საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.000.11.106.005.371
საქართველოს იუსტიციის მინისტრის,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №488-№181/ნ-№134-№38-ს
2002 წლის 25-18-24-18 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №31 განკარგულების საფუძველზე, საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის სამართლებრივი მექანიზმის განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული წესი (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის შესახებ.
2. ამ ბრძანების სისტემის დაწესებულებებისათვის გაცნობა და აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოებისათვის მიწოდება უზრუნველყონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – მთავარმა კანცელარიამ (ც. ბაიდარაშვილი) და მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა (ზ. მეიშვილი);
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტმა (ლ. თოფურიძე);
გ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში – მიწის მიზნობრიობის შეცვლის სამმართველომ (გ. ჩარაული);
დ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში – დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველომ (ა. ვადაჭკორია).
3. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – მინისტრის მოადგილემ კ. კობერიძემ.
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში – მინისტრის პირველმა მოადგილემ მ. ღუდუშაურმა;
გ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში – თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – ი. არჩვაძემ.
4. ეთხოვოთ ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) შესაბამის ორგანოებს ხელი შეუწყონ სახელმწიფო დაწესებულებებს ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულებაში, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
ა. გამყრელიძე
ზ. გეგეჭეკორი
თ. ბერიძე
დანართი
საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესი
1. საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისათვის (დაკავებისათვის) შესაბამისი ნებართვის გაცემა განხორციელდება კონკრეტული გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის (გარდაცვალების მოწმობის) წინასწარი სავალდებულო წარდგენის საფუძველზე.
2. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველი თვის დასაწყისში, არა უგვიანეს 7 (შვიდი) რიცხვისა, უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავებას და აღრიცხვას პიროვნების გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის (ზუსტი რეკვიზიტების მითითებით) საფუძველზე საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენების (დაკავების) თაობაზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №488. სარეგისტრაციო კოდი — 040110000.11.106.005371.
- სად არის „საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, №488, 25.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 040110000.11.106.005371 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1121759/