⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.000.148
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10, 28/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,209 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2005 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
გადასახადის დასახელება გადაუხდელი აღიარებული გადასახადების ოდენობა
გადასახადი სანქცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №14 2005 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის თანდართული წესები. პრემიერ-მინისტ რი        ზ. ჟვანია საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-17 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესებსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. ქონებაზე ყადაღის დადების ცნება 1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააყადაღოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახის ქონება საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, მათ შორის, მოძრავი, უძრავი, არამატერიალური ქონება. 2. აღიარებული საგადასახადო ვალდებულება არის გადასახადი, შესაბამისი სანქციების ჩათვლით, რომელიც წარმოიშვა: ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე; ბ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან გასულია მისი გასაჩივრების ვადა; გ) არბიტრაჟის ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის. 4. საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონების აღწერას (მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფარგლებში), ამ ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვის, მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენების (გარდა რეალიზაციისთვის გათვალისწინებული საქონლისა), გამოცხადებას და რეალიზაციისთვის გათვალისწინებული საქონლის შესანახად გადაცემას. ქონების დაყადაღების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს არა აქვს ქონების გადაცემის, გაყიდვის, გაქირავების, იჯარით გადაცემის ან სხვა გზით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ესეც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. 5. ქონებაზე ყადაღის დადებას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. 6. ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება. 7. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად დაყადაღების პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.     მუხლი 3🔗. შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 1. ქონების დაყადაღების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ დაყადაღებამდე სულ ცოტა 30 დღით ადრე წერილობით უნდა შეატყობინოს მოვალეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება. 2. შეტყობინება ქონების დაყადაღების შესახებ (დანართი №1) უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მოვალის ვინაობას (გვარს და სახელს, ან დასახელებას; მისამართს), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) შეტყობინების თარიღს; გ) გადაუხდელი აღიარებული გადასახადების სახეებს, პერიოდს და რაოდენობას; დ) აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ჯამურ ოდენობას 30-დღიანი პერიოდის დასრულებისათვის (დარიცხული სანქციების ჩათვლით) და საგადასახადო დავალიანების მოცულობას. 3. შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ იგზავნება დაზღვეული ფოსტით ან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაბარდეს დოკუმენტის ორიგინალი, რომელიც დამოწმებულია ბეჭდით. 4. ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი შეტყობინება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, შეტყობინების მეორე პირზე მისი ხელმოწერით, ხოლო საწარმოსა ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება ბარდება სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს შეტყობინების მეორე პირზე. 5. თუ ადრესატმა უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას შეტყობინებაზე, რომელიც უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად. 6. დაზღვეული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოვალეს შეტყობინება არ მიუღია. 7. საჭიროების შემთხვევაში, თუ გადამხდელის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, საქმე რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას.     მუხლი 4🔗. ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 1. ყადაღის დადება ადმინისტრაციული აქტია. იგი ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით, ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების (ადმინისტრაციული აქტის) სახეს; ბ) ბრძანების გამომცემ საგადასახადო ორგანოს; გ) ბრძანების სათაურს; დ) საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის გვარს, სახელს და ხელმოწერას; ე) გამოცემის დროსა და ადგილს; ვ) ბრძანების გამომცემი საგადასახადო ორგანოსაგან მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს. 2. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ბრძანების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა. 3. ბრძანება ქონების დაყადაღების შესახებ უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილს და მასში მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ბრძანება. 4. ბრძანების გადამხდელისათვის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ბრძანების მისთვის გადაცემას ან დაზღვეული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. 5. ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი ბრძანება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, შეტყობინების მეორე პირზე მისი ხელმოწერით, ხოლო საწარმოს ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი ბრძანება ბარდება სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს ბრძანების მეორე პირზე. 6. თუ ადრესატმა უარი განაცხადა ბრძანების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას ბრძანებაზე, რომელიც უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ასეთ შემთხვევაში ბრძანება ითვლება ჩაბარებულად. 7. დაზღვეული ფოსტის გაგზავნილი ბრძანება ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოვალეს ბრძანება არ მიუღია. 8. საჭიროების შემთხვევაში, თუ გადამხდელის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, საქმე რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას. 9. ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს.     მუხლი 5🔗. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი 1. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დავალიანების ფარგლებში ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში (დანართი №2). 2. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც დაესწრნენ აქტის შედგენას; გ) მოვალის რეკვიზიტები – სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება; მისამართი; გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვ.); ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის შეფასება და მთელი ქონების ღირებულება; ვ) თუ საგანი ან/და სადგომი დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული და მათზე დადებული ლუქების რაოდენობა და აღწერილობა; ზ) იმ პირის დასახელება, ვისაც შესანახად გადაეცა ქონება და მისი მისამართი, თუ შანახვა თვით მოვალეს არ დაევალა; თ) რომ მოვალესა და ქონების შემნახველს განემარტათ მათი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და პასუხისმგებლობის საკითხი გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისათვის; ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ საგადასახადო ორგანოს მოქმედებათა გასაჩივრების წესი; კ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის, მოვალის შენიშვნები. 3. ქონების დაყადაღების (აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის. 4. ფასიანი ქაღალდები და/ან ფასიანი ნივთები შესანახად ამოიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. 5. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ დაყადაღებას. ზემოხსენებული პირების მიერ აქტის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 6. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებებს, ქონება მაინც შეიტანება აღწერის სიაში და კეთდება სათანადო აღნიშვნა. 7. ქონებაზე ყადაღის დადების აქტი დაუყოვნებლივ იგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოში.     მუხლი 6🔗. ყადაღადადებული ქონების შეფასება 1. ყადაღადადებული ნივთები ფასდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საბაზრო ფასებით. 2. თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. 3. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს ორი თვისა, საგადასახადო ორგანოს მიერ. ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა, ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით. 4. მოწვეული ექსპერტი/აუდიტი თავისი სახელით იძლევა დასკვნას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი, ასევე მთელი ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება. 5. საგადასახადო ორგანოს ან ექსპერტის/აუდიტის დასკვნა მოვალის ქონების შეფასების შესახებ დაერთვება ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 6. თუ ექსპერტის/აუდიტის დასკვნა დაუსაბუთებელია, ან მისი სისწორე საეჭვოა, ქონების შეფასება უნდა განხორციელდეს განმეორებით სხვა ექსპერტის ან აუდიტის მიერ. 7. ექსპერტის/აუდიტის მოწვევასა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ამოიღება აუქციონზე ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგად ან ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.     მუხლი 7🔗. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას ყადაღას არ ექვემდებარება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის ქონება: ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალის პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები ან, თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მისი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მის შესაძენად საჭირო თანხა; გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, თუ იგი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მისი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მის შესაძენად საჭირო ფულადი თანხა; დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახისა და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე, ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის; ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.     მუხლი 8🔗. ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღება 1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობისას, თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას ამ წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მე-3 მუხლის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. ასეთ შემთხვევაში მან ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. თუ ზემოაღნიშნულ ვადებში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება. 2. თუ საგადასახადო დავალიანება აღიარებული არ არის და თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში არსებული გირავნობის/იპოთეკის უფლების ფარგლებში, ამ წესების მე-4 მუხლის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. ასეთ შემთხვევაში მან ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვის შესახებ (თუ მოვალეს აქვს შესაბამისი ქონება) ან/და ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ (თუ მოვალეს არა აქვს გირავნობით/იპოთეკით დასატვირთი ქონება ან მისი ღირებულება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად). სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. თუ ზემოაღნიშნულ ვადებში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება. 3. ბრძანება და აქტი ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღების შესახებ ფორმდება მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ბრძანება მოვალის ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღების შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე. 4. საგადასახადო ორგანომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ: ა) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი მალავს ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად; ბ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ მოლაპარაკებას ვალის დაფარვის მიზნით; გ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ცდილობს თავი გამოაცხადოს გაკოტრებულად; დ) არსებობს რეალური საშიშროება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მიერ ნამდვილი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გასხვისებისა, რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფას; ე) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს ერიცხება ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 10000 ლარზე მეტი აქვს საკუთრებაში და არ ფარავს დავალიანებას.     მუხლი 9🔗. ქონებაზე ყადაღის მოხსნა საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა მოხსნილად ითვლება აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე. დანართი №1 შეტყობინება № ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ „--------------“   „------------------------------------------ “ 200  წ. ​                                                                   (რიცხვი)                                                                             (თვე) -------------------------------------------------------- საგადასახადო ინსპექცია ​                                                                                 (საგადასახადო ინსპექციის დასახელება)  გატყობინებთ, რომ თქვენ ----------------------------------------------------------------------------                                                ​(გადამხდელის სახელი და გვარი (ან დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი)   200 წ. „----------“ „--------------------------------“ მდგომარეობით გერიცხებათ:                  ​(რიცხვი)             (თვე) გადასახადის დასახელება გადაუხდელი აღიარებული გადასახადების ოდენობა გადასახადი სანქცია საურავი სულ სულ შეტყობინების ჩაბარებიდან 30-დღიანი პერიოდის დასრულებისათვის თქვენი აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ჯამური ოდენობა (დარიცხული სანქციების ჩათვლით) იქნება   ------------ ლარი, ხოლო საგადასახადო დავალიანების მოცულობა    ------------------ ლარი. საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექციის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად მოხდება თქვენს ქონებაზე ყადაღის დადება მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.   საგადასახადო ინსპექციის უფროსი