„ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ"
მიღების თარიღი 18.01.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 480290000.11.109.005131
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 25/01/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Palatino Linotype"; panose-1:2 4 5 2 5 5 5 3 3 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 64.3pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტაციო კოდი 480.290.000.11.109.005.131
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №5-№2-9
2002 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და მექსიკაში და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოებისათვის უფროსი მრჩევლის საშტატო ერთეულების დამატების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის №1277 განკარგულების შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:
1. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:
– თავიანთი ადგილსამყოფელი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი სამუშაო კონტაქტების განხორციელება;
– საქართველოსათვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის და ჰუმანიტარული (ტექნიკური) დახმარების გაწევის თაობაზე შეხვედრების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტების პროექტების მომზადება ხელშეკრულებების (მემორანდუმების) გასაფორმებლად;
– სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
– თავიანთი ადგილსამყოფელი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის სამსახურების საქმიანობის გამოცდილების შესწავლა;
– თავიანთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში არსებული საბაჟო-საგადასახადო პოლიტიკის, კანონმდებლობის, ტარიფებისა და სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ ინფორმაციის მომზადება ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის;
– საქართველოდან ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება უცხოელი ბიზნესმენებისათვის.
2. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:
– იტალიის რესპუბლიკაში განთავსებულ საერთაშორისო სტრუქტურებთან (FAO, WFP, IFAD და სხვა) და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამსახურებთან მუდმივი სამუშაო კონტაქტების განხორციელება;
– საქართველოსათვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის და ჰუმანიტარული (ტექნიკური) დახმარების გაწევის თაობაზე შეხვედრების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტების პროექტების მომზადება ხელშეკრულებების (მემორანდუმების) გასაფორმებლად;
– სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
– იტალიის სოფლის მეურნეობის სამსახურების საქმიანობის გამოცდილების შესწავლა;
– იტალიის რესპუბლიკაში არსებული საბაჟო-საგადასახადო პოლიტიკის, კანონმდებლობის, ტარიფებისა და სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ ინფორმაციის მომზადება ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის;
– საქართველოდან ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება უცხოელი ბიზნესმენებისათვის;
– სხვა საქმიანობა კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მენაღარიშვილი
დ. კირვალიძე