„უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წელს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 01.03.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №54/ნ
სარეგისტრაციო კოდი 300280000.11.119.005177
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 07/03/2002
matsne.gov.ge 723 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წელს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.11.119.005.177 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №54/ნ–№37–№9 2002 წლის 1 მარტი ქ. თბილისი უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წელს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ. „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული  უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების შეღავათის განხორციელების მიზნით, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს „უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წელს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების წესი”. 2. ეთხოვოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადგილობრივ განყოფილებებს უზრუნველყონ: ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარებაში შეღავათის უფლების მქონე პირთა რეგისტრაცია ელექტრო და გაზის გამანაწილებელ კომპანიებში წარდგენის მიზნით; ბ) თანდართული წესით განსაზღვრული ინფორმაციის პერიოდულად წარდგენა საქართველოს ფინანსთა, სათბობ-ენერგეტიკის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში. 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა იმ კატეგორიებზე და იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით. 4. ბრძანების შესრულების კონტროლს განვახორციელებთ პირადად. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ღუდუშაური ზ. ნოღაიდელი დ. მირცხულავა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი 1. „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურებაში შეღავათები ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტინგენტზე. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: ა) უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით განახორციელოს თანხების გადარიცხვა ელექტროკომპანიების ანგარიშზე; ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წლის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად სათბობ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით განახორციელოს თანხების გადარიცხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების ანგარიშებზე. 3. ცნობად იქნას მიღებული, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტიგენტზე შეღავათის უფლების დამადასტურებელ საბუთს გასცემენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადგილობრივი განყოფილებები. 4. შეღავათის უფლების მქონე პირები, ამ წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიღებულ საბუთს პირადობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ შესაბამის ენერგო და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებში (ცენტრებში); ცნობების წარუდგენლობის შემთხვევაში პრეტენზიები ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით სარგებლობაში შეღავათების გავრცელების თაობაზე არ მიიღება. 5. ელექტრო და ბუნებრივი გაზის გამნაწილებელი კომპანიები შესაბამის ადგილობრივ მმართველობით ორგანოებთან ერთად ინფორმაციას რეგისტრირებული შეღავათის უფლების მქონე კონტიგენტისა და სახელმწიფოს ხარჯზე მათთვის მიწოდებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ოდენობის (ღირებულებითა და ნატურალურ მაჩვენებლებში) შესახებ პერიოდულად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა, სათბობ-ენერგეტიკის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს. 6. 2002 სამეურნეო წლის შედეგების შეჯამების შემდეგ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე ფაქტობრივად გავრცელებული შეღავათების ზემოთ 2002 წლის მანძილზე გამოყოფილი თანხის დარჩენის შემთხვევაში არსებული თანხა თანაბარზომიერად ნაწილდება 2002 წლის მანძილზე ფაქტობრივად რეგისტრირებულ იმ აბონენტებზე, რომლებზეც დადგენილი წესით გავრცელდა ბუნებრივი გაზის მომსახურებაზე ერთჯერადი შეღავათები.