ლტოლვილთა რეგისტრაციის და მოწმობის გაცემის წესის შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 280090050.11.108.005236
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 12/04/2002
matsne.gov.ge 881 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ლტოლვილთა რეგისტრაციის და მოწმობის გაცემის წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.050.11.108.005.236 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №8 2002 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი ლტოლვილთა რეგისტრაციის და მოწმობის გაცემის წესის შესახებ საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონის „ლტოლვილთა შესახებ“ მე-2 და მე-4 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ლტოლვილთა რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის წესი“. 2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ო. ყეინაშვილს. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ვაშაკიძე ლტოლვილთა რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის წესი „ლტოლვილთა შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის, აგრეთვე საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის ”ლტოლვილთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (შემდგომში _ სამინისტრო) ადგენს შემდეგ წესს, რომელიც ემყარება ლტოლვილად ცნობის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს: 1. საქართველოში ლტოლვილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა და შემოვიდა საქართველოში, რადგან იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვეყნის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო. 2. პირის ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის საკითხს წყვეტს სამინისტროს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველო, ხოლო ე.წ. prima facie* პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან გაგრძელების და სათანადო ნიმუშის ლტოლვილის მოწმობის გაცემის საკითხს წყვეტს ლტოლვილის სტატუსის დამდგენი კომისია. 3. რეგისტრაციის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთა ასაკი აღემატება 11 წელს, გაიცემა ახალი ნიმუშის ლტოლვილის მოწმობა. -------------------------- * prima facie-ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ჯგუფური წესით. გაეროს გენერალური ასამბლეის 1994 წლის 7 სექტემბრის 45-ე სესიის ოქმი 4. ლტოლვილის მოწმობები დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, მასზე დატანილია პირის ფოტოსურათი, პირადი მონაცემები და ხელმოწერა, მოწმობის ნამდვილობა დასტურდება სამინისტროს ბეჭდით და მინისტრის ფაქსიმილეთი. 5. ლტოლვილთა და ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა რეგისტრაციის კამპანიის ჩატარების მიზნით, იქმნება სარეგისტრაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტები და აგრეთვე საქართველოში ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის თანამშრომლები დამკვირვებლის სტატუსით. სარეგისტრაციო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 6. სარეგისტრაციო ჯგუფს ხელმძღვანელობს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველოს უფროსი. 7. ლტოლვილები ან ამ სტატუსის მაძიებელი პირები რეგისტრაციისათვის დათქმულ ვადებში უნდა გამოცხადდნენ სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შერჩეულ ადგილზე. 8. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ვერ გაივლიან რეგისტრაციას, ვალდებულნი არიან რეგისტრაცია გაიარონ სამინისტროში. 9. რეგისტრაციის გასავლელად პირმა განცხადებით პირადად უნდა მიმართოს სამინისტროს. 10. პირის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მასთან გასაუბრება. შენიშვნა: ა) სრულწლოვანმა პირებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პასპორტი, რომლითაც დასტურდება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან მისი არქონის შემთხვევაში წარმომავლობის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო ორგანოს მიერ გაცემული მისი შემცვლელი დოკუმენტი (პირადობის დროებითი მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა); ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე წარმოდგენილი უნდა იყოს დაბადების მოწმობა; გ) ის პირები, რომლებიც სრულწლოვანები გახდნენ საქართველოში ლტოლვილად ყოფნის პერიოდში, პასპორტის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, რეგისტრაციას გაივლიან დაბადების მოწმობით. 11. რეგისტრაციისას ივსება საოჯახო ანკეტა, რომელშიც ფიქსირდება დროებითი მისამართი, ოჯახის ნომერი, ოჯახის წევრთა რაოდენობა; მათი გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, ეროვნება, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, საქართველოში შემოსვლის თარიღი, მუდმივი საცხოვრებელი მისამართი. 12. ახმეტის რაიონის პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ლტოლვილად რეგისტრირებულ თითოეულ ოჯახზე გაიცემა საოჯახო სასურსათო ბარათი, რომლის ნომერი იდენტურია საოჯახო ნომრისა. მასზე კეთდება აღნიშვნა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ. სასურსათო ბარათის მიღებას ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ადასტურებს ანკეტაზე ხელმოწერით. 13. ლტოლვილის მოწმობების გაცემისას სარეგისტრაციო ჯგუფი ხელმძღვანელობს რეგისტრაციის შედეგების საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული სიით. 14. ლტოლვილი მოწმობის მიღებას  ადასტურებს ხელმოწერით სიაში გამოყოფილ გრაფაში. 15. სარეგისტრაციო ჯგუფის თითოეული წევრი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემულ ყოველ მოწმობაზე. 16. ლტოლვილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ანკეტაში შესაბამისი აღნიშვნის გასაკეთებლად, იგი უნდა გამოცხადდეს სამინისტროში. 17. ოჯახის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, ახალი სასურსათო ბარათის მისაღებად, პირი უნდა გამოცხადდეს სამინისტროში. 18. სამინისტრო პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ლტოლვილთა სიებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისათვის ყოველი თვის ბოლოს გადასცემს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას.