📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ"

მიღების თარიღი 07.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №714
სარეგისტრაციო კოდი 010220030.22.027.009212
გამოქვეყნების წყარო სსმ, 124, 11/09/2006
matsne.gov.ge 1,051 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:G&G_Ilia; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.22.027.009.212 საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №714–241/ნ 2006 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის გარდამავალ ეტაპზე აუცილებელია შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს შესაბამის დასკვნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მთავრობის სტრუქ-ტურისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე‘‘ ქვეპუნქტის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში განთავსებულ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით, შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისია. 2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის დებულება (დანართი №1). 3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე). 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ 2006 წლის 17 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №121-13/ნ ერთობლივი ბრძანება (სსმ III, 2006 წ., №6, მუხ.51). 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე   ლ. ჭიპაშვილი დანართი №1 საქართველოს იუსტიციიის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციიის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისია) ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს. 2. კომისია წარმოადგენს სპეციალური უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებულ პირთა ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციიის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 3. კომისიას გააჩნია შესაბამისი ბეჭედი და შტამპი. 4. კომისიის მისამართია: თბილისი 0160, პეკინის ქ. № 30.     მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში წარსადგენად სათანადო დასკვნის მომზადება.     მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისია შედგება 3 მუდმივმოქმედი წევრისაგან. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; გ) კომისიის წევრი – მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი. 3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელი. 4. კომისიის წევრებსა და კომისიის მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.     მუხლი 4🔗. კომისიის უფლებები და მოვალეობები 1. კომისია განიხილავს ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების დირექტორის, სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების დაშვების საკითხს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს მსჯავრდებულის ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლი (შესაბამისი გამოკვლევებით) და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა. 2. კომისიის მიერ განცხადების დაშვების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მიერ. 3. კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ექიმი ან ექიმთა ჯგუფი საკითხის შესწავლის შემდეგ ადგენს დასკვნას, რომელიც განსახილველად წარედგინება კომისიას. 4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია გამოთქვას განსხვავებული აზრი. 5. კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება სასამართლოს შემდგომი განხილვისათვის, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების მიზნით. 6. კომისია ანგარიშვალდებულია და სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე პასუხს აგებს საქართველოს იუსტიციიის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე. 7. კომისიის წევრების წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს და შესაბამის ადრესატთან აგზავნის კომისიის დასკვნას, რომელსაც დანართის სახით თან ერთვის კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა. 3. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია 6 თვეში ერთხელ იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარმოუდგინოს გაწეული სამუშაოს ანგარიში.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.