„უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის შესახებ"

მიღების თარიღი 03.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №139/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.005302
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 27/05/2002
matsne.gov.ge 1,702 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:842.0pt 595.35pt; margin:49.65pt 55.3pt 56.7pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:56.7pt 55.3pt 56.75pt 49.6pt;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.302 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №139/ნ-№131 2002 წლის 3-13 მაისი ქ. თბილისი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის შესახებ „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №135 ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესი” და თანდართული ფორმები. 2. დაისვას საკითხი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ი. კოპლატაძე) წინაშე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად დადგენილი წესით ჩაატაროს სოციალური დახმარების 2002 წლის პროგრამის შესრულების მონიტორინგი და შედეგები ეტაპობრივად აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ.ხაჩიძეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვ.გიგოლაშვილს. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე ზ. სოსელია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესი „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამის განსახორციელებლად დგინდება სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის შემდეგი წესი: 1. სოციალური დახმარება დაენიშნება და განესაზღვრება „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №135 ბრძანებულებით დადგენილ კონტინგენტს შესაბამისი ოდენობით. 2. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში დახმარების ოდენობის განსაზღვრისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება პატიმრობაში მყოფი ან იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი და ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირები, აგრეთვე ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. 3. სოციალურ დახმარებას ნიშნავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებები თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით. 4. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის სოციალურ დახმარებას ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით; 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო დახმარების მიმღებთა პირად საქმეებსა და პირად ბარათებს უგზავნის მათი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის სოციალური დახმარების განყოფილებას; ქ.თბილისში და გალის რაიონში მცხოვრებთა დოკუმენტები ინახება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების განყოფილებაში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სამუშაოებს. 6. ინფორმაცია ყოველთვიურად სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ გამგებლის (მერის), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის მინისტრის ხელმოწერით კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად, ბეჭედდასმული იგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში ამ დოკუმენტით დადგენილი წესითა და ფორმით, ამასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო ანალოგიურ ინფორმაციას აწვდის დევნილი ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი რაიონის (ქალაქის) სოციალური დახმარების განყოფილებას. 7. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიმღებთა სიების კომპიუტერულ დამუშავებას და პროგრამის დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას. 8. სოციალური დახმარების დასანიშნად პრეტენდენტმა დადგენილი ნიმუშის განცხადებით უნდა მიმართოს თავისი საცხოვრებელი რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებას, აფხაზეთიდან დევნილმა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს; თუ დახმარების პრეტენდენტს მრავალსულიანი ოჯახი ჰყავს, მაშინ განცხადება იწერება ოჯახის ერთ-ერთი წევრის (ბინის ძირითადი დამქირავებელი, კომლის უფროსი, მეურვე-მზრუნველი) მიერ. პრეტედენტმა საჭიროების მიხედვით უნდა წარადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან რეგისტრაციის შესახებ; დ) აფხაზეთიდან დევნილი უმწეო ოჯახების განსახლების პირობების გათვალისწინებით ცნობა პრეტენდენტის მარტოხელობის შესახებ, დამოწმებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ; ე) ცნობა ძირითადი საცხოვრებელი ადგილის გამგეობიდან დევნილის მარტოხელობის შესახებ; ვ) საპენსიო წიგნაკის ასლი ან ცნობა საპენსიო განყოფილებიდან; ზ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლები, თუ დახმარების მიღების პრეტენდენტი უდედმამო ბავშვია; თ) მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის დოკუმენტის ასლი ბავშვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის; ი) დაბადების მოწმობის ასლი პროგრამაში მონაწილე ყველა ბავშვსა და არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, რომელიც უნდა შედარდეს დედანთან; კ) ცნობა სასამართლოდან ან სამხედრო კომისარიატიდან ან იძულებითი ხასიათის სამკურნალო დაწესებულებიდან ამ წესის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. 9. შესაბამისი დაწესებულებები ვალდებულნი არიან ცნობები გასცენ ნებისმიერი დავალიანების (კომუნალური, მიწის და სხვა გადასახადი) დაფარვის მოთხოვნის გარეშე ან იგივე მონაცემები შეიტანონ სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმაში (დანართი, ფორმა №1), რაც მოწმდება ხელმოწერით და ბეჭდით. 10. სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები დახმარების მიმღები ოჯახის წარმომადგენელს შეუძლია წარადგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ნებისმიერი ფორმით, რომელშიც შესაბამისი საკრებულოს მიერ სრულად უნდა იყოს აღნიშნული განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი და სოციალური მდგომარეობა (მარტოხელაა, არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული მარჩენალი, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, არ მუშაობს და ა.შ.). 11. სოციალური დახმარების განყოფილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის დაზუსტების მიზნით დახმარების მთხოვნელთა განცხადებებს რეგისტრაციაში ატარებს წესის გაცნობის შემდეგ, ქრონოლოგიურად, ზონარგაყრილ ჟურნალში; ბ) განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში ამოწმებს პრეტენდენტის სოციალურ მდგომარეობას: სოციალური მუშაკი აზუსტებს ჰყავს თუ არა პრეტენდენტს ქმედუნარიანი მარჩენალი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ადგენს თანდართული ნიმუშის დასკვნას (დანართი ფორმა №4) სოციალური მდგომარეობის შემოწმების შესახებ, რის საფუძველზეც განყოფილების გამგე იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე; გ) სოციალური დახმარება ინიშნება სრულყოფილი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე, განცხადების წარდგენის დღიდან; დ) სისტემატურად ამოწმებს დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს, რის საფუძველზეც შეაქვთ შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა, გადაანგარიშება) სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში; ცვლილებებში იგულისხმება მიმღებთა ახალი ოჯახის გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგომა, დახმარების მიღების უფლების დაკარგვა და ა.შ.;  ე) შეაჩერებს დანიშნულ დახმარებას, თუ დახმარების დანიშვნის უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილი გარემოებების გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, რის შემდეგაც განყოფილების გამგე იღებს გადაწყვეტილებას დახმარების აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე; ვ) დახმარების მიმღების პირადი საქმის საფუძველზე ადგენს მიმღებთა პირად ბარათებს, რომლებშიც აისახება დახმარების თანხების მოძრაობა; ზ) დახმარების მიმღები ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის (რაიონი, ქალაქი) შეცვლის შემთხვევაში, ამ ოჯახს დახმარების მიღებას უგრძელებს ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, თუ მას შენარჩუნებული აქვს დახმარების მიღების იურიდიული უფლება; ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე მისი ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სოციალური დახმარების განყოფილების წერილობითი მოთხოვნით მოქალაქეს ხელზე ეძლევა პირადი საქმე, ხოლო აღრიცხვის ჟურნალში კეთდება განმცხადებლის ხელმოწერით დადასტურებული სათანადო ჩანაწერი. 12. სოციალური დახმარების მიმღები ვალდებულია ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ოპერატიულად აცნობოს სოციალური დახმარების განყოფილებას, ხოლო დევნილთა ოჯახმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს.  13. მარტოხელა პენსიონერის (ერთსულიანი ოჯახი) გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი დახმარების თანხა გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 14. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების დაფინანსებას აწარმოებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სოციალური დახმარების განყოფილების განაცხადის (დანართი ფორმა №5) საფუძველზე, ხოლო დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს განაცხადით – მათი პენსიის გაცემის რაიონში (ქალაქში).  15. სოციალური დახმარების დაფინანსების თაობაზე თანდართული ნიმუშის ანგარიშგების ცნობა (დანართი ფორმა №6) და განაცხადი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა წარუდგინონ: ა) ცენტრალურ დაფინანსებაზე მყოფი რაიონების (ქალაქების) სოციალური დახმარების განყოფილებებმა, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის რაიონების მარტოხელა პენსიონერთა ოჯახებისა და უდედმამო ბავშვებისათვის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ – ქ. ბათუმის და ქობულეთის რაიონისთვის პროგრამაში მონაწილე სრულ კონტინგენტზე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონტიგენტისათვის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს; გ) ქ. თბილისის რაიონების სოციალურ საკითხთა განყოფილებებმა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სრულ კონტინგენტზე შესაბამის საფინანსო განყოფილებებს; დ) ფოთის და რუსთავის საქალაქო, სამტრედიის, საგარეჯოს, მცხეთის, ხაშურის, ბორჯომის და ბოლნისის რაიონების სოციალური დახმარების განყოფილებებმა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მეორე პუნქტის „ა”-„ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კონტინგენტზე შესაბამისი ქალაქის, რაიონის საფინანსო განყოფილებას, ხოლო „გ”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებში მითითებულ კონტინგენტზე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს და შესაბამისი რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებას. 16. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების მე-6 პუნქტის „ე” ქვეპუნქტში მითითებული ყაზბეგის რაიონის ათასი და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება გაიცემა „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, ამ მიზნით გამოყოფილი თანხებიდან. 17. სოციალური დახმარების მიმღებს უფლება აქვს კუთვნილი თანხა მიიღოს მომსახურე ბანკში ანაბრით ან საფოსტო განყოფილებაში, რაზედაც მან წერილობით უნდა განაცხადოს რაიონის (ქალაქის) სოციალური დახმარების განყოფილებაში ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროში. 18. რაიონების (ქალაქების) სოციალური დახმარების განყოფილებები საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №135 ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული უმწეო მდგომარეობაში მყოფი კონტინგენტის, მ.შ. აფხაზეთიდან დევნილების, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისსა და გალის რაიონში მცხოვრებთა სოციალური დახმარების საქმეებიდან ორ ეგზემპლარად ადგენენ რეესტრს (დანართი ფორმა №დ-3) საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და პროგრამის მომსახურე ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად მათი საცხოვრებელი ადგილის მომსახურე საბანკო-საფოსტო განყოფილებების მიხედვით და: ა) რეესტრის პირველი პირი ეგზავნება მომსახურე ორგანიზაციის რაიონულ და/ან საქალაქო სამსახურებს სოციალური დახმარების გაცემის დავალება ფორმა №დ-2-თან (დანართი დორმა №დ-2) ერთად, რომელიც დგება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წარმომადგენელზე (განმცხადებელზე); საბანკო დაწესებულებიდან დახმარების მიმღებთა სია ყოველთვიურად ეგზავნება მათ მომსახურე ბანკს; ბ) რეესტრისა და სიის მეორე პირი რჩება რაიონის (ქალაქის) სოციალური დახმარების განყოფილებაში. 19. სოციალური დახმარების გამცემი საბანკო-საფოსტო განყოფილებები თანხების გაცემის რეესტრების საფუძველზე ინფორმაციას ყოველთვიურად უგზავნიან სოციალური დახმარების განყოფილებას, ხოლო ქ. თბილისსა და გალის რაიონში მცხოვრებ დევნილ კონტინგენტზე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ამის საფუძველზე შესაბამისი მონაცემები შეაქვთ დახმარების მიმღებთა პირად ბარათებში (დანართი ფორმა №2-დ). 20. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან (გამგეობები, მერიები) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროდან ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემულ თანხებზე დადგენილი ფორმის (დანართი ფორმა №6) ყოველთვიური /ნაზარდი ჯამით/ ანგარიში წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. 21. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ყოველთვიურად აღრიცხავს ადგილებიდან მიღებულ ინფორმაციებს სოციალური დახმარების კონტინგენტის მოძრაობისა (დანართი ფორმა №7) და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ და კომპიუტერული დამუშავების შემდეგ კრებსით ინფორმაციას (დანართი ფორმა №8) წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, ხოლო ადგილებზე უზრუნველყოფს – საჭირო თანხების ჩარიცხვას – დაუყოვნებლივ.