ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის გრანტის მოსაპოვებელი საკონკურსო დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №601
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 08/11/1998
matsne.gov.ge 581 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის გრანტის მოსაპოვებელი საკონკურსო დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.StylecxrilixmlSylfaenChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 65.95pt 1.0in 65.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №601 1998 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის გრანტის მოსაპოვებელი საკონკურსო დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის გრანტის მოსაპოვებელი თანდართული საკონკურსო დებულება. ე. შევარდნაძე ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის გრანტის მოსაპოვებელი საკონკურსო დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად გრანტების მოსაპოვებელი კონკურსი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, აგრეთვე მათი კავშირებისათვის სახელმწიფოებრივი ზრუნვის გამოხატულება და სტიმულირების ფორმაა კავშირების წევრთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობისათვის. 2. სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით ფინანსური სახსრების გრანტის წესით გადაცემა. II. კონკურსში მონაწილეობის უფლება სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მიღების უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს. III. კონკურსის პირობები და წესები 1. წარმოდგენილი პროექტი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო ოთხწლიანი პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს; ბ) არ უნდა იყოს ლოკალური ხასიათის და მიმართული მხოლოდ ორგანიზაციის შიდა საქმიანობისათვის; გ) პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო ან საქართველოს საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებს; დ) კონკურსის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ იმ პროექტებს, რომლებსაც აქვთ დაფინანსების სხვა წყაროც. 3. მომგებიანი პროექტების დაფინანსება ითვალისწინებს დახმარებას მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობით. 3. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის კავშირებისათვის გასაცემი თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გრანტის მიმღები ორგანიზაციისთვის ბოლო საბიუჯეტო (საფინანსო) წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა 30 პროცენტს. 4. დეპარტამენტიდან გრანტის წესით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის და პროექტით განსაზღვრული მიზნებისათვის. IV. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების წარდგენისა და შერჩევის წესი 1. პროექტების წარდგენის ვადას აწესებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. 2. პროექტში მითითებულ უნდა იყოს ინფორმაცია პროექტის ავტორთა შესახებ, პროექტის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, სამუშაო გეგმა და ხარჯთაღრიცხვა. 3. ზემოაღნიშნული პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროექტებს კონკურსზე გასატანად ამზადებენ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები. 4. პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელშიც შედიან დეპარტამენტის, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსზე გამარჯვებული პროექტის ავტორებთან ხელშეკრულებას დებს დეპარტამენტი. 5. კავშირი მიღებული გრანტის ხარჯვის შესახებ ანგარიშვალდებულია დეპარტამენტისა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე. V. ფინანსური უზრუნველყოფა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერისათვის საჭირო სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება ბოლო საბიუჯეტო (საფინანსო) წლის ბიუჯეტით დამტკიცებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.