საქართველოში ცემენტის წარმოების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

მიღების თარიღი 08.11.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №633
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 20/11/1998
matsne.gov.ge 527 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ცემენტის წარმოების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:60.75pt 65.95pt 63.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №633 1998 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოში ცემენტის წარმოების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი მოიცავს როგორც არსებული კომუნიკაციების სარეკონსტრუქციო სამუშაოთა შესრულებას, ისე უდიდესი მასშტაბის ახალ მშენებლობებს, რომლის განხორციელება უახლოეს მომავალში შექმნის საშენ მასალებზე მოთხოვნილების გაზრდის რეალურ პირობებს. სატრანსპორტო დერეფნის შექმნის პარალელურად განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს ამ პროექტების განხორციელებაში საქართველოში არსებული შრომითი, სამრეწველო, ბუნებრივი რესურსებისა და სხვა პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების, იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების განვითარების უზრუნველყოფა. საშენ მასალებზე მოთხოვნილების გაზრდისა და რეალური სამომხმარებლო ბაზრის არსებობამ გამოიწვია მსოფლიოს წამყვანი ფირმებისა და კომპანიების დაინტერესება, რომლებიც გამოხატავენ მზადყოფნას ამ სფეროში ინვესტიციების ჩასადებად. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დანიის ფირმა „სმიდტისა“ და ინგლისის ფირმა „ატლას ცემენტ ტექნოლოჯის“ მიერ დამუშავებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ეკოლოგიურად სუფთა, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხნის აშენებას. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტების განხორციელებაში ქვეყნის შრომითი, საწარმოო, ბუნებრივი რესურსებისა და სხვა პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით: 1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მრეწველობის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დანიის ფირმა „სმიდტისა“ და ინგლისის ფირმა „ატლას ცემენტ ტექნოლოჯის“ წინადადება იმერეთის რეგიონში (თერჯოლის რაიონი) 1-1,2 მლნ ტონა წლიური მწარმოებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ცემენტის ქარხნის აშენების შესახებ. 2. საქართველოში ცემენტის წარმოების განვითარების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი), საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საბჭოს სამდივნომ (თ.ბასილია) ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ სტრატეგიულ ინვესტორებს საერთაშორისო საფინანსო – საკრედიტო ორგანოებსა და ბანკებში პროექტის რეალიზაციისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაში. 3. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში თ. შაშიაშვილმა მრეწველობის სამინისტროსთან (ბ. შოშიტაიშვილი) და სტრატეგიულ ინვესტორებთან ერთად შეიმუშაოს წინადადებანი ცემენტის ქარხნის მშენებლობისათვის ტერიტორიის შერჩევის შესახებ. 4. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) დადგენილი წესით უზრუნველყოს ცემენტის ქარხნის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა. 5. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე) მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე გადახედოს ჭიშურის კირქვებისა და ნახშირღელის თიხების საბადოების დეტალური გეოლოგიური ძიებით დადგენილ მარაგს და მოამზადოს იგი მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამტკიცებისათვის წარსადგენად. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საბჭოს სამდივნომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ აღნიშნული საბადოების მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამტკიცებისათვის წარსადგენად აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხის (ოცდათხუთმეტი ათასი ლარი) მიზნობრივად გამოყოფა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის. 7. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია მთავრობის სხდომას ცემენტის ქარხნის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ. ე. შევარდნაძე