლომინაძე