დემოგრაფიულ სტატისტიკაში აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 24.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 010340000.11.106.005372
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 28/06/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დემოგრაფიულ სტატისტიკაში აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.11.106.005.372
საქართველოს იუსტიციის მინისტრის,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №485–183/ნ–37-ს
2002 წლის 24-18-18 ივნისი
ქ. თბილისი
დემოგრაფიულ სტატისტიკაში აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №31 განკარგულების საფუძველზე, დემოგრაფიულ სტატისტიკაში აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფის, სტატისტიკური ინფორმაციის მოზიდვისა და დამუშავების ხარისხის ამაღლებისა და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის შესაბამისი დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს დემოგრაფიულ სტატისტიკაში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის – დაბადებისა და გარდაცვალების აღრიცხვიანობის თანდართული წესი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის დაწესებულებებმა საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის – დაბადებისა და გარდაცვალების აღრიცხვა აწარმოონ თანდართული წესის შესაბამისად.
3. ამ ბრძანების სისტემის დაწესებულებებისათვის გაცნობა უზრუნველყონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – მთავარმა კანცელარიამ (ც. ბაიდარაშვილი) და მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა (ზ. მეიშვილი);
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტმა (ლ. თოფურიძე);
გ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში – დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველომ (ა. ვადაჭკორია).
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – მინისტრის მოადგილემ კ. კობერიძე.
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში – მინისტრის პირველმა მოადგილე მ. ღუდუშაურმა;
გ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში – თავმჯდომარის პირველმა მოადგილე – ი. არჩვაძემ.
5. ამ ბრძანების მოთხოვნათა შესრულების ფინანსური უზრუნველყოფა დაევალოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.
6. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
ა. გამყრელიძე
თ. ბერიძე
დანართი
დემოგრაფიულ სტატისტიკაში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის – დაბადებისა და გარდაცვალების აღრიცხვიანობის წესი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო დაწესებულებების მიერ პიროვნების დაბადების თაობაზე გაიცემა დაბადების სამედიცინო ცნობა, ხოლო გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა, რომელთა ფორმები, შევსებისა და გაცემის ინსტრუქციები მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო დაწესებულების მიერ დაბადების სამედიცინო ცნობა და სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა ივსება ორ ეგზემპლარად, ორივე იდენტურია და ექვემდებარება:
ა) პირველი ეგზემპლარი – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას ორგანოში გადაგზავნას (განმცხადებლის მიერ);
ბ) მეორე ეგზემპლარი – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გადაგზავნას;
გ) ორივე ეგზემპლარის ყუა – სამედიცინო დაწესებულებაში შენახვას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო დაწესებულების მიერ დაბადების სამედიცინო ცნობისა და სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ორი იდენტური ეგზემპლარის გამაერთიანებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის აღმნიშვნელი ციფრული კოდი განისაზღვრება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები დაბადებისა და გარდაცვალების აქტის რეგისტრაციას ახდენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დაბადების სამედიცინო ცნობისა და სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის საფუძველზე.
5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები დაბადებისა და გარდაცვალების აქტების ჩანაწერების მეორე ცალებს გადასცემენ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, საიდანაც აღნიშნული ჩანაწერები დადგენილი წესით დამუშავების შემდეგ იგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დაწესებულებაში.
6. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები დაბადებისა და გარდაცვალების აქტების ჩანაწერების შევსების დროს დაბადებისა და გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთის აღმნიშვნელი გრაფის შევსებისას სავალდებულო წესით უთითებენ სამედიცინო ცნობის ნომერს, რომელიც შეიცავს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადგენილ ციფრულ კოდს, ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების დასახელებასა და სხვა შესაბამის რეკვიზიტებს.
7. ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ დაბადებისა და სიკვდილის სამედიცინო ცნობის, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ დაბადებისა და გარდაცვალების აქტების ჩანაწერების მეორე ცალები სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება ყოველი თვის დასაწყისში არა უგვიანეს შვიდი რიცხვისა.