„ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის პროცედურის განსაზღვრის შესახებ"
მიღების თარიღი 20.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №478
სარეგისტრაციო კოდი 040200010.11.106.005364
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 26/06/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის პროცედურის განსაზღვრის შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 58.5pt 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.005.364
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №478-331-182/ნ
2002 წლის 20-19-18 ივნისი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
„დემოგრაფიულ სტატისტიკაში აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №31 განკარგულების საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ დედის მიერ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისა და უპატრონო ჩვილ ბავშვთა სახლში ან ბავშვთა საავადმყოფოში განთავსების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამისი დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ დედის მიერ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის თანდართული პროცედურა.
2. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ დედის მიერ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის განსაზღვრული წესის იდენტურად, ხოლო დედის მიერ მიტოვებული მკვდრადშობილი და სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვის დაბადების (და გარდაცვალების) რეგისტრაცია – მკვდრადშობილი და სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვების დაბადების რეგისტრაციისათვის განსაზღვრული წესის იდენტურად და ამ ბრძანების თანდართული პროცედურით გათვალისწინებული წესის მიხედვით.
3. ამ ბრძანების სისტემით დაწესებულებებისათვის გაცნობა, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოებისათვის მიწოდება უზრუნველყონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – მთავარმა კანცელარიამ (ც. ბაიდარაშვილი) და მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა (ზ. მეიშვილი);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – მინისტრის მოადგილემ შ. ასათიანმა;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტმა (ლ. თოფურიძემ).
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მინისტრის მოადგილემ კ. კობერიძემ;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – მინისტრის პირველმა მოადგილემ ზ. ჩხაიძემ;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში – მინისტრის პირველმა მოადგილემ მ. ღუდუშაურმა.
5. ეთხოვოთ ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) შესაბამის ორგანოებს ხელი შეუწყონ დაწესებულებებს ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულებაში, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში.
6. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
კ. ნარჩემაშვილი
ა. გამყრელიძე
დანართი
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ
პროცედურა
1. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაბადების შემდეგ დედის მიერ მიტოვებული ახალშობილი (ცოცხლადშობილი, მკვდრადშობილი და სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილ) ბავშვის დაბადების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, ეს ბრძანება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
2. ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი დაწესებულება პირადობის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი) გარეშე მშობიარობის მიღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ დაწესებულებას (ტექსტში შემდგომ – „პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფი“).
3. პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ასეთი მშობიარის აღრიცხვაზე აყვანასა და სათანადო აქტის გაფორმებას, აგრეთვე წარმართავს მუშაობას მისი ვინაობის და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად.
4. ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი (მთავარი ექიმი ან მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი) მშობიარობის შემდეგ პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე შემოსული პაციენტის გაპარვის ფაქტის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ განაცხადებს ამის შესახებ პოლიციის ადგილობრივ ქვედანაყოფში.
5. პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს აუცილებელი მოკვლევის ჩატარებას და მოკვლევის შედეგების შესახებ განუცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო ჯანდაცვის შესაბამისი დაწესებულებისა და პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფის მიერ წარმოდგენილი ცნობების მიხედვით ადგენს ბავშვის სავარაუდო მონაცემებს, აძლევს მას სახელსა და გვარს და ამის თაობაზე არა უგვიანეს შემდეგი დღისა განაცხადებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში.
7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ჯანდაცვის შესაბამისი დაწესებულების, პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე დაუყოვნებლივ ახდენს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს“ „ბავშვი მიტოვებულია, მშობლები უცნობია“.
8. ჯანდაცვის შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს მიტოვებული ახალშობილი ბავშვის გაჩერებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის დაბადების აქტის რეგისტრაციამდე.
9. ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს დაბადების შემდეგ დედის მიერ მიტოვებული ახალშობილი ბავშვის, როგორც მაღალი რისკის ახალშობილის, განსაკუთრებულ მოვლას მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენს მის ჰოსპიტალიზაციას შესაბამისი პროფილის ბავშვთა საავადმყოფოში და ამასთან ერთად აგრძელებს კოორდინირებულ მოქმედებას პოლიციის ადგილობრივ ქვედანაყოფთან, ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებთან ერთად, ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ახალშობილის დაბადების მოწმობას წარუდგენს იმ ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც ახალშობილი იქნება ჰოსპიტალიზებული.
10. მკვდრადშობილი ან სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დგება აქტი. რომელსაც ხელს აწერენ:
ა) მკვდრადშობილის ან სიცოცხლის პირველ 3 სთ-ში ახალშობილის გარდაცვალების შემთხვევაში:
– მორიგე სამეანო ბრიგადის ხელმძღვანელი;
– მშობიარობის მიმღები მეან-გინეკოლოგი;
–
სამეანო ბლოკის მორიგე ბებიაქალი.
ბ) სიცოცხლის პირველ კვირაში გარდაცვლილი ახალშობილის შემთხვევაში:
– ახალშობილთა განყოფილების გამგე;
– მორიგე ნეონატოლოგი;
– მორიგე ექთანი.
11. ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია დედის მიერ მიტოვებული მკვდრადშობილის და სიცოცხლის პირველ კვირაში გარდაცვლილი ახალშობილის პათოლოგანატომიურ შესწავლას ახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. დედის მიერ მიტოვებული მკვდრადშობილი და სიცოცხლის პირველ კვირაში გარდაცვლილი ახალშობილის დაკრძალვა ხორციელდება პათოლოგანატომიური შესწავლის შემდეგ, უპატრონო გვამების დასაკრძალად განსაზღვრული წესების მიხედვით.