"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.11.2010
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.169.016025
გამოქვეყნების წყარო სსმ, 60, 07/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt 1.0in 27.0pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ.
დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი
პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 მაისის №55 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ადგილობრივი სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 18 იანვრის №16 დადგენილების არარად აღიარების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილების გასაჩივრება
შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში
„სამსახური”) წარმოადგენს დედოფლისწყაროს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც
უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
“,
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, და
„მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია
: ქ. დედოფლისწყარო,
კიკვიძის ქ.
№6.
5. სამსახური ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური
შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელე
ებისაგან
.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის
ფუნქციებია
:
1
.
მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
.
2. ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა
.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლება
.
4. სამობილიზაციო რესურსების – რეზერვის ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების და რიგითების აღრიცხვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა
.
5. წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა აღრიცხვა
.
6.
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი
.
7. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
8. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა
.
9. ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება
.
10. თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს
.
11. სამართალდამცავ
ი ორგანოებისთვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობის და სამხედრო
სამსახურში გაწვევის წესებს
.
12. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი
.
2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის სტრუქტურით და საშტატო ნუსხით
.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით
, ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი
.
5. სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
დასკვნითი
დებულე
ბები
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით
.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.